კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მოჰკვეთეს ორივე ხელის მტევნები სტალინის გამო, 1903 წელს ბაქოში #9

მიუხედავად იმისა, რომ სტალინზე უამრავი რამაა დაწერილი და ერთი შეხედვით, მისი ბიოგრაფია საგულდაგულოდაა გამოკვლეული, ასეთი მოსაზრება მცდარია და საბჭოთა ბელადის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში არსებობს მომენტები, რასაც მხოლოდ გასაიდუმლოებული პარტიული და უშიშროების არქივები ინახავენ. ზოგიერთი მათგანის განსაიდუმლოებამ მკვლევარ-ისტორიკოსებს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ „დიდი ბელადის“ ადრეული ბიოგრაფიის ზოგიერთ საინტერესო ნიუანსს... ისტორიკოსი საველი პავლენკო წერს: „მას მერე, რაც 19 წლის სტალინმა თბილისში, დეპოს მუშების გრანდიოზული მიტინგი მოაწყო, რასაც ორკვირიანი გაფიცვა მოჰყვა, პოლიცია გააქტიურდა. დააპატიმრეს 500 ადამიანი და სტალინსაც მიაკითხეს თბილისის ობსერვატორიის შენობაში, სადაც ის ცხოვრობდა. თუმცა მარდმა მარქსისტმა ახალგაზრდამ ოსტატურად დააღწია თავი შეიარაღებულ პოლიციელებს. გაიქცა და თავი შეაფარა მეგობარ სერგო ალილუევთან, რომელიც მოგვიანებით, მისი სიმამრი გახდა. იმ პერიოდშივე დაირქვა სტალინმა „კობა“ და არალეგალურ პრესაში დაწერილ სტატიებს ამ სახელით აწერდა ხელს. ერთი სიტყვით, ასაკით ნორჩი, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი და გამობრძმედილი, იოსებ ჯუღაშვილი, არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა და რუსეთის იმპერიის „ოხრანკას“ (უშიშროების სამსახური) დიდი თავისტკივილის პერიოდი დაუდგა. ცნობილი რევოლუციონერი, ზაქრო ჩოდრიშვილი იხსენებდა: „სტალინი ჩვენ შორის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული მარქსისტი იყო, არამედ ყველაზე შორსმჭვრეტელი და დიდი კონსპირატორიც აღმოჩნდა. სწორედ მან დააყენა დღის წესრიგში არალეგალური, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული საბრძოლო ჯგუფების საკითხი და თავადვე შეუდგა მათ ორგანიზებას, რაც ურთულესი იყო ტოტალური თვალთვალისა და შევიწროების პირობებში...“
საგულისხმო ფაქტია, რომ 1902 წლისთვის, 22 წლის სტალინს (მაშინ ჯერ კიდევ კობას) ამიერკავკასიაში კარგად ორგანიზებული, ფართოდ დატოტვილი, კარგად შეიარაღებული და ღრმად კონსპირირებული საბრძოლო ჯგუფები ჰყავდა. თითოეული ჯგუფი 50 კაცისგან შედგებოდა და სულ 200 ასეთი ჯგუფი არსებობდა, ათასი თავდადებული მებრძოლით. კობა (სტალინი) თითოეულ მათგანს პირადად იცნობდა, ყველა მართვის სადავე მის ხელთ გახლდათ და საკმარისი იყო მისი (კობა-სტალინის) ერთი ბრძანება, რომ ეს საბრძოლო ჯგუფები ყველაზე დიდი სირთულის ამოცანებს შეასრულებდნენ – გააფთრებით დაატყდებოდნენ თავს საძულველ ცარისტულ რეჟიმს და არა მარტო კავკასიაში... 1919 წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილ ბოლშევიკურ ვახშამზე, სადაც ძალიან ვიწრო წრე იყო შეკრებილი და მათ შორის, სტალინიც იმყოფებოდა, ცნობილი რევოლუციონერი, სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო, ასეთ ისტორიას იხსენებდა: „1902 წელია. კობამ, რომელიც უკვე ორი წლის განმავლობაში არალეგალურად მოღვაწეობდა, ბაქოში დამიბარა, რომ ჩემთვის ფული გაეტანებინა თბილისში, გადასახლებული კალინინისთვის. 30 ათასი ოქროს მანეთი მიხაილ ივანოვიჩს (კალინინს) ილიჩისთვის (ლენინისთვის) უნდა ჩაეტანა შვეიცარიაში. კობას შევხვდი, ფული ავიღე და ორმაგძირიან საკვოიაჟში მოვათავსე. შემდეგ, კობასთან გამომშვიდობებას და სადგურზე წასვლას ვაპირებდი, რომ თბილისში დავბრუნებულიყავი, მაგრამ კობამ მითხრა:
– მეც წამოვალ და სადგურამდე მიგაცილებ, თორემ ისე პიჟონურად გაცვია, აუცილებლად შეგაყენებენო.
კობა და მე ბაქოს ქუჩებს ფეხით გავუყევით. მე ოდნავ წინ მივდიოდი, კობა კი სამი ნაბიჯით უკან მომყვებოდა, თან, შეიარაღებული იყო. ერთ-ერთ ბნელ შესახვევში, მოულოდნელად ორი მურდალი (კამოს ჟარგონით – ბინძური მამაკაცი) გამომიხტა. ბებუთები მომაჭირეს მუცელზე და საკვოიაჟისა და ტანსაცმლის წართმევა მომინდომეს. მე კედელთან ვიყავი აყუდებული და რომ გავნძრეულიყავი, წვეტებზე ამაგებდნენ. ამ დროს კობა მოვიდა, მურდლებს თავისი სახელი უთხრა და  ჩემი გაშვება მოსთხოვა. მურდლებმა უარი განაცხადეს და კობასაც მოუღერეს ბებუთები. მაშინ კობამ ისინი „ნაგანით“ დაამშვიდა. თითოეულს თითო ტყვია დაახალა მაჯაში, შემდეგ ხელი ჩამკიდა და იქაურობას სწრაფად მოვშორდით...“
1902 წლის 23 აპრილს, ბაქოში მომხდარი ინციდენტის გამო, რომელზეც კამო საუბრობდა, სტალინმა ბაქოელი კრიმინალები დაიბარა, ყველაფერი უამბო და მურდლების დასჯა მოსთხოვა, რაც მყისეულად დააკმაყოფილეს – კობას ხელმყოფელებს მარჯვენა ხელის მტევნები მოჰკვეთეს. საქმე ის გახლდათ, რომ იმ პერიოდში, ბაქოში დისლოცირებულ სტალინს ადგილობრივ კრიმინალებთან ურთიერთხელშეუხებლობისა და დახმარების შეთანხმება ჰქონდა დადებული. კობას ყველა იცნობდა, პატივს სცემდა და სწორედ ამიტომ მოსთხოვეს ასეთი მკაცრი პასუხი მძარცველებს თავიანთმა კოლეგებმა. საგულისხმო ფაქტია, აგრეთვე, რომ თავის ორიათასკაციან არმიას სტალინი რეგულარულად წვრთნიდა და საამისოდ, ხელჩართული ბრძოლისა და სამხედრო მომზადების ინსტრუქტორები ჰყავდა დაქირავებული, რომლებსაც ფულს უხდიდა. ასე რომ, სტალინის საბრძოლო ჯგუფის წევრები, ერთი მხრივ, სრულიად ლეგალურ სპორტულ სექციებზე დადიოდნენ და იწვრთნებოდნენ, მეორე მხრივ კი, დროგამოშვებით, საბრძოლო-სამხედრო ინსტრუქტორები სხვადასხვა ლაშქრობას აწყობდნენ კავკასიის მიუვალ მთებსა თუ სხვა ტერიტორიებზე და მათ გამძლეობასა და იარაღიდან ბრძოლაში ავარჯიშებდნენ. როცა ლენინს ჟენევაში აცნობეს, რომ კავკასიაში კობას თავზეხელაღებული და თავდადებული ორიათასკაციანი საბრძოლო ჯგუფები ჰყავდა, ილიჩს (ლენინს) ძერჟინსკისთვის შვეიცარიიდან სტალინთან პირადი წერილი გამოუტანებია. მასში ლენინი ხოტბას ასხამდა „მგზნებარე კოლხიდელს“ (სტალინს) და მის მებრძოლებს „რევოლუციის შევარდნებს“ უწოდებდა. ბაქოს „ოხრანკის“ სამმართველოში, 1923 წელს საიდუმლო საბუთები აღმოაჩინეს, რომლის მიხედვითაც, 1903 წელს ბაქოში კობას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. პოლკოვნიკ გურევიჩისადმი მიწერილ წერილში მაიორი ხაკი წერს: „ზემოხსენებული კობა, იგივე იოსებ ჯუღაშვილი, წარმოადგენს დიდ საფრთხეს და რეკომენდაციას გაძლევთ, რომ მოამზადოთ მისი ლიკვიდაციის ოპერაცია.“
სტალინის ლიკვიდაციის ოპერაცია მართლაც მოამზადა ბაქოს „ოხრანკამ“, მაგრამ ეს ბაქოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, მირზა ალიევმა შეიტყო, სტალინს აცნობა და სიკვდილისგან ამით იხსნა. სტალინი დროებით გაეცალა ბაქოს. სამაგიეროდ, მირზა ალიევს სტალინის მმართველობის პერიოდში ძველი ცოდვები აპატიეს, პარტიაში მიიღეს და ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკის დირექტორადაც დანიშნეს. ბაქოში სტალინი მალევე დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული, მგზნებარე რევოლუციური მოძრაობა გააჩაღა და მთელი აზერბაიჯანი „ყურებზე“ დააყენა“.

скачать dle 11.3