კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის არ სჭირდება მამაკაცი მალიბუ ტუღუშს და როგორია მისი სექსუალური ორიენტაცია #8

მალიბუ ტუღუში მაყურებელმა „X ფაქტორიდან“ გაიცნო. მალიბუ დღემდე აგრძელებს აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას. მან ორი მუსიკალური კლიპი გადაიღო და ამჟამად მესამეზე მუშაობს. გარდა ამისა, უცხოეთიდანაც გარკვეული შემოთავაზებები აქვს.
მალიბუ: რამდენიმე დღის წინ მეორე კლიპის პრემიერა მქონდა და ახლა ვმუშაობ მესამე სიმღერის ვიდეორგოლზე, რომელიც „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევი ტურისთვის დავწერე. ყოველთვის, როცა რაიმე უცხოს ვმღერი, ის ყოველთვის არის ჩემი. ვერ ვეგუები სხვის სიმღერას. ალბათ, ყველა შემოქმედისთვის, მუსიკოსისთვის ეს მიუღებელია, რადგან სხვისი სიმღერით ვერ გადმოსცემ იმას, რისი თქმაც გინდა.
– როგორი იქნება მესამე კლიპი? ისიც გამოიწვევს ხმაურს?
– გადავწყვიტე, მეორე კლიპი მინიმალისტური ყოფილიყო, რადგან მე თვითონ მიყვარს მინიმალიზმი. თან პირველი კლიპის შემდეგ, არც იყო საჭირო კიდევ ისეთი რამ გამეკეთებინა: ვა, კიდევ? გეყო, რა! მეორე კლიპი მარტივად გადავაგორე და ახლა მესამეზე ვმუშაობ, რომელიც ასეთი მარტივი არ იქნება, თუნდაც ტექსტიდან გამომდინარე. სიმღერა თვითონ ამბობს: ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ერთხელ, არ გვაქვს მეორე შანსი და არ უნდა ვუსმინოთ სხვის წესებს. უნდა გვქონდეს ჩვენი წესები.
– როგორია მალიბუს ცხოვრების წესები?
– ჩემი წესია: ყველაფერს გავაკეთებ, რაც მინდა და ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ. ადრე ბევრისთვის მომისმენია, მაგრამ არაფერი მომიგია, პირიქით, წამიგია. როცა პატარა ვიყავი, რაც უნდა მეთქვა, არავინ მომისმენდა. კი ვაჯაზებდი, ჩემსას ვამბობდი, მაგრამ არავინ მისმენდა. დედა იმასაც მეუბნებოდა: პატარა რომ იყავი, პროტესტი გქონდა, თვითონ უნდა ჩაგეცვა, მე არ უნდა ჩამეცმიაო. თავისუფლება მიყვარს, მაგრამ თავისუფლებაში არ ვგულისხმობ იმას, რომ წავიდე და გავერთო, სულიერ თავისუფლებას ვგულისხმობ. ვთქვა ჩემი სიტყვა და აზრი ისე, რომ არავინ მომიბრუნდეს; თუნდაც ზურგი არ მაქციოს იმის გამო, რასაც ვამბობ. ასე უნდა ფიქრობდეს ნებისმიერი ადამიანი, რადგან თუ ყველანი შევძლებთ იმას, რომ ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ, ალბათ, უკეთესობისკენ წავალთ. სანამ ხალხს მოვუსმენთ, ბრბო კი ისევ ერთმანეთს მოუსმენს, ერთ ადგილსაც ვეღარ გავჩერდებით – წინ კი არა, უკან წავალთ.
– როდესაც დაიწყე ღიად იმის თქმა რასაც ფიქრობდი, როგორი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას?
– პირველად ჩემი აზრი 13 წლის ასაკში გამოვთქვი – უნდა წავიდე, მუშაობა დავიწყო-მეთქი. დედა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა რამის თქმას. ახლა კი მივედით იმ აზრამდე, რომ დედა ეუბნება სხვებს: გაჩუმდით, მას ასე უნდა და ასეა საჭიროო. დედა რომ ასე არ ფიქრობდეს, ალბათ, ბევრი რამისგან შევიკავებდი თავს. დედა ჩემთვის ნომერ პირველი ქალია, თუნდაც მისი ცხოვრებიდან გამომდინარე. არაფერი მიღირს იმად, რომ მისი მოღუშული სახე ვნახო. ახლაც ბევრ რამეში ვიკავებ თავს დედასთან მიმართებაში. არ ვარ ისეთი, ვინც ცდილობს, ჭორებით მოიპოვოს პოპულარობა. მინდა, ჩემი შემოქმედებით გავხდე პოპულარული. 13 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა. ახლა რომ ვუყურებ, მართლა საშიში იყო. ბათუმის ცენტრში ვიდექი, სულ ბიჭები რომ დგანან, თან, ქუჩის ბიჭები. ჩემს ნათესავებს ეშინოდათ, დედაც მთხოვდა, არ გინდაო. მაგრამ პირველი ხელფასი რომ მივიტანე სახლში, მიხვდა: მინდოდა. დედას რომ ვხედავდი, როგორ მუშაობდა, მე მინდოდა და შემეძლო, მას დავხმარებოდი. 300 ლარი მქონდა ხელფასი, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგი ფული იყო მაშინ.
– იყო მომენტი, როდესაც ყველაზე მეტად გიჭირდა სულიერად?
– ჩემთვის ყველაზე რთული იყო, როცა ჩემი სიმღერების შექმნა დავიწყე. სცენისკენ მივიწევდი და მითხრეს ასეთი რამ: მამაშენი ცოცხალი რომ იყოს, ისე ცხოვრობ, თავიდან მოკვდებოდაო. თან, ისეთმა ადამიანმა მითხრა, ვინც ჩემი ოჯახის წევრია. ეს იყო დარტყმა. მე ვიცი, საკუთარი თავის ფასი.  ვიცი, ვინ ვარ და ისიც ვიცი, რომ მამა ჩემით ძალიან იამაყებდა. ერთადერთი, რის გამოც ცუდად გავხდი ის იყო, რომ მამას არ ვიცნობდი. ერთი წლის ვიყავი, ის რომ გარდაიცვალა. მე რომ მცოდნოდა მამა როგორი ადამიანი იყო, რა შეხედულებები ჰქონდა, ალბათ, იმ ადამიანს პასუხსაც გავცემდი. თან, ისიც დააყოლა: მამაშენს შენზე კარგად ვიცნობდიო. მაგრამ, ვუთხარი: ვნახოთ, რა იქნება-მეთქი. ყველასთან ვამბობ ერთ ფრაზას: სანამ მე რამეს მეტყვით, საკუთარ შვილებს შეხედეთ – ვინ რას აკეთებს.
– როგორც ვიცი, ადრე გალობდი.
– ჩემი დეიდა, მაია ჟღენტი, რომელიც ბავშვობიდან ჩემი ვოკალის პედაგოგია და მისა და – სოფა, ბათუმში პატარა ეკლესიაში გალობდნენ. პატარა რომ ვიყავი, წამიყვანეს, ჩემთვის ვღიღინებდი. მერე სამ ხმაში ვგალობდით. მეცხრე კლასამდე სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი. იქ იყო მგალობელთა ჯგუფი და ვგალობდით ეკლესიაში. ძალიან მომწონდა ეს საქმე. ბევრი ბავშვი იყო, მეგობრული სიტუაცია. მაგრამ, ერთხელაც მასწავლებელმა მითხრა: ტრაქტორის ხმა გაქვს, აღარ გაგალობებო. წამოვედი. ერთი კვირის მერე მითხრა: დაბრუნდიო. თანხას ვერ გადავიხდი-მეთქი. არა უშავს, იარეო, მაგრამ, აღარ მივედი. შემდეგ უკვე გადავერთე მუსიკაზე. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვგალობ და ეს ძალიან მსიამოვნებს.
– ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, რომ ყოველთვის ბიჭები მომწონდა, მაგრამ შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძო და ქალთან ვიყოო. რას გულისხმობდი?
– მე მომწონს ბიჭები. გუშინ რომ გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ დამირეკავდი. ასევე, არ ვიცი ის, რომ ხვალ შეიძლება, გავიდე და მანქანამ დამარტყას. ამიტომაც ვამბობ, არ ვიცი, ერთ დღეს რომ გავიღვიძებ ქალთან ვიქნები თუ არა. მე შემიძლია, ვაკონტროლო, ვინ შემიყვარდება? თუნდაც, მამაკაცის შემთხვევაში. რომ შეგეძლოს იმის გაკონტროლება, ვინ შეგიყვარდეს და ვინ არა, დღეს საქართველოში 90 პროცენტი ბედნიერი იქნებოდა და სახლში არ იჯდებოდა, იმიტომ, რომ მამაკაცს ასე სურს. დღეს ნამდვილად ბიჭები მომწონს და ადამიანებმა, ბრბომ მიიღო ისე, რომ მე ლესბოსელი ვარ, ეს დიდი აბსურდია. ჩემი ყოფილი ბოიფრენდები ამას რომ გაიგებდნენ, ბევრს იცინებდნენ. გამოდის ისე, რომ მე მათ ვატყუებდი. იცით, ბიჭებო, მე თქვენ გატყუებდით. ერთადერთი, რაც შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, ის არის, რომ ყოველთვის დავიცავ სექსუალურ უმცირესობებს, რადგან ეს ჩემთვის ყველაფრის გარეშეა მისაღები. მე გეისა და ნატურალს ერთმანეთისგან არ გავარჩევ, რადგან ისინი ერთნაირები არიან და საბოლოოდ, ყველა ჩონჩხი ვართ. მე როგორც ბიჭი მიყვარს, ისე უყვარს ვიღაც გოგოს გოგო, რა განსხვავებაა ამაში?! სიყვარული ერთადერთია. მთავარია, ერთმანეთი არ შეაწუხონ და რა ხდება ჩემს პირადში, ეს არავის გასარჩევი არ არის.
– გოგო მოგწონებია?
– ჯერჯერობით არ მომწონებია, მაგრამ თუ მომეწონება, პირდაპირ ვიტყვი.
– რა ხდება პირადში?
– არაფერი და არც მჭირდება, რადგან მყავს ისეთი ადამიანები, გვერდში რომ მიდგანან. ისინი ხელს არ შემიშლიან, რომ მყავდეს, რადგან ყოველთვის ვიცი, როგორ უნდა დავიჭირო ზღვარი სიყვარულსა და კარიერას შორის. ვიცი, რომ მას თავისუფალი სიტყვის უფლება უნდა ჰქონდეს; არ ჩაიკეტოს და შეეძლოს, საკუთარი აზრი გამოთქვას ისე, რომ არ შეეშინდეს. მე თუ მომიბრუნდება და მეტყვის: რატომ ამბობ ამასო, იმ წამსვე ვეტყვი ნახვამდის-მეთქი.
– როგორ გესმის გენდერული თანასწორობა?
– მამაკაცი არ მჭირდება იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიო და პიროვნულად ჩამომაყალიბოს. მამაკაცი ამას ვერ შეძლებს, რადგან ყველანი ქალის შექმნილები ვართ. რომ არა ქალი, კაციც არ იქნებოდა. ძალიან მომეწონა, რომ ამერიკაში ჰილარი კლინტონი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და ბედნიერი ვიქნები, თუ საქართველოში ქალს ისე დააფასებენ, როგორც ეკუთვნის. ბოლოს და ბოლოს, დედაა. ბოლო პერიოდში ბევრს ესმის, მაგრამ ვერ მოვიშორეთ „ღრუზინი“ კაცები: მე ვარ კაცი. თუ შენ ხარ კაცი და მამაკაცი, მაშინ შვილსაც შენ მოუარე, საჭმელიც შენ გააკეთე, ყველაფერი, ქალი დაჯდება და დაისვენებს. მაშინ თქვი, რომ მამაკაცი ხარ და არა მაშინ, როცა ქალი მთელი დღე რაღაცას აკეთებს და შენ, ღიპიანი, ზიხარ და ლუდს სვამ. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ორივეს ჰქონდეს თანაბარი უფლებები. ქალი, კაცი – რა მნიშვნელობა აქვს, ყველანი ერთნი ვართ.

скачать dle 11.3