კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა წყალს აღიქვას, დააგროვოს და დაიმახსოვროს მისთვის გადაცემული ინფორმაცია და როგორ აღვიდგინოთ დაზიანებული აურა მასთან სწორი შეხებით #9

წყალს შეუძლია ადამიანს მისცეს სასიცოცხლო ძალა და განკურნოს კიდეც სხვადასხვა დაავადებისგან. გარდა იმისა, რომ წყალი გამოიყენება მაგიურ რიტუალებში, მეცნიერები და ეზოთერიკოსები  იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მას შეუძლია ინფორმაციის შენახვა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ულტრაბგერის, ვიბრაციის დამახსოვრება. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს და ბიოენერგეტიკოს, ბატონ დავითს, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.

 დავითი: როდესაც წყალი „მოგზაურობს“, ის აგროვებს ინფორმაციას და ენერგეტიკას ყველა ადგილიდან, სადაც მოხვდება, რაც საბოლოოდ, წყლის დალევისას ან მასთან კონტაქტისას, ადამიანებს მისგან გადაეცემათ. წყლის მეხსიერება არის თვისება – დაიმახსოვროს, შეინახოს და გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ვაწარმოებდი კვლევებს და ექსპერიმენტებს ბიორეზონანსული მეთოდებით. იმ დასკვნამდე მივედით, რომ წყლის მიკრომოლეკულების სტრუქტურებში  შესაძლებელია ინფორმაციის შენახვა. წყალი აღიქვამს ადამიანის ხმას, მუსიკას, ლოცვას, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, აუდიო და ვიდეოგამოსახულებას, სხვადასხვა ენაზე წარმოთქმულ ტექსტს და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ყველაფერს იმახსოვრებს და იწერს თავის სტრუქტურაში.
– კონკრეტულად, რა ტიპის ინფორმაციას ინახავს წყალი თავის მეხსიერებაში?
– წყლის მეხსიერება ყოვლისმომცველია, საზღვრები არა აქვს. იტევს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც გარესამყაროსგან იღებს. ალბათ, ყველას უნახავს გაყინული წყლის სხვადასხვაგვარი კრისტალები და შეუმჩნევია, რომ არცერთი მათგანი არ მეორდება. წყლის გაყინულ ნიმუშებში, მიკროსკოპის ქვეშ, აღმოჩნდა საოცარი განსხვავება კრისტალურ სტრუქტურებს შორის, რაც გამოწვეული იყო ქიმიური დაბინძურებით და შინაგანი ფაქტორებით. ასე რომ, წყლის გაყინული ყველა კრისტალი სხვადასხვაგვარია, ისე როგორც თოვლის ფიფქები, რომლებიც არასდროს მეორდება, მიუხედავად იმისა, ერთი და იმავე ღრუბლიდან მოდის. კრისტალების სხვადასხვაგვარობა კიდევ ერთხელ ადასტურებს წყლის მეხსიერების არსებობას. წყალზე მოქმედებს მთელი რიგი ფაქტორები, მაგალითად,  დედამიწის მაგნიტური რხევა, ადამიანის ხასიათი, განწყობა და ბიოველი, ლოცვა – იმასაც კი იმახსოვრებს და ინახავს, რა ემოციით იქნა ის წაკითხული. ასეთი ცდა ჩავატარეთ:  მიკროკრისტალების ფოტოსურათების მიღების მიზნით, წყლის წვეთის მიკროკრისტალები მოვათავსეთ 100 სხვადასხვა ლაბორატორიულ, სტერილურ ჯამში და გავყინეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გადავიტანეთ სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც შედგებოდა მაცივრის კამერისა და მიკროსკოპისგან, მასზე მიერთებული ფოტოაპარატით. -5 გრადუს ტემპერატურაზე, მიკროსკოპის მუქ ფონზე, ნიმუშებს ვადიდებდით 200-500-ჯერ. ვაწარმოებდით დაკვირვებას და ვუღებდით ფოტოსურათებს. აღსანიშნავია, რომ წყლის სხვადასხვა ნიმუშში წარმოიქმნა სხვადასხვა ფორმის ფიფქისმაგვარი კრისტალები. გაუფილტრავი და სპეციალური მეთოდით დაუმუშავებლი ბუნებრივი და მინერალური წყლის ნიმუშებში, თითქმის ყოველთვის წარმოიქმნებოდა ექვსკუთხიანი, დამაინტრიგებლად ლამაზი კრისტალები. რაც შეეხება ონკანისა და აუზის წყალს, მასში კრისტალები ან საერთოდ არ წარმოიქმნებოდა, ან შეიმჩნეოდა ისეთი კრისტალური ფორმის, რომ ფოტოსურათებზე საშინლად ჩანდა და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ატარებდნენ მსგავსი ტიპის კვლევებს წყალზე, რომლის ნიმუშები აღებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. თუმცა, შედეგები გახლდათ ერთი და იგივე: სუფთა წყალი (წყაროს, ჭის, მინერალური) არსებითად განსხვავდებოდა ტექნიკურად გაწმენდილი წყლისგან. ონკანის წყალში კრისტალები თითქმის არასდროს ჩნდებოდა, მაშინ, როცა ბუნებრივი და მინერალური წყლისგან ყოველთვის წარმოიქმნებოდა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ფორმის კრისტალები. განსაკუთრებით ნათელი და ბრწყინავი კრისტალები შეინიშნებოდა იმ წყლის გაყინვისას, რომელიც აღებული იყო ბუნებრივი, წმინდა წყაროებიდან.
– გამიგია, რომ ადამიანის სიტყვები წყალზე მოქმედებს და ის ზუსტად იმ ენერგეტიკით იმუხტება, რასაც გავუზიარებთ. ეს როგორ ხდება?
– დიახ, საქმე არა მხოლოდ წყლის ხარისხსა და თვისებებშია. მაგალითად, ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატარეთ – ავიღეთ წყლით სავსე ორი ჭურჭელი და ერთზე დავაწერეთ სიტყვა „მადლობა”, ხოლო მეორეზე „შენ ყრუ ხარ”. პირველ შემთხვევაში წყალში მოხდა ლამაზი კრისტალების ფორმირება, ხოლო მეორეში წარმოიქმნა არასასიამოვნო გარეგნობის კრისტალები. ზოგადად, წყლის კრისტალური სტრუქტურა შედგება მოლეკულათა დიდი ჯგუფისგან. ლანძღვის გამომხატველი და ცუდი სიტყვები ანადგურებს მათ. ნეგატიური სიტყები და ფრაზები ახდენენ მსხვილი მოლეკულების ფორმირებას. დადებითი, ლამაზი სიტყვები და ფრაზები კი ქმნის წყლის სტრუქტურაში დადებითი ენერგეტიკის მოლეკულებს, რაც ადამიანზე სასიკეთოდ მოქმედებს. ერთ-ერთ ლაბორატორიაში, ჩაატარეს ექსპერიმენტი იმ მიზნით, რომ ეპოვათ სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგ გავლენას ახდენდა და წმენდდა წყალს. შედეგად დადგინდა, რომ ეს არის არა ერთი სიტყვა, არამედ ორი სიტყვის შეხამება: „სიყვარული და მადლიერება”. გადაღებულ ყინულის კრისტალთა უნიკალურ სურათებში კი აღმოჩნდა, რომ ყინულის კრისტალების ფორმა იცვლებოდა სხვადასხვა სახის ზემოქმედებით. კერძოდ, წყლის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლიდა ადამიანის ენერგია, ფიქრები, ხმები. ეს ცვლილებები  გამოავლინა ხმოვანმა ზემოქმედებამ. საგალობლების, კლასიკური და ხალხური მუსიკის ბგერებმა წყლის კრისტალს საოცრად ლამაზი გეომეტრიული ფორმა მისცა. კრისტალმა გაურკვეველი და უსიამოვნო ფორმა მიიღო მძიმე მეტალის, როკისა და სხვა თანამედროვე მუსიკის ზემოქმედებით. ასე რომ, წყალი როგორც დადებით ისე ნეგატიურ ენერგეტიკას ერთნაირად იღებს, ინახავს და შემდგომ, მასთან შეხებისას, ადამიანებს გადასცემს. წყალი რეაგირებს მის ირგვლივ მყოფთა აზრებსა და ემოციებზე, აგრეთვე, მოვლენებზე, რაც საზოგადოებაში ხდება. ინფორმაციის დაგროვების შედეგად, წყლის კრისტალები ფორმას იცვლის - ლამაზდება თუ ინფორმაცია დადებითია და პირიქით - მახინჯდება და ირღვევა მისი ფორმა, თუ ინფორმაცია ნეგატიური და შეურაცხმყოფელია.
– ის, რომ ადამიანს შეუძლია, წყლის სწორად დალევით, საკუთარი ორგანიზმის ბიოველი გაამყაროს და გაწმინდოს უარყოფითი ენერგეტიკისგან, ეს როგორ ხდება?
–  თუ ყოველ დილით 1-2  ჭიქა სუფთა წყაროს ან გაყინულ წყალს დალევთ ყლუპ-ყლუპობით, ორგანიზმს გაიწმენდთ უარყოფითი ბიოველისაგან. ზუსტად, წყლის ჯადოსნური თვისებების წყალობითაა, რომ ოდითგანვე ექიმბაშები წყალზე აკეთებენ შელოცვებს, როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ჯადოზეც. წყალში დიდი რაოდენობითაა  კოსმიური ენერგია და სწორედ ამით აიხსნება მისი სამკურნალო თვისებები. ბანაობისას და დალევისას, ის ორგანიზმში შეიწოვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ენერგია ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება.
– გამიგია, რომ ბიოენერგეტიკოსები წყლის დახმარებით ადამიანში ენერგეტიკის აღდგენასაც ახერხებენ. ეს რეალურია?
– დიახ, ბიოენერგეტიკოსები პრაქტიკებში იყენებენ წყალს, თუ ადამიანის ენერგეტიკა გაზრდას საჭიროებს. შემიძლია, მეც გასწავლოთ საკმაოდ მარტივად შესასრულებელი ვარჯიში, როგორ გაზარდოთ თქვენი ენერგოპოტენციალი ორგანიზმში. დადექით შხაპის ქვეშ, მოადუნეთ კუნთები, დახუჭეთ თვალები. უმჯობესია, ეს მჯდომარე მდგომარეობაში შეასრულოთ. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ჩანჩქერის ქვეშ. ამ პროცედურის ხანგრძლივობაა 3-5 წუთი. ეს მეთოდი ძალას მატებს და მოდუნების შეგრძნებას ტოვებს. ამცირებს სტრესს. ასე რომ, უბრალოდ, წყალზე ფიქრიც კი საკმარისია, რომ ადამიანში, ენერგეტიკული თვალსაზრისით, სასიკეთო ცვლილებები განვითრდეს.  წყლის ინფორმაციული მეხსიერება არის მისი თვისება, აღიქვას და გადასცეს ნეგატიური ან პოზიტიური ინფორმაცია იმ მატერიის შესახებ, რომელთანაც მას ადრე ჰქონია კონტაქტი.

скачать dle 11.3