კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაარქვა გურამიკო ლომიძემ ბავშვს სიდედრის სახელი და რა თემაზე არ უკამათიათ მას და ივანა მელაის #8

„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი, გურამიკო ლომიძე მესამე შვილის მამა გახდა. მომღერალმა  მესამედ შექმნა ოჯახი  და თავის ბედი, უკრაინელ მომღერალს, ივანა მელაის დაუკავშირა. წყვილი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მართალია, თავიდან   „ლავ სთორის“ რაღაც  პერიოდი მალავდნენ და ცდილობდნენ, საზოგადოებას ყურადღება არ მიექცია ამ საკითხისთვის, თუმცა, მოვლენები სწრაფად განვითარდა და ამერიკაში მათ იქორწინეს. 2 დეკემბერს კი გოგონა შეეძინათ, რომელსაც ელისაბეტ-ნატალია დაარქვეს. გურამიკოს, გარდა ელისაბეტისა, კიდევ ორი ბიჭი ჰყავს. პირველი – ხატია შამუგიასთან ქორწინებიდან, მეორე კი - ამერიკელი მეუღლისგან. როგორც მან თქვა, ბიჭები ერთმანეთს არ იცნობენ. თუმცა, მომღერალი ამ საკითხის მოგვარებას მალე აპირებს. გურამიკომ მისი და ივანას ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ გვიამბო, რომელსაც სტატიიდან შეიტყობთ.
– როგორ შეაჯამებთ 2016 წელს? ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი, საუკეთესო წელი იყო, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა...
– 2016 წელი ბედნიერების, სიურპრიზებისა და მოულოდნელობის წელი იყო. შეგვეძინა ულამაზესი და უსაყვარლესი, ნანატრი ქალიშვილი. ამ წელს ბევრი კარგი ისტორია უკავშირება, ბევრი კარგი ამბავი. ნამდვილად გამორჩეული და მნიშვნელოვანი წელი  იყო, როგორც ჩემთვის, ასევე ივანკასთვისაც. რაც შეეხება ახალ, 2017 წელს, ნათესავების წრეში შევხვდით, ახალი იმედებით, მიზნებითა და სურვილებით. ერთი კარგადაც ვიქეიფეთ (იცინის).
– როგორ მიდის თქვენი საქმიანობა ამერიკაში? ამჯერად რით ხართ დაკავებულები?
–  ჩვენი საქმიანობა ამერიკაში კარგად მიდის. ახალ წლამდე თითქმის ყოველ შაბათს გვქონდა შოუ-კონცერტები. მეც და ივანკაც სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობდით. ამ ეტაპზე კი ბავშვის მოვლით ვართ დაკავებულები. არც ჩემს ბიზნესს ვუჩივი, ნელ-ნელა ვვითარდები. ახალ პრეზიდენტთან ერთად, სწრაფი განვითარების იმედი მაქვს.
– როგორ ჩაიარა ივანას ფეხმძიმობამ და მშობიარობამ? გართულებები ხომ არ ყოფილა?
– ივანკას საკმაოდ კარგი და მარტივი ორსულობა ჰქონდა. არანაირი გართულება არ ჰქონია, ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– პატარას ელიზაბეტ-ნატალია დაარქვით. რომელმა შეურჩიეთ სახელი?
– ელიზაბეტ-ნატალი მე შევარჩიე და ივანკასაც ძალიან მოეწონა. როგორც კი ბავშვის სქესი გავიგეთ, მაშინვე მომივიდა ეს სახელი თავში. ორივეს მოგვეწონა და საერთოდ არ გვიკამათია ამ თემაზე. ხომ არის შემთხვევა, როცა ბავშვის სახელზე მშობლები მთელი ცხრა თვე კამათობენ. ჩვენ უცებ და მარტივად შევჯერდით (იცინის). თან, ამერიკაში ორი სახელი მიღებულია. ელიზაბეტიც ძალიან მომწონს და ნატალიაც. თან, ნატალია ივანკას დედას ჰქვია. ამიტომ, მხოლოდ ერთზე ვერ გავაკეთეთ არჩევანი და ორივე დავარქვით.
– ეხმარები ივანას ელიზაბეტის მოვლაში?
– ჩვენი გოგონა საკმაოდ წყნარი ბავშვია, თუ მშიერი არ არის, ან რაიმე არ აწუხებს, წყნარადაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თვეებისაა, საკმაოდ დიდი და ჩამოყალიბებული ბავშვია,  ყველაფერს ადვილად ითვისებს. მის აღზრდაში დედაჩემი გვეხმარება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თქვენი ჟურნალის მეშვეობით. მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა.
– მესამე შვილის მამა გახდი. უფროსები ბიჭები არიან, ქალიშვილის მამობა, როგორი შეგრძნებაა?
– დიახ, მესამე სიხარულია ჩვენი გოგო. ძალიან მინდოდა, ქალიშვილი მყოლოდა და შემეძინა კიდეც. უღრმესი მადლობა ივანკას ამისთვის. ორი ბიჭის მამა ვარ და ორივე უზომოდ მიყვარს, განსაკუთრებით, უფროსი – ნიკა. ის უკვე ძმაკაცივითაა ჩემთვის. გოგო მაინც სულ სხვანაირი სიყვარულია – ნაზი და სათუთი. ვერანაირად შევადარებ ერთმანეთს, ისეთი სითბო და სიტკბო მოდის მისგან. უზომოდ ბედნიერი ვარ.
– ჯერ ბავშვი პატარაა, მაგრამ რომელს უფრო გამსგავსებენ? როგორ შეაფასებ ივანას, როგორც დედას?
– ივანკა ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა, პატარა რამეც კი არ გამოეპარება. მაინც დედობრივი ინსტინქტი სულ სხვაა. ელიზაბეტი ორივეს გვგავს, მაგრამ ჩემის აზრით, დედას უფრო.
– ლიმი და ნიკუშა იცნობენ ერთმანეთს? ლიმი მაინც ახლოსაა შენთან, ერთ ქვეყანაში ცხოვრობთ. ახლა კი უკვე ელიზაბეტიც. ნიკუშას წაყვანასაც ხომ არ აპირებ?
– ლიმი და ნიკუშა ერთმანეთს პირადად არ იცნობებ, მაგრამ მალე გაიცნობენ. ამ დრომდე მათი შეხვედრა ვერ მოხერხდა. აუცილებლად ვგეგმავ ნიკუშას წამოყვანას მომავალ წელს. აქ მეყოლება, ჩემთან, ჩემ გვერდით.
– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავთ?
– საქართველოში სულ ცოტა ხანში ვაპირებთ ჩამოსვლას. ზუსტ თარიღს არ ვიტყვი, მაგრამ მალე ჩამოვალთ.

скачать dle 11.3