სიყვარული თუ შებრალება? #9
როდესაც ქალს უყვარს, მას სურს იყოს სასურველი. მაგრამ წყვილად ცხოვრობდე – ნიშნავს, იარო ერთი მიმართულებით. კომპრომისზე ორივე ერთად უნდა წავიდეს.
ადამიანი მრავალნაირია და სიყვარულსაც სხვადასხვანაირად გამოხატავს. მაგრამ, მათ შეუძლიათ, იყვნენ ბედნიერები ერთად მხოლოდ მაშინ, როცა ორივე ებმევა ურთიერთობაში. თუ ეს მხოლოდ ქალის სიყვარულია, მაშინ აუცილებლად არსებობს დაძაბულობა და კონფლიქტი. ასეთ ურთიერთობას კი ვერ უწოდებ ბედნიერს.
სიყვარული – ეს არის გრძნობა, რომელიც ან არის, ან არა და მაშინ ურთიერთობა შენდება ვნებაზე, მიჯაჭვულობაზე, ზრუნვაზე, საერთო ღირებულებებზე, ინტელექტუალურ და სულიერ სიახლოვეზე.
შიშის ქვეშ ქალი ვერ შეიგრძნობს ნამდვილ ქალურ სიყვარულს. მაშინ ის საჭიროებს ძვირად ღირებულ საჩუქრებს, უპირატესობას ანიჭებს ძვირფასეულობას. სხვანაირად მამაკაცი მისთვის უსარგებლო ხდება. არც თანაგრძნობაა სიყვარული.
ზოგირთი ქალი თანაგრძნობას განიცდის ყველას მიმართ, ვინც ამას საჭიროებს. ხშირად მიდის მამაკაცთან ურთიერთობაზე ამავე პრინციპით. აშენებს ემოციურ კავშირს, უპირველესად, სიბრალულისა და თანაგრძნობის გამო. იწყებს მამაკაცის დახმარებას, ცდილობს, გააწონასწოროს მისი მდგომარეობა. მაგრამ, მამაკაცის შებრალება, როდესაც არ არის საპასუხო ნაბიჯები მამაკაცის მხრიდან – ასეთი ურთიერთობა ძალიან არათანაბარია.
შეყვარებულ და სასურველ ქალს შეუძლია, ისე იმოქმედოს მამაკაცზე, რომ ის გახდეს ქმედითი, იცხოვროს და მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისგან. ზრუნვას ცალმხრივი მიმართულებით, არ აქვს იგივე ეფექტი. მამაკაცს არ სჭირდება დედა, მას სჭირდება სასურველი ქალი. ქალს უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მამაკაცს დაუთმოს.
ხშირად ქალს არ შეუძლია, გაჩერდეს. ის ჯერ კიდევ განაგრძობს მეურვეობას მაშინ, როცა ეს სულ აღარ არის საჭირო. როცა მამაკაცს სურს რეალიზება გაუკეთოს თავის შესაძლებლობებს, ასეთი შესაძლებლობა კი ჩამორთმეული აქვს, მას ეს აღიზიანებს.
ქალი კი ელოდება საპასუხო ქმედებას: მას უყვარს თავისი მამაკაცი, ეხმარება და სად არის პასუხი?
უკმაყოფილება ამსხვრევს სიყვარულის სურვილს. ქალი გრძნობს, რომ არ უყვარს და ყველა მისი თავგანწირვა უშედეგოა.
იმედგაცრუებისგან ქალს შეუძლია, დაარღვიოს ურთიერთობა, თუმცა, მაინც ქალის ხელშია, გადააქციოს სიამოვნება დახმარებიდან სასიყვარულო განცხრომაში.
წარუმატებელი
ურთიერთობა –
გააკეთე დასკვნა
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საუკუნეში, სადაც ზღაპრების, ფერადი სიზმრებისა და უკიდეგანო ბედნიერების ცოტას თუ სჯერა. ამიტომ, სანამ შენს ცხოვრებას სერიოზულად დაუკავშირებ ვინმეს, შეუძლებელია, ერთი წარუმატებელი ურთიერთობის ტკივილი განცდილი არ გქონდეს. გადატანილი განშორება კი თავის კვალს ტოვებს.
ის ყოველთვის მტკივნეული და უსიამოვნოა. მაგრამ, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის უფლება მაინც არ გაქვს. არც ის უნდა იფიქრო, რომ ეს წლები დაკარგულია. რატომ უნდა წყევლო შენი ყოფილი და ნეგატივით დაიტვირთო თავი? ამ ყველაფრის ნაცვლად, დაფიქრდი და ურთიერთობაში განცდილი მარცხისგან სწორი დასკვნები გამოიტანე.
მაგალითად, განშორება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ურთიერთობა შეცდომა იყო. არ არის საჭირო გააუფასურო ყველაფერი კარგი, რაც თქვენ შორის იყო. კარგი კი აუცილებლად იქნებოდა.
ცუდი სიტყვები, რომელსაც ყოფილის მისამართით წარმოთქვამ, ფსიქიკაში ილექება. მერე კი ბუმერანგის პრინციპით, უკან გიბრუნდებათ.
ისწავლეთ ყველაფერში დადებითის დანახვა. თუ ურთიერთობა არ გამოვიდა, არც თქვენ ხართ ამაში დამნაშავე და არც ის. უბრალოდ, დასრულდა – ეს ნორმალურია. თუმცა, ამის აღიარება მარტივი არ არის.
არასდროს შეიქმნათ ილუზიები. რეალობა მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. თუ საყვარელი ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში თქვენთან სასაუბროდ დროს ვერ გამონახავს, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ნუ ეთამაშებით საკუთარ ბედნიერებასა და სიმშვიდეს.
არ წაუყრუოთ ტყუილს. მნიშვნელობა არა აქვს – ვინც წვრილმანებზე ცრუობს, ის სერიოზულ საკითხებშიც მოგატყუებთ. ნდობის გარეშე, ნებისმიერი ურთიერთობა განწირულია.
მამაკაცებს ძალიან
მოსწონთ...
რა მოსწონთ ქალში მამაკაცებს? გამოკითხვა ჩაატარეს და პირველ ადგილზე გავიდა ტუჩები. როგორც აღმოჩნდა, არცერთ მამაკაცს არ ტოვებს გულგრილს მსხვილი ტუჩები, ვნებიანი და მომზიდველი. ამიტომაც სარგებლობს ქალებში პოპულარობით ტუჩის გადიდება. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ და არ შეიღებოთ ბაგეები მუქ და ძალიან მკვეთრ ფერებში, თორემ საპირისპირო რეაქციას მიიღებთ.
თურმე ღრმა დეკოლტეს შეუძლია, კაცს ყველაფერი გააკეთებინოს, თავი დააკარგვინოს და იმდენად შეურაცხადი გახადოს, რომ მთელი თვის ბიუჯეტი დაგახარჯოთ. დეკოლტე ყველა ქალის სისუსტეა. თუ ბუნებამ პატარა მკერდით დაგაჯილდოვათ, არ იდარდოთ, ამის გამოსწორება დღეს რთული აღარ არის. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც დიდი ტუჩებისას, ძალიან დიდი მკერდი კაცებში აქტუალური არ არის. თან, თავადაც შეგაწუხებთ.
ლამაზ და მკვრივ უკანალს სასწაულის მოხდენა შეუძლია. აღმოჩნდა, რომ ბევრ მამაკაცს დიდი ზომის მკერდს ლამაზი და კოხტა უკანალი ურჩევნია.