კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაამხნევა არჩილ გომიაშვილმა კოლეგა ცნობილი ფილმის გადაღებისას #8

ცნობილი ქართველი მსახიობი არჩილ გომიაშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა:
– ლეონიდ გაიდაი რომ „12 სკამს“ იღებდა, მაქსიმალურად ცდილობდა, „საბინაო სცენების“ გარდა, რომლებსაც ძირითადად, „მოსფილმის“ პავილიონებში ვიღებდით, ყველა დანარჩენი იმ ადგილებში გადაეღო, რომლებიც წიგნშია აღწერილი. ამგვარად, სცენა, რომელშიც გამწარებული, კბილებში ძეხვგაჩრილი მამა თევდორე (ფეოდორი) კავკასიონის ერთ-ერთ ციცაბო კლდის პლატოზე ადის და ვეღარ ჩამოდის, ორჯონიკიძესთან (ვლადიკავკაზი) ახლოს, ერთ-ერთ კლდეზე გადავიღეთ. ლეონიდ გაიდაიმ ერთი კლდე შეარჩია, რომელსაც რამდენიმე პლატო ჰქონდა და მიხაილ პუგოვკინს უთხრა: აი, იმ კლდის პირველ პლატოზე უნდა ახვიდე და თუ გინდა, კასკადიორს მოგახმარო. პუგოვკინმა კლდეს თვალი შეავლო, მზერით გაზომა და გაიდაის მიუგო:
– არ მინდა. სულ რაღაც ათიოდე მეტრია, თანაც ადვილი ასასვლელი. მე თვითონ, დუბლიორის გარეშე გავუმკლავდებიო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირველი დუბლი ჩამოჰკრეს და მოტორი ჩაირთო. პუგოვკინმა ძეხვი დაითრია და შეუბერა. მაგრამ ისეთ აზარტში იყო, პირველ პლატოსაც ასცდა, მეორესაც, მესამესაც და კლდის წვერზე, ოთხმოცდაათმეტრიან პლატოზე არ მოექცა? სხვათა შორის, ფილმში სწორედ ეს კადრია შესული, რომელიც იმავდროულად, ერთადერთიცაა. მიხაილ ივანოვიჩმა მწვერვალს რომ მიაღწია და ქვევით გადმოიხედა, ძალიან შეშინდა და ყვირილი ატეხა, – ჩამომიყვანეთო. სამწუხაროდ, იმ მომენტში, იქ არც ალპინისტები იმყოფებოდნენ ჩვენ დასაზღვევად და არც მეხანძრეები. პუგოვკინი კი ნელ-ნელა პანიკაში ვარდებოდა. უბედურება რომ არ მომხდარიყო, მისი გამხნევების გადაწყვეტილება მივიღე. მსახიობ სერგეი ფილიპოვს, რომელიც კისა ვორობიანინოვის როლს ასრულებდა ფილმში და არყის მოყვარული გახლდათ, ერთი ბოთლი არაყი ვესესხე. შემდეგ ნახევარლიტრიანი ჯიბეში ჩავიდე და კლდის მწვერვალზე შერჩენილი პუგოვკინისკენ დავიძარი. სხვათა შორის, მიხაილ ივანოვიჩიც პატივს სცემდა ამ კეთილშობილურ სითხეს და  მასთან რომ ავედი და არაყი „გავუჩითე“, მან ხელით ძეხვი დატეხა. შემდეგ ქაღალდის ჭიქებში არაყი ჩამოვასხით და კლდის მწვერვალზე სმას შევუდექით. სანამ მაშველები მოვიდნენ, მე და პუგოვკინმა ბოლომდე გამოვცალეთ ბოთლი და მიხაილ ივანოვიჩი ისე გაათამამა არაყმა, რომ შიში გაუქრა, თავისი ძალებით დაეშვა ძირს, თან მეუბნებოდა: – ხომ არ დაგეხმაროო. ჩემმა „გამხნევებამ“ დადებითად იმოქმედა კოლეგაზე და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩამოსვლა ბევრად უფრო გამიჭირდა, ვიდრე ასვლა და ასეთი რამ, აღარასდროს გამივლია თავში.

скачать dle 11.3