კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ამბობენ ფერები #8

ფერებს სიმბოლური მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა. ყველა შემოქმედ ძალას თავისი ფერი აქვს.
თანამედროვე სამყაროში ადამიანები ფერებს ვიბრაციების მიხედვით არჩევენ. ზოგიერთი მათგანი აღაგზნებს, ზოგი – ამშვიდებს. არსებობს თბილი და ცივი ფერები.
ფერები დიდი ხანია, უკვე აქტიურად გამოიყენება ფსიქოანალიზში.  ყველა თანხმდება ერთზე: ფერები ბევრს ამბობენ ჩვენზე. ფერები და ჩრდილები ჩვენს ხასიათს ირეკლავს.
ეს კონკრეტული ტესტი ჩვენს სასიყვარულო მდგომარეობას განსაზღვრავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრების ამ ეტაპზე. სპონტანურად აირჩიეთ ერთ-ერთი ფერი, რომელთანაც განსაკუთრებულ კავშირს გრძნობთ ამჟამად.
1. იასამნისფერი
ეს ფერი აბსოლუტური, იდეალისტური, რომანტიკული სიყვარულის ფერია, რომელსაც თქვენ მთელი სხეულითა და სულით ეძლევით. როცა გიყვართ, თქვენი შეჩერება ვერაფერს ძალუძს.  გირჩევნიათ, მარტო იყოთ, ვიდრე მასთან გააბათ რომანი, ვინც არ გაინტერესებთ.
გჭირდებათ: მონათესავე სული, რომელიც აბსოლუტური სიყვარულისკენ ისწრაფვის.
2. წითელი
ეს ფერი დედამიწის სიმბოლოა. გინდათ, რომ საჭიროდ გრძნობდეთ თავს. დედობრივად ზრუნავთ პარტნიორზე და თქვენი კავშირიც ყოველდღე უფრო და უფრო მყარი ხდება. ცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შექმნათ მისთვის, მხარში დაუდგეთ, დაამშვიდოთ. თქვენი სახლი თავშესაფარია. თქვენ ხართ პარტნიორის ნავსაყუდელი.
გჭირდებათ: ის, ვინც თქვენს მზრუნველ ბუნებას დააფასებს; ის, ვისაც მყარი კავშირებისა და ოჯახის შექმნის მოთხოვნილება ექნება.
3. ყვითელი
ეს ცეცხლსაშიში, ფეთქებადი ემოციების ფერია. თქვენთვის სიყვარული საწვავია, რომელმაც ენერგიითა და ენთუზიაზმით უნდა აგავსოთ. ნებისმიერ ურთიერთობაში, ხანმოკლე რომანებით დაწყებული, ხანგრძლივი სიყვარულით დამთავრებული, იმპულსურობით გამოირჩევით. არ იცით ზომა, ჩარჩოები, გიყვართ უსაზღვროდ, მაგრამ დრამების გარეშე.
გჭირდებათ: ძალიან ენერგიული ადამიანი – ვულკანი, რომელსაც თქვენ გააღვიძიებთ. მას უნდა მოსწონდეს აქტიურობა, თავგადასავლები, დღესასწაულები, გაურბოდეს რუტინას და არ უნდა იყოს მიდრეკილი სიტუაციიის გართულებისკენ.
4. მწვანე
ეს ღრმა, ნაზი და უანგარო სიყვარულის ფერია. თქვენ ყველაფერს გასცემთ, ყველაფერს უზიარებთ პარტნიორს. როცა გიყვართ, მთლიანად თავს უძღვნით ამ სიყვარულს. მყარი, მიმნდობი და საიმედო ადამიანი ხართ, რომელიც მოტივირებულია, პარტნიორში უფრო მეტად დადებითი მხარეები დაინახოს და საკუთარი თავი უანგაროდ მისცეს მას. მუდამ მზად ხართ დახმარებისთვის და ფიქრობთ, რომ შეყვარებულები საუკეთესო მეგობრებიც უნდა იყვნენ.
გჭირდებათ: სენტიმენტალური,  იდეალისტი ადამიანი, ვისთვისაც სიყვარული არის მიზანი, რომლისკენაც უნდა ილტვოდეს. ის, ვისთანაც ბოლომდე გაიხსნებით და არ გექნებათ იმის შიში, რომ გატკენს ან განგსჯის.
5. ლურჯი
ძალიან მგრძნობიარე ხართ და გჯერათ იმის, რასაც გრძნობთ.  ძალიან ორიგინალურად გამოხატავთ სიყვარულს. სიყვარული თქვენთვის შთაგონებაა, ფრთებია, რომელმაც შეიძლება, ღრუბლებშიც აგიტაცოთ, ბურუსშიც გაგხვიოთ, თუმცა ურთიერთობები გარკვეული მოგწონთ.
გჭირდებათ: სპონტანური, მგრძნობიარე ადამიანი, ვინც თქვენი ორიგინალურობით მოიხიბლება და შეეძლება, საკუთარი ჩვევებისა და წარმოდგენების საზღვარი გააფართოოს და ემოციურ კავშირზე გამოვიდეს.
6. ცისფერი
ეს ძალიან ფემინური სიყვარულის ფერია – მნიშვნელობა არა აქვს, ქალი ხართ თუ მამაკაცი. მგრძნობიარე ხართ, გაქვთ უდიდესი თანაგრძნობის უნარი. ძალიან კარგად იგებთ, რას გრძნობენ სხვები. თეთრ, ნათელ ენერგიას ასხივებთ, რომელიც ამშვიდებს და ხიბლავს.
გჭირდებათ: მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი და იმავდროულად, მენტალურად ძალიან მომწიფებული ადამიანი, რომელიც გაიგებს და მიიღებს თქვენს ქალურ საწყისს. მას ბოლომდე უნდა ენდობოდეთ, ურთიერთობა კი უნდა იყოს მარტივი და ცოცხალი.

скачать dle 11.3