კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ ძირმაგარას #9


ძირმაგარა კანის ჩირქოვანი ინფექციის ერთ-ერთი სახეა. მისი აღმოცენების მიზეზია მიკრობების გააქტიურება და კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება. აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის გამოკვლევაც, რადგანაც კანის ჩირქოვანი ინფექციებისადმი მიდრეკილება ხშირია დიაბეტის დროს. ფურუნკულების (ანუ ძირმაგარის) წარმოქმნას ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიგიენის წესების დაუცველობაც – იშვიათად დაბანა, ერთი და იგივე ტანსაცმლის დიდი ხნის განმავლობაში ტარება, ჭარბი ოფლიანობა, მოზარდი ასაკი და სხვა.
მასთან საბრძოლველად აიღეთ მრავალძარღვას 2 ფოთოლი, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ერთი დანაყეთ. დანაყილი დადეთ მთელ ფოთოლზე და პლასტირით დაიკარით ძირმაგარაზე. დღეში 3-ჯერ ცვალეთ და ერთი კვირის და 10 დღის ნაცვლად, 3 დღეში მთელ ჩირქს გამოიტანს. გექნებათ ტკივილის შეგრძნება და იგრძნობთ როგორ სწოვს ჩირქს ძირიდან ბალახი.
ორი სადილის კოვზი ჭინჭარი საღამოს ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. დილით გაწურეთ, გაყავით სამ ნაწილად და მიეცით ავადმყოფს ერთი საათით ადრე ჭამის წინ.
აიღეთ ერთი კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი შაქარი და დაჩეჩქვილი ქიშმიში. ეს მასა აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ პურის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ცომი გააბრტყელეთ და მთლიანად დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. საფენი გაიკეთეთ დღეში ორჯერ. ჩირქს მთლიანად ამოიტანს.
ახალწარმონაქმნის ადგილზე გაიწმინდეთ კანი ქაფურით, დაიმუშავეთ თეთრი კასტელანით. წაისვით კვანძზე იხტიოლი (მაგალითად, საღამოს, 2-3 საათით), შეზღუდეთ საკვებ რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა.
ძირმაგარა საერთოდ გაქრება, თუ საკუთარ ნერწყვში გახსნით პურის ფქვილს და მიღებულ მასას შაქრის ფხვნილს მოაყრით. ეს მასა  ძირმაგარაზე შაქრიანი მხრიდან დაიდეთ.
ერთ საშუალო ზომის თეთრი ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი გახეხილი სარეცხის საპონი (72-პროცენტიანი) და 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი. ცხელ მდგომარეობაში უნდა გადაზილოთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. ძირმაგარაზე ცხელ მდგომარეობაში მისი დადება არ შეიძლება. მხოლოდ ნელთბილი უნდა გამოიყენოთ და შეიხვიოთ. გამოიცვალეთ დღეში სამჯერ და ასევე ნელთბილ მდგომარეობაში დაიდეთ – ძირმაგარა თავს არ გაიკეთებს. მერე კი შეგიძლიათ, თუ თვითონ არ გასკდება, სპირტით დამუშავებული ნემსის წვერით გახეთქოთ და ჩირქი გამოიღოთ.

სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ მცენარეული საშუალებები
* სტაფილოს დახმარებით შეგიძლიათ ნაწლავების გაწმენდა. ერთი სადილის კოვზ სტაფილოს მწვანე, წვრილად დაჭრილ ფოთლებს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარ საათს. დალიეთ დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე. მკურნალობის კურსი – ერთი თვე. განმეორება შესაძლებელია ორკვირიანი შესვენების შემდეგ.
* ორგანიზმის გასაწმენდად ერთმანეთში აურიეთ 700 გრამი თაფლი, 200 გრამი დაქუცმაცებული ნიორი, 10 ლიმონის წვენი და ეს ყველაფერი ქილაში გააზავეთ. შეინახეთ 12 დღე ბნელ და გრილ ადგილას. შემდეგ კი მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დილით, უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
* თუ ბრონქიტი გაწუხებთ, აურიეთ ერთმანეთში შემთბარი ერთი სადილის კოვზი მდოგვი, ზეთი და თაფლი. ნაზავი წაუსვით ასევე თბილ კომბოსტოს ფურცელზე და დაიდეთ მკერდის არეში. გაიჩერეთ რამდენიმე საათს. ჩაიტარეთ პროცედურა ზედიზედ, რამდენიმე საღამოს.
* თუ გინდათ, თავი დააღწიოთ აბსცესს, ერთმანეთში აურიეთ 3 სადილის კოვზი მშრალი ბარდა, ბრინჯი, ფეტვი და დაფქვით ეს ყველაფერი. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ 7 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ცივი 2 სადილის კოვზის ოდენობით უზმოზე, 14 დღის განმავლობაში. შეინახეთ მაცივარში.
* თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდისა და მისი კედლების გასაძლიერებლად კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში 4-5-ჯერ ერთი სადილის კოვზ ხმელ ბარდას შეჭამთ. ის ზოგადად კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს.
* ტუბერკულოზის დროს შესანიშნავი საშუალებაა შემდეგი ნაზავი: კარგად აურიეთ ერთმანეთში 12 ცალი სოფლის ქათმის ახალი კვერცხი, 400 გრამი შაქარი, 200 გრამი მაისის თაფლი და მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სადილის კოვზი. დააყოლეთ ერთი ჭიქა თბილი რძე.

ოროვანდის სასარგებლო თვისებები
ოროვანდი სამკურნალო მცენარეა. შეიცავს: ცილას, სახამებელს, მინერალებს, ვიტამინებს – C, B , E, D, კაროტინს და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას. აქვს შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები. კარგი შედეგი აქვს კანის დაავადებების, პირის ღრუს ანთებითი პროცესების, ყელის, ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს. დადებითად მოქმედებს ნაღვლის ბუშტზე, ღვიძლზე, თირკმელზე. დადებით გავლენას ახდენს ჭრილობების მოშუშებაზე, წმენდს სისხლს ტოქსინებისგან.
დაფქული ოროვანდის თესლი ერთი ჩაის კოვზის ოდენობით (დაახლოებით 5 გრამი) ჩაყარეთ ნახევარი ლიტრ ადუღებულ წყალში. დატოვეთ ღამით თერმოსში და მეორე დღეს დალიეთ ნელ-ნელა, დღის განმავლობაში. რეცეპტი გამოიყენეთ თირკმელებში ქვების არსებობისას, გასტრიტის, კუჭის წყლულისა და სხვა დაავადებების დროს. ამ ნაყენის კომპრესები შეგიძლიათ, გამოიყენოთ დერმატოზის, კანის ქავილის, გამონაყრის სამკურნალოდ.
ოროვანდი ასევე ცნობილია, როგორც ეფექტური საშუალება თმის სწრაფი ზრდისთვის. ერთი სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით ორი ჭიქა წყალი, მოხარშეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაფილტრეთ. ყოველ ორ დღეში ერთხელ. საღამოს, დაწოლის წინ, გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ. ჩაიტარეთ პროცედურები 2-3 თვის განმავლობაში. შედეგად თმა გახდება სქელი, აბრეშუმისებრი და დაუბრუნდება ჯანსაღი იერი.
ოროვანდი სასარგებლოა ართრიტის, ოსტეოართროზის, რევმატიზმის დროს. ერთი სადილის კოვზ დაფქულ ოროვანდის თესლს დაასხით ასი გრამი არაყი და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებში.
ოროვანდი ხელს უშლის სიმსივნეების ზრდას. გამოიყენება დეტოქსიკაციისას მწერისა და გველის ნაკბენის დროს.
ოროვანდის თესლი ეფექტურია შეკრულობისას. 20 გრამი ოროვანდის თესლი მოხარშეთ 200 მილილიტრ წყალში, გააჩერეთ 20 წუთი. გაფლიტრეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

კოლიტის მკურნალობა
კოლიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს სასარგებლოა შემდეგი ნაყენი: 1 ჩაის კოვზი ასისთავა, 1 ჩაის კოვზი სალბი, 1 ჩაის კოვზი გვირილა. ნარევი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში. დაახურეთ ლამბაქი და გააცივეთ. გამწვავებისას მიიღეთ ერთი სადილის კოვზი 5-7-ჯერ დღეში.
* სტაფილოს წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით დღეში 3-ჯერ.
 აიღეთ 1 ჭიქა შინდის კურკა და 4 ჭიქა წყალი. ხარშეთ მანამდე, ვიდრე სითხე 1 ჭიქა არ დადგება. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ უზმოზე 1 ჭიქა ნელ-თბილი. გაიმეოროთ 3-ჯერ.
* კოლიტის მდგომარეობას ამსუბუქებს ვაშლის კომპოტი ლიმონით. მის მოსამზადებლად 4 ნაწილად კანიანად დაჭრილ ვაშლს დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და თაფლი გემოვნებით. დალიეთ თბილი, დღეში 2-3 ჭიქის ოდენობით. ასეთი ნახარში შეგიძლიათ მიიღოთ 1-2 თვის განმავლობაში.
* ათი-თერთმეტი ცალი კაკლის უღელი მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში, ვიდრე წყლის რაოდენობა არ განახევრდება. გაცივებული ნახარში გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ სადილის კოვზით ჭამამდე. ორგანიზმში თუ სადმე ჩირქია, გაწმენდს.
* თითო სადილის კოვზ ფარსმანდუკს, პიტნასა და გვირილას დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთეთ. გაცივების შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე თითო სადილის კოვზი.
* კოლიტის, ენტეროკოლიტის, ბუასილის დროს, მიიღეთ ჩვეულებრივი ღოლოს ფოთლების ნახარში. მის მოსამზადებლად: 5 გრამი (2 სადილის კოვზი) დაუქუცმაცებელი ღოლოს ფესვები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის კოვზი) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და დარჩენილი ნახარში შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე (200 მილილიტრი), შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. ხოლო 1/2 ჭიქა ძილის წინ, როგორც საფაღარათო საშულება.
ერთ ჩაის კოვზ სალბს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთეთ. 20 წუთის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა თითო მიღებაზე, დღეში 3-ჯერ. სვით მორჩენამდე.
ერთი ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი აადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ანადუღარი, გაცივებული წყალი. მიიღეთ უზმოზე.
1 ჩაის ჭიქა მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი ააუდეღთ, გააცივეთ და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ანადუღარი, გაცივებული წყალი. მიიღეთ უზმოზე.
ერთი კილოგრამი მრავალძარღვა ადუღეთ 3 ლიტრ წყალში, ვიდრე 1,5 ლიტრზე არ დადუღდება. დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 50 გრამი თითო მიღებაზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე 3 თვის შუალედებით.
1 ჩაის ჭიქა ანდაღუარ ცივ წყალს დამუტაეთ 2 სადილის კოვზი მაწონი და 1 სადილის კოვზი ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი, მიიღეთ უზმოზე.
აიღოთ 30 გრამი წაბლის ყვავილი და 50 გრამი დანაყილი ასკილის ნაყოფი. დაასხით 200 გრამი ანადუღარი წყალი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით.
გაიკეთეთ ოყნა: 300 გრამ თბილ რძეში გახსენით 30 გრამი ერბო. დღეში ერთხელ. კურსი  3-5 ოყნა.
მიიღეთ ახალი კამის ნახარში (ნახარშს მწვანე ფერი უნდა ჰქონდეს). დღეში 3-ჯერ თითო ჩაის ჭიქა.
მიიღეთ ალოეს წვენი დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით. 2-ჯერ დღეში დალიეთ შრატი (ყველის). მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
ორ სუფრის კოვზ დაფქულ კრაზანას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში (გაწურვის შემდეგ შეავსეთ ერთ ჭიქამდე).
ენტეროკოლიტის სამკურნალოდ: 5 გრამ ასფურცელას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და მასა შეავსეთ გადადუღებელი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 5-6 ჯერ დღეში.

როგორ გავუმკლავდეთ წიწიბურას დახმარებით თავის ტკივილს, უძილობას, ნერვულ აღგზნებადობასა და სხვა ჩივილებს
ერთი სადილის კოვზ გამხმარ წიწიბურას ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 10 საათის განმავლობაში. მიიღეთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს დაგეხმარებათ ძლიერ თავისტკივილთან გამკლავებაში.
ლეიკემიის დროს კარგია, თუ ერთ სადილის კოვზ გამხმარ წიწიბურას ყვავილებს დაასხამთ ორ ჭიქა მდუღარე წყალს. გაგრილების შემდეგ დალიეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში 3-4-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
უძილობის, გულის არეში ტკივილის, თავბრუხვევის, ყურების შუილის, მენსტრუალური ტკივილის, ნერვული აღზნებადობის დროს – 15 გრამ გამხმარ წიწიბურას ყვავილებს დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარი ან ერთი საათი დააყოვნეთ და ნაყენი მზადაა. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი 5-6-ჯერ დღის განმავლობაში.

скачать dle 11.3