კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იჭრიდნენ ყურებს, ცხვირს და იმალებოდნენ პატრიარქობისთვის შერჩეული სასულიერო პირები და როგორ ექცეოდა მრევლი მოღალატე სასულიერო პირებს #9

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებმა ყველანაირი საკითხი და მოვლენა გადაფარა. საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებამ, გაურკვევლობამ, წუხილმა მოიცვა. ამიტომაც ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 მამა გიორგი: სარწმუნოების სიმბოლოში, რომელსაც ჰქვია „მრწამსი“, ვკითხულობთ: „კვლავად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არ არის დასასრულ“. წმიდა მამებმა, ეკლესიამ განაჩინა, რომ ყოველ დილით „მრწამსში“ ამოვიკითხოთ და გვახსოვდეს, რომ განაკაცებული ჩვენი იესო ქრისტე მოვა მეორედ და არა ისე, როგორც პირველად მოვიდა – უბრალო მონად. არამედ ანგელოზებთან და წმიდანებთან ერთად, რათა განსაჯოს ყველა ადამიანი. დადგება სამსჯავრო, მოხდება საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყველა, ადამი და ევადან დღემდე, წარდგება მის წინაშე.
– სახელი „საშინელი სამსჯავრო“ ადამიანებს აშინებთ. რა იგულისხმება მასში?
– ადამიანებს ხშირად უკვირთ, როგორ შეიძლება, საშინელი სამსჯავრო ერქვას, როდესაც ღმერთი სიყვარულია. კი, ღმერთი სიყვარულია. უკეთესი იქნებოდა, წმიდა მამებს რომ დაერქმიათ მისთვის „სიყვარულის სამსჯავრო“? ღმერთი ადამიანებს ეტყოდა: რაც იყო იყო, გაპატიებთ და ყველანი ჩემთან წამოდით სამოთხეშიო. ჯერ „საშინელი სამსჯავრო” ჰქვია და როგორ ვიქცევით და სიყვარული რომ ერქვას, როგორ მოვიქცეოდით?! ბევრი მწვალებელი ლიბერალების სახით ქადაგებს. ღმერთი ცოტა ხანი დასჯის ყველას, მაგრამ რადგან სიყვარულის ღმერთია, შემდეგ ყველას შეიწყალებს, აპატიებს. ეს არის საშინელი მწვალებლობა. უფალი გარკვევით ამბობს: როგორც მწყემსი განარჩევს ერთმანეთისგან ცხვრებს და თხებს, ასე გავარჩევ მეც ადამიანებსო. არც იმის გარჩევაა რთული, რომელია დღეს ქრისტიანი და რომელი – არა. უბრალოდ, ცუდად ესმის ყურს ის სიტყვები, ქრისტე რომ ეუბნება ადამიანებს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო სატანჯველში. როგორ შეიძლება, კაცმოთყვარე ღმერთმა ეს უთხრას ადამიანებს. ამიტომაც, ბევრი ვითომ მორწმუნე აცხადებს: ეს ყველაფერი გაზვიადებულია, ღმერთი მაინც მოგვიტევებს. თუ კარგად დაუკვრიდებით, სამსჯავროს კი არ ჰქვია საშინელი, ჩვენი ცხოვრებაა საშინელი. როცა სჩადიხართ ცოდვას, გახსოვდეთ მუდამ ქრისტეს სიტყვები, რომელიც გაიმეორეს სტეფანე პირველმოწამემ, ოლღა გურამიშვილმა – ილია მართლის მეუღლემ: „მიუტევეთ, არ იციან რას სჩადიან”. როცა ჩვენ ჩავდივართ ცოდვას, ღმერთი ამას ამბობს ჩვენზე: „მოგიტევებთ, რადგან არ იცით, რას აკეთებთ”.
– აქედან ხომ არ მოდის სიტყვები: არ ცოდნა არცოდვაოო?
– კი, აქედან მოდის სწორედ ეს სიტყვები. ადამიანმა თავის ჭკუაზე გადმოთარგმნა და ხშირად მეც მეუბნებიან: მამაო, არ ვიცოდი და ხომ არ მეთვლება ცოდვადო. თანამედროვე ქრისტიანებმა ხშირად იციან, რასაც აკეთებენ და მაინც სჩადიან ცოდვას, იმის იმედად, რომ შენდობის კვირა მოვა, მარხვა დაიწყება – მამაოსთან მივალ მოვინანიებ, ჩემი მამაო თბილია, მოსიყვარულე და მაპატიებსო. ასეთ ტყუილში ცხოვრობს ადამიანი და შეიძლება, ვერც კი მივიდეს მამაომდე, ისე წავიდეს ამქვეყნიდან. ალბათ, ძნელი არც არის, მივხვდეთ, რა არის საშინელი სამსჯავრო. შეხედეთ, ბოლო პერიოდში როგორ იქცევიან სასულიერო პირები, რა მდგომარეობაშია მრევლი  და მიხვდებით, რა არის საშინელი ცხოვრება. ამის მერეც როგორ ვერ ვხვდებით, რა არის საშინელი სამსჯავრო. სახარებას ან წმიდა მამათა სწავლებას არ ვკითხულობთ, თუნდაც ის სასულიერო პირები, ბოლო დროს პოლიტიკოსებს რომ ჩაენაცვლნენ. ერთმა ადამიანმა თქვა: მალე საპატრიარქოს ტელევიზია რეიტინგით სხვა ტელევიზიებზე მაღლა დადგება, ისეთი განცხადებებით გამოვლენ სასულიერო პირებიო. ფაქტია, დაიწყო, რადგან ეს უნდა ვიღაცას. სურთ, ეკლესია შიგნიდან დაანგრიონ. ამიტომ ვრცელდება სასულიერო პირების არაერთი სკანდალური განცხადება.
– როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი, ეკლესიის მრევლი?
– როდესაც ასეთ რამეს დაინახავთ, გადაშალეთ სახარება, იოანე ოქროპირისა და სხვა, დიდი წმიდა მამების სწავლებანი. როგორც კი ეკლესიაში რაიმე შფოთი წარმოიშობოდა, იოანე ოქროპირი თავისი სიბრძნით ქადაგებდა. მაგალითად, როდესაც მაცხოვარმა მოციქულები ნავში ჩასხა, თვითონ ჩაეძინა. ამ დროს კი ნავს ქარიშხალი ატორტმანებდა. მოციქულებს იმის მაგივრად, რომ ლოცვა დაეწყოთ, მიდიან ქრისტესთან და აღვიძებენ: ვიღუპებითო. ნაცნობი მდგომარეობაა დღესაც. როგორც კი პრობლემები გაჩნდა, მაშინვე დავიწყეთ: პატრიარქი როდის ჩამოვა, პატრიარქი რომ ჩამოვა, გვეშველებაო. რა შუაშია პატრიარქი? პატრიარქმა ჩამოაგდო ეს ქარიშხალი? უფალმა ჩამოაგდო ეს ქარიშხალი და ისვე მოაგვარებს. მაგრამ, ჩვენ ხომ მცირედმორწმუნეები ვართ. ქრისტეს კი არ სძინავს, პატრიარქს განა არ შეეძლო, გერმანიიდან ელოცა? რას უებნება გაღვიძებული ქრისტე მოციქულებს: რატომ დაეჭვდით, მცირედმორწმუნენოო. რამე ახალი ხდება დღეს? რატომ განიკითხავთ ყველას? ნურც მღვდელმთავრებს განიკითხავთ და ნურც იმ მღვდელს, რომელიც დაპატიმრებულია. ნუ უპასუხებთ ინტრიგანების კითხვებს: რა ხდება ეკლესიაში? ნუ გგონია, რომ ეკლესია პატრიარქების, მღვდელმთავრების, ან მღვდლებისაა. ეკლესია ყველა თქვენგანი ხართ. როცა ხდებოდა ღალატი მღვდელმთავრებისგან, მღვდლებისგან, ჭეშმარიტი მრევლი ბურჯივით იდგა ეკლესიაში და მათ პასუხს სთხოვდნენ, გვერდზე გაწევდნენ: თქვენ არ ხართ ჭეშმარიტი მღვდელმთავარიო. როდესაც მეტეხის ხიდზე ხატები დააბრძანეს, პირველი სასულიერო პირები მიდიოდნენ, ტიროდნენ: ჩვენ გამო მოხდა ეს, რომ არ ვიყავით კარგი სასულიერო პირები და ღმერთმა ამიტომაც დაუშვა ამხელა განსაცდელიო. ასე უნდა იყოს ახლაც: პირდაღებული კი არ უნდა უყუროთ ტელევიზიაში გამოჩენილ აბდა-უბდად მოსაუბრე სასულიერო პირებს, უნდა წაიკითხოთ სახარება, რას ამბობს იოანე ოქროპირი. თქვი: რომ ეს შფოთი ღმერთმა დაუშვა და თუ ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენ კარგად ვილოცებთ ყველაფერი დალაგდება. ვფიქრობ, ეს ღმერთმა ჩვენ გამოსაფხიზლებლად დაუშვა და უფრო მეტი ადამიანი მოვა ეკლესიაში. ეკლესია ადამიანებზე დგას და თქვენ არ უნდა დაუთმოთ ასპარეზი ეკლესიაში შფოთის ასატეხად შემოსულთ.
– რატომ მივიდნენ დღეს სასულიერო პირები ასეთ მდგომარეობამდე?
– თუ უფლის შიში არ გაქვს, სიყვარულიც არ გექნება. დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა არს. თუ სასულიერო პირი ხარ, ღვთის შიში გაქვს, ასეთ საშინელებებს აღარ იტყვი, გექნება სიყვარული და ამ მდგომარეობაში არ მიიყვან სამწყსოს. ეპისკოპოსს ან მაღალ იერარქს  არ აქვს უფლება, იქადაგოს იქ, სადაც პატრიარქის ეპარქიაა. ამას რომ არღვევ, უკვე შფოთი ჩნდება ეკლესიაში. მაგალითად, მე თუ უფლებას არ მომცემენ, ვერ  ვიქადაგებ ფოთში. ეპისკოპოსი სხვა ეპარქიაში რომ მიდიოდა, კვერთხის წაღების უფლებაც არ ჰქონდა. როცა შენ ამას აკეთებ, თავად გამოდიხარ დამნაშავე და ამას კიდევ ის დანაშაული ემატება, რომ ისედაც დამუხტულ საზოგადოებას, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, კიდევ უფრო მეტად ამძიმებ. ეს არის სულიერი შოუ, რომელიც დაიდგა მთავარი პრობლემების გადასაფარად. ყველაფერი ცუდად დამთავრდება, თუ დროზე არ ჩავახშეთ და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა. პოლიტიკური ბატალიები ყოველთვის მთავრდებოდა სკამების გადანაწილებით, მაგრამ როცა გაუჩნდათ პატრიარქის ტახზე დაჯდომის სურვილი, ეს იმხელა ამბიციაა, რომ ამას დიდი კატასტროფა მოჰყვება. ერთხელ პატრიარქმა ახალგაზრდა მღვდელმთავარს, რომელიც გარკვეული პოლიტიკოსების მიერ იყო აღტკინებული, უნდოდა პატრიარქობა, ხელი მოუთათუნა ლოყაზე და უთხრა: ვისაც პატრიარქობა უნდოდა, ყველა მიწაშია, შვილო, დღეს. დაფიქრდი, სულის ცხონებაზე იფიქრე, შენი მრევლის გადარჩენაზე და არა იმაზე, ხვალ გახდები თუ არა პატრიარქიო. ვისაც პატრიარქობა არ უნდა, ის გახდება პატრიარქი. უფალი ვისაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გამოარჩევს. დღეს რომ საქართველოში პატრიარქობა გინდება, ესე იგი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები გაქვს. ყველა დიდ მამას, მღვდელმთავარს არ უნდოდა ტიტულები, კათედრები, სულის ცხონება უნდოდათ. ზოგმა ყური მოიჭრა, ზოგმა ცხვირი, დაიმალნენ, რომ არ გამხდარიყვნენ პატრიარქები. დღეს კი, სამწუხაროდ, სხვა რამეს ვხედავთ. როგორც კი პატრიარქი ცუდად ხდება, მაშინვე იწყება ბაკქანალიები. მე არავის განვიკითხავ, მაგრამ, ვისაც ყური აქვს, ისმინოს და გაიგოს.

скачать dle 11.3