კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უარყოფითი თვისებებით გამოირჩევიან კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები #9

კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, თავისი, დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები აქვთ. რასაკვირველია, ზოგში ეს მიჭარბებულია, ზოგშიც მეტ-ნაკლებად ვლინდება. თუ რა უარყოფითი თვისება დაგყვათ დაბადების მომენტში, ამას ქვემოთ ამოიკითხავთ.
ვერძი – დარწმუნებულია, რომ ლიდერად დაიბადა. ცდილობს, საკუთარი აზრი მოახვიოს სხვას და ყველაფერს აკეთებს, სჯეროდეთ მისი. ყოველთვის შეურაცხყოფილია, როდესაც სათანადოდ არ აფასებენ და გამუდმებით არ აქებენ. თუმცა, საყვარელი ადამიანისთვის ის მსხვერპლის გაღებაზეც არ იხევს უკან.
კურო – ცდილობს, იყოს პირველი და არ დაიხიოს უკან. გირჩევთ, არ შეეხოთ მის თავმოყვარეობას და არ ეცადოთ, კუროს დაკნინებას. ამით თქვენ კუროში გულქვა, უგრძნობ, დაუნდობელ ადამიანს გააღვიძებთ. ის ვერ იტანს „ზევიდან დამყურე“ ადამიანებს. უყვარს სხვისთვის ჭკუის სწავლება, რაც ხშირად შურისძიებას უფრო ემსგავსება.
ტყუპები – ვერ იტანს ორპირ და მატყუარა ადამიანებს. თუმცა, თავად ხშირად უწევს ურთიერთობებში თამაში. ვერასდროს მიხვდებით და გაიგებთ ტყუპების ხასიათს: ერთ მომენტში შეიძლება გაბრაზებული იყოს და უცებ, ზედმეტად საყვარელი გახდეს. მასთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ხშირად აქვს ნდობის პრობლემა ცვალებადი ხასიათის გამო.
კირჩხიბი – მათი გაბრაზება ისევე ადვილია, როგორც დამშვიდება. ერთ მომენტში შეიძლება ძალიან კარგ ხასიათზე იყოს და იცინოდეს, მეორე წუთს კი ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდეს და გაბრაზდეს ისეთ უმნიშვნელო რამეზე, რასაც დიდად ყურადღებას არავინ აქცევს. ხშირად, დიდ პრობლემებზე იმდენად არ ნერვიულობს, რამდენადაც პატარა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხებზე. ვერასდროს მიხვდებით, რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი აგრესია.
ლომი – ისე ბრაზდება, რომ წამებში შესაძლოა, ირგვლივ ყველაფერი დალეწოს, მაგრამ მალევე მშვიდდება. გაბრაზებულმა, შეიძლება, ისეთი რამ ჩაიდინოს, რაც შემდეგში სანანებელი გაუხდება. შეიძლება, ისეთი რამ გითხრათ, ან გაგიკეთოთ, რის გამოც გულს დაგწყვეტთ, მაგრამ სინამდვილეში ამის გაკეთება, არც უფიქრია. მისთვის, ყველაზე სანდო ადამიანი, საკუთარი თავია.
ქალწული – ზედმეტად თავდაჯერებულია. კბილებით დაიცავს საკუთარ აზრს, თუნდაც იცოდეს, რომ ცდება.  განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთან ურთიერთობა, უბრალოდ, არ შეუძლია. სწორედ ამაში გამოიხატება მისი უდრეკობა და სიმტკიცე, რაც ხშირად მის კეთილგანწყობაზე მოქმედებს.
სასწორი – ხშირად ამჟღავნებს ეგოიზმს. თავის უფლებად მიაჩნია, მიიღოს ყველაფერი, რაც სურს. ყველაზე საყვარელი და თბილია მაშინ, როცა თქვენგან რაღაც უნდა. სამაგიეროდ, ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამს თქვენ გამო, თუ მისთვის საკმარისად მნიშვნელოვანი არ ხართ. მიუხედავად ამისა, ხელის გულზე ატარებს მას, ვინც  მართლა უყვარს.
მორიელი – ლაპარაკობს იმისგან განსხვავებულად, როგორც აზროვნებს, ან, პირიქით, სრულიად მოულოდნელად ამჟღავნებს საკუთარ რეალურ სახეს, რაც ნაცნობებისთვის სრული შოკია, ცუდი თვალსაზრისით. ბალანსის დაცვა არ შეუძლია, სწორედ ეს არის ის, რაც მასში არ მოსწონთ.
მშვილდოსანი – წინდაუხედავობით, ხშირად ვარდება სულელურ სიტუაციაში. დაუდევრობა მშვილდოსნისთვის დამღუპველია, მაგრამ ის ამას ვერასდროს ხვდება. ხშირად გრძნობები ღალატობს, უხეშ შეცდომებს უშვებს და საქმეს იფუჭებს ან უფუჭებს სხვებს.
თხის რქა – საკუთარი თავით, სრულებით კმაყოფილია. არასდროს ფიქრობს, რომ განვითარება და გაზრდა სჭირდება. გარშემო მყოფებისთვის ეს ძალიან დამღლელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თხის რქას მის ნაკლზე მიუთითებ, ის არც კი ეცდება გამოასწოროს. შეიძლება, დაგეთანხმოთ კიდეც, რომ რაღაც პრობლემები აქვს, რასაც მოგვარება სჭირდება, მაგრამ რეალურად, ის არასდროს დაიწყებს ამაზე მუშაობას.
მერწყული – ჯიუტია. კმაყოფილი და ამაყია საკუთარი, ყველაზე ცუდი თვისებითაც კი. ის არასდროს ნანობს და განიცდის, რომ ვიღაცას ტკივილი მიაყენა, რადგან მიაჩნია, რომ მართალი იყო და სწორად მოიქცა.
თევზები – ზედმეტად მგრძნობიარეა. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, ყველაფერს განიცდის, ჭიანჭველისგან სპილოს ქმნის. ხშირად იღებს გადაწყვტილებებს ცხელ გულზე, დაუფიქრებლად, რამაც შეიძლება, ტირილამდეც კი მიიყვანოს და ცხოვრებაში არასწორი ნაბიჯები გადადგას.

скачать dle 11.3