კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკა არაბიძის ანეკდოტები #8


გურულ ქალს გველი უკბენს. ათ წუთში ქალი გახედავს გველს და ჩაილაპარაკებს:
–  რაცხა დაგემართა, შენს თავს დააბრალე!
***
ბიჭმა, თბილისში ჩამოსულ, ლამაზ ხულოელ გოგოს გაუჩერა მანქანა და წაყვანა შესთვაზა. გოგო ჩაჯდა მანქანაში. ბიჭმა ვეღარ მოითმინდა და უთხრა:
–  გინდა, ორგაზმამდე მიგიყვანო?
–  არა, იყოს, ნაძალადევის მეტროსთან დამტოვე.
***
სვანი უყურებს „ჰარი პოტერს“ და... მეორე დღეს, ხრამში ცოცხით იპოვიან.
***
სვანთან მეზობლის ბავშვი მივიდა და ეუბნება:
– მაიზერა ბიძია, აგერ ქუდი ვიპოვე და შენი ხომ არაა?
– არა, ჩემი არ იქნება, ჩემი გუშინ დავკარგე!
***
ბიჭი მისდევს გოგოს:
–  გოგონი, გოგონი...
–  გისმენთ!
–  თქვენ დაგრჩათ ქოლგა ავტობუსში?
–  უი, კი, მე დამრჩა.
–  ჰოდა, მაშინ გაეკიდე ავტობუსს, ჯერ შორს არ წასულა.
***
– აუ, მარი ალკოჰოლი შეუდარებელ ქალად გაქცევს ხოლმე...
–  რას ბოდიალობ? საერთოდ არ დამილევია მე ალკოჰოლი!
–  შენ არა. მე დავლიე და თან, ბლომად.
***
– ხანდახან, ისე მაგრად მომინდება, დაგირეკო და გითხრა, როგორ მენატრები...
– მერე დამირეკე...
–  კი გირეკავ, მაგრამ ხმა მიშლის ხელს...
–  რა ხმა?
– „თქვენი ნომრის ანგარიშზე თანხა ამოწურულია!“
***
– ნუგზარია, ხომ არ დაგავიწყდა, ჩემი სამასი დოლარი ვალი რომ გმართებს?
– აჰ! რავა დამავიწყდება ეგ, ნოდარია? პირობას გაძლევ, სიკვდილამდე მემახსოვრება!
***
თუ მამაკაცმა მეტროში ადგილი დაგითმოთ და იქვე დადგა, ან თავაზიანია, ან უბრალოდ, კარგი მკერდი გაქვთ!

გიგა კუხიანიძის ანეკდოტები
ოჯახის დანგრევა არასდროს არის მარტო ქმრის ბრალი, დამნაშავე ორივეა.
–  ქმარიც და ცოლიც?
–  არა, ქმარიც და დედამთილიც!
***
გურიაში, კაცი ეძახის იქ მოსახლეს:
–  მასპინძელო, რკინიგზის სადგურთან აქედან მალე მივალ?
–  მეიცა, ძაღლს ავუშობ და კი...
***
–  სად დაიკარგე?
–  ბებიაჩემი მყავდა ექიმთან.
–  რა უთხრა?
–  რა და, დღეში 5 კილომეტრი უნდა იაროო.
–  მერე?
–  ორი კვირა გავიდა და წესით, სადღაც ხაშურთან უნდა იყოს.

скачать dle 11.3