კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიხეილ ფერიაშვილი და გიორგი კვარაცხელია – წარმატებული, ახალგაზრდა ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ვისთვისაც გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს #8

ექიმებს, ორთოპედ-ტრავმატოლოგებს – მიხეილ ფერიაშვილსა და გიორგი კვარაცხელიას, თავიანთი განათლება და გამოცდილება აძლევთ იმის საშუალებას, რომ ყოველდღიურად არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალონ. მათთვის არ არსებობს ისეთი სირთულე, რასაც თავს აარიდებენ. მუდმივად ადევნებენ თვალს  მსოფლიოში მიმდინარე სამედიცინო მიღწევებს, რასაც შემდეგ, პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ. თავიანთი საქმიანობის შესახებ, უფრო დაწვრილებით, თავად მიხეილ ფერიაშვილი და გიორგი კვარაცხელია გვესაუბრნენ.
მიხეილ ფერიაშვილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრე. 2008 წელს ვიყავი რუსეთში, პოსტდიპლომური განათლების უწყვეტი კურსის მისაღებად, საიდანაც პოლიტიკური მდგომარეობის გამო, რამდენიმე თვეში, უკან წამოვედი და 2010 წელს, წავედი უკრაინაში, კერძოდ, შუპიკის სახელობის კიევის სამედიცინო აკადემიაში.  იქ დავამთავრე უწყვეტი პოსტდიპლომური განათლების ორწლიანი კურსი, კლინიკური ორდინატურა. 2012 წლიდან საქართველოში ვმოღვაწეობ და არაერთ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება მაქვს. ამჟამად თოდუას კლინიკაში ვარ ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მე და ჩემი კოლეგა – გიორგი კვარაცხელია ერთად ვმუშაობთ,  ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. დღის განმავლობაში ხშირად, რამდენიმე ოპერაციის გაკეთება გვიწევს. ყოველი კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს კი მე და გიორგი, თოდუას კლინიკაში პაციენტებს ვუწევთ უფასო კონსულტაციას.
– რა ტიპის ქირურგიული ჩარევები ხორციელდება თქვენს განყოფილებაში?
– ჩვენს განყოფილებაში ტარდება: მხრის სახსრის ენდოპროტეზირება, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება, მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება, ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციები. შეძენილი პათოლოგიები: ტერფმრუდობა, ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, მტევნის, ტერფის, ფალანგის დეფორმაცია, შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობები. კიდურის ძვლების ოსტეოსინთეზი, ინტრამედულური ოსტეოზინთეზი, კეროვანი ოსტეოსინთეზი, გარეგანი ფიქსატორებით ოსტეოსინთეზი, სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ართროსკოპია, დაუზუსტებელი პათოლოგიური კერის ბიოფსია, კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის ამოღება.
– რომელი რთული შემთხვევების გახსენება შეგიძლიათ, საიდანაც წარმატებით გამოსულხართ?
– არაერთი რთული შემთხვევა ყოფილა ჩემს პრაქტიკაში. ამიტომ, მიჭირს რომელიმე მათგანის გამოყოფა. ძალიან ხშირია, როცა ჩვენთან მოსვლამდე, პაციენტებს მოვლილი აქვთ არაერთი კლინიკა და მათი პრობლემის გადაჭრას სწორედ ჩვენ ვახერხებთ. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ავარიის შედეგად, ადამიანს დაემართა პოსტტრავმული კოკსართროზი, სახსარი მთლიანად იყო ჩაკეტილი. ჩვენამდე ბევრი ტრავმატოლოგი მოიარა და ბოლოს მოვიდა ჩვენთან. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერც კი ჯდებოდა, მხოლოდ წოლით ან ფეხზე მდგომ პოზიციაში ყოფნა შეეძლო. შევუცვალეთ სახსარი და გავუკეთეთ სახსრის ტოტალური პროთეზირება.  დღეს კარგად გრძნობს თავს, დადის საკუთარი ფეხით და ცხოვრობს სრულფასოვნად.
– უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი და მნიშვნელოვანია თუ არა ეს, თქვენი პროფესიოული განვითარებისთვის?
– მუდმივად გვაქვს კავშირი უცხოელ კოლეგებთან. ხდება სასარგებლო ინფორმაციების გაცვლა, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებაში არსებულ შემთხვევებს. ეს ჩვენს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი კვარაცხელია: მიხეილის მსგავსად, მეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და პოსტდიპლომური განათლება კიევში მივიღე. ორდინატურა კიევის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გავიარე, სადაც ისევ მიხეილთან ერთად მომიწია მუშაობა. გარდა ამისა, ვმუშაობდი კიევის სასწრაფო, გადაუდებელი მიღების კლინიკში, პოლიტრავმის განყოფილებაში. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი, თითქმის ყველა კლინიკაში ვიმუშავე. ამჟამად თოდუას კლინიკაში ვმოღვაწეობ.
– გვიამბეთ თქვენს პრაქტიკულ გამოცდილებაზე...
– საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს, ვიღებთ ნებისმიერი სახისა და სირთულის პაციენტს. რეალურად, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვახორციელებთ იმ უახლესი მიდგომებითა და მეთოდებით, რასაც მსოფლიო ტრავმატოლოგთა ასოციაცია გვაწვდის. ბევრი განსაკუთრებული შემთხვევა შემიძლია, გავიხსენო. ძალიან ხშირად ისეთ პაციენტებს ვუტარებთ  ქირურგიულ ოპერაციებს და ისეთ შემთხვევებს ვკიდებთ ხელს, რაც ბევრისთვის, ალბათ, თავის ატკიებაა. ისეთი ოპერაციები გვაქვს შესრულებული, სულ რაღაც, რამდენიმე წლის დანერგილი რომაა, მაგალითად, გერმანიაში, ავსტრიასა და მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებში. მთავარი არ არის, მხოლოდ ოპერაციის ტექნიკურად კარგად და სრულყოფილად შესრულება, საკმაოდ მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პერიოდიც. პაციენტის მართვას პოსტოპერაციულად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოპერაციის შემდგომაც ისინი, ასე ვთქვათ, მობმული არიან ჩვენზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. გვყავს პაციენტები, 60-70 წლის ასაკში რომ ვადგმევინებთ პირველ ნაბიჯებს.
– რა მნიშვნელობას ანიჭებთ გუნდს, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– გუნდს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტრავმატოლოგია და ორთოპედია არ არის ინდივიდუალური საქმიანობა. ამ საქმეში გუნდური მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ პროფესიულად კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ. მედიცინა არ არის მეცნიერება, სადაც ისაწავლი კონკრეტულ ფორმულას და მას ყველა სიტუაციას მოარგებ. მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ.

скачать dle 11.3