იყო და არა იყო რა #9
ანუ „მრეკეთ, მშვენიერო მარგალიტა“
მერე რა, რომ ოთხი მილიონიც ვერ ვართ, უკვე სამი ვიცე-პრემიერი გვყავს.
ეს სასიხარულო ამბავი, ანუ მესამე ვიცე-პრემიერის პოსტის დამატებისა და ამ პოსტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გამწესებისა, თვით პრემიერ-მინისტრმა მოგვახსენა (ეს პოსტი ჯერჯერობით ერთადერთია).
ნუ იტყვით და, ბ-ნ ჯეჯელავას დაეკისრება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინების ფუნქცია.
მომყავს ციტატა ბ-ნი კვირიკაშვილის განმარტებიდან: „ეს პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა. ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს. ასევე, ახალგაზრდობის მიმართულებით ისინი ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს.“
ჩვენ არ ვიცით, აწ უკვე მესამე ვიცე-პრემიერის რა კონკრეტული ინიციატივები იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა, ანუ აწ რა დამატებით „მარგალიტებს“ უნდა დაველოდოთ საზღაპრეთის დამწუნებლისგან (გნებავთ – საზღაპრეთს დაპატრონებულისგან), მაგრამ, თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ მესამე ვიცე-პრემიერის პოსტის შემოღებას იმსახურებდა, მზად ვარ, კომბალიც მდრუზონ! –