კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ქმარმა ჩემს ხარჯზე საკუთარი ბედნიერება მოიწყო

ნანა, 46 წლის.


ინტიმური საუბრები


საკმაოდ გვიან გავთხოვდი. ამიტომ, სიყვარულზე არც კი მიფიქრია. უბრალოდ, მინდოდა გვერდით მყოლოდა ადამიანი, ვინც ჩემზე იზრუნებდა. კახა ჩემზე ათი წლით უმცროსია და მხოლოდ ამის გამო ვიკავებდი თავს მის ცოლობაზე. თუმცა, თვითონ გაიგიჟა თავი, ეს რა პრობლემაა, მე მიყვარხარ და რატომ აქცევ ყურადღებას ასაკს ან იმას, ვინ რას იტყვის, მთავარია, მე და შენ ვგრძნობდეთ თავს კარგადო. მოკლედ, დიდი ფიქრის შემდეგ, მოვაწერეთ ხელი, დავიწერეთ ჯვარი და  გავყევი ცოლად. პირველ თვეებში, მართლა უბედნიერესი ქალი ვიყავი. ვნანობდი იმ დაკარგულ დღეებს, რაც კახამდე ვიცხოვრე. თუმცა, ზუსტად, რვა თვის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ შეცდომა დავუშვი. კახა რაიონიდანაა და თბილისში, ჩემს ბინაში მოვიყვანე საცხოვრებლად. მერე მისი და ჩამოვიდა სტუმრად და დარჩა. მერე, დედამისი გახდა ავად და ისიც, ჩემთან ჩასახლდა. რასაკვირველია, ხმა არ ამომიღია. ვფიქრობდი, ჩემი ქმრის ხათრით, ავიტან ამასაც-მეთქი. მაგრამ, ბოლოს, რომ მივხვდი, საკუთარ სახლში თავად ვიყავი სტუმარი, ხმა ამოვიღე და კახასთან საყვედური ვთქვი. მეჩხუბა და ხელიც კი გამარტყა. მითხრა, იმიტომ მოგიყვანე ჩემზე დიდი ცოლად, რომ ბინა გქონდა თბილისში, თორემ შენი თვალები კი არ მომწონებიაო. ენა ჩამივარდა და ვერაფერი ვუპასუხე. რას წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღესაც ასეთ რამეს მეტყოდა. მანამდე, თითქოს ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ამბობდა, ქონება და ცხოვრება არ მაინტერესებს შენი, ოღონდ ჩემს გვერდით მყავდეო. მპირდებოდა, სხვას არ შევხედავ, შენ ხარ ჩემი ქალღმერთიო. დედამისს ისიც კი წამოსცდა, კახას ერთი გოგო უყვარდა, მაგრამ ბინა არ ჰქონდა თბილისში ცალკე, ეს კიდევ სიდედრ-სიმამრთან არ იცხოვრებდა. ამიტომ, დაშორდა, თორემ, ისეთი კარგი გოგო იყო, ლამაზი და ახალგაზრდა, ნეტავ, ის მოეყვანა ცოლადო. ეს კიდევ არაფერი. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ჩემი ქმარი ჩემს მეზობელ პატარა გოგონებს ეკურკურება – ხან ყავაზე პატიჟებს, ხან ჩამოუდგება და საათობით ელაპარაკება. მე კი, ვერც კი მამჩნევს. არასდროს ინტერესდება, სად მივდივარ, რა მაცვია, რა მტკივა ან მიხარია. ჩემი მანქანა სულ მას ჰყავს და დადის აღმა-დაღმა. მეზობელმა ქალმა მითხრა, დავინახეთ, პატარა, ლამაზი გოგონა ეჯდა გვერდით და ისე ესაუბრებოდა, როგორც შეყვარებულსო. მეტკინა გული, ვიტირე, განვიცადე... მაგრამ რომ ვუთხარი, გაეცინა: კარგი რა, ამ ჭორიკანა ქალებს როდემდე უნდა უსმინო. მე დამიჯერე და მენდე, თუ არა და როგორც გინდა ისე იფიქრე, არ არის პრობლემაო. ფაქტია, საკუთარი ბედნიერება მოიწყო ჩემმა ქმარმა და სულ არ აინტერესებს, მე რას განვიცდი. ზოგჯერ ვფიქრობ, ჩავულაგო ნივთები და ჩემი სახლიდან გავაგდო, მაგრამ ნათესავებისა და ახლობლების მრცხვენია. არ იტყვიან, ამხელა ქალი ძლივს გათხოვდი, იგიჟებდი თავს, კარგი ბიჭია და ასე მალე რამ შეცვალაო. მოკლედ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო, დავიბენი და საკუთარ თავში ჩავიკეტე.
ნანა, 46 წლის.

скачать dle 11.3