კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს #8

დაზიანებული ფრჩხილები ადვილად აღდგება, თუ სწორად მოუვლით. საკმარისია, ორგანიზმს სათანადო ოდენობით მიაწოდოთ ვიტამინები. მაგრამ, თავდაპირველად უნდა გაარკვიოთ, რომელი ვიტამინები და მინერალები კვებავს ფრჩხილის ფირფიტას და რომლის დეფიციტი აავადებს ფრჩხილებს.
* A ვიტამინი ასტიმულირებს ფრჩხილების ზრდას, უნარჩუნებს მას ჯანსაღ სტრუქტურას და რელიეფს. ამ ვიტამინს შეიცავს ბულგარული წიწაკა, სტაფილო, გოგრა. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ A ვიტამინი არ შეიწოვება ცხიმებისა და ცხოველური ცილების გარეშე. მისი მიღების პარალელურად რაციონში უნდა შეიტანოთ ცხიმიანი პროდუქტები, მაგალითად, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, ხორცი, ღვიძლი.
* E ვიტამინი იდეალურად ეწყობა A ვიტამინს, რადგან მასავით ცხიმში ხსნადია. ის აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის ელასტიკურობისა და აქტიური ზრდისთვის. E ვიტამინით მდიდარია ნიგოზი, კვერცხი, პარკოსნები, მარცვლოვნები და მცენარეული ზეთი.
* B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობა ფრჩხილზე ღარების, თეთრი ლაქებისა და ნახეთქების გაჩენას იწვევს. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის ყველა ვიტამინი: B1, B2, B3, B5 - მათში სხვადასხვა კონცენტრაციითაა სასარგებლო ნივთიერებები. B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს ორგანიზმში სითხის ბალანსს და აქტიურად აკავშირებს კერატინის ქერცლს, რომლისგანაც შედგება ფრჩხილი, ანოტივებს მას და ამაგრებს. ყველაზე მეტ B ვიტამინს შეიცავს ღერღილი მარცვლეულის პური, ნიგოზი, პომიდორი, საფუარი და ბარდა.
* C ვიტამინი არა მარტო ზოგად, არამედ ადგილობრივ იმუნიტეტსაც ამაღლებს. ფრჩხილებს ის სიმაგრესა და ელასტიკურობას მატებს და სოკოსგან იცავს. ამ ვიტამინის უკმარისობის დროს ფრჩხილის ფირფიტა თხელდება და ტყდება. C ვიტამინი აუმჯობესებს A და E ვიტამინების შეწოვას. მას დიდი ოდენობით შეიცავს ასკილი და ქაცვი. შედარებით ნაკლებია ციტრუსებში.
* D ვიტამინიც აუცილებელია ფრჩხილებისთვის, რადგან სწორედ მისი დახმარებით შეიწოვება კალციუმი, რომელიც ფრჩხილების სიმაგრეზეა პასუხისმგებელი. D ვიტამინის აუცილებელი ულუფის მისაღებად საკმარისია, დღეში ნახევარი საათით მზეზე სეირნობა - ორგანიზმი თავად ასინთეზებს ამ ვიტამინს. მარაგი შეიძლება  შეივსოთ ზღვის თევზით, კვერცხით, ყველით.
* H ვიტამინი ანუ ბიოტინი, უზრუნველყოფს ფრჩხილის საშენი მასალის, კერატინის, მაღალ ხარისხს. ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, ბიოტინის მცირე უკმარისობასაც კი შეუძლია. H ვიტამინის ძირითადი წყაროა ქათმის კვერცხის გული, სოკო, ნიგოზი, სუბპროდუქტები.
ყველა ამ ვიტამინის მიღება საკვებიდანაც შეიძლება, მაგრამ თუ ვერ ხერხდება რაციონში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა, თქვენს განკარგულებაშია მზა ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. არსებობს საგანგებო კომპლექსები ფრჩხილებისთვის. მათ შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად, შედის ფრჩხილისთვის სასარგებლო ისეთი მინერალებიც, როგორიცაა: სელენი, ფოსფორი, რკინა, ნიკოტინის მჟავა და ფტორი.

აბაზანები და ნიღბები ფრჩხილებისთვის
ფრჩხილების გამაგრებას ხელს უწყობს სამკურნალო აბაზანები, რომლებიც ფრჩხილის ფირფიტას სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს. ასევე, ეფექტურია ხელებისა და ფრჩხილებისთვის განკუთვნილი ნიღბებიც. მათი გაკეთება შეიძლება სახლის პირობებშიც.

ლიმონის აბაზანა
1 სადილის კოვზ ზღვის მარილს, დაუმატეთ 5 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი, 1 ლიმონის წვენი და 10 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი. ეს ყველაფერი გახსენით 500 მილილიტრ თბილ წყალში და 20 წუთით ჩაყავით ხელები. შემდეგ, გადაივლეთ სუფთა წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით ცხიმიანი კრემი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში.

იოდის აბაზანა
500 მილილიტრ თბილ წყალში, გახსენით 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი, 5-7 წვეთი იოდი და 5 წვეთი გეორგინის ეთერზეთი. ჩაყავით ხელები 20 წუთით, გადაივლეთ სუფთა წყალი და წაისვით დამატენიანებელი კრემი. იოდის აბაზანა შეიძლება, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.

გვირილის აბაზანა
3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ 500 მილილიტრ წყალში. გააცივეთ, გადაწურეთ, ნახარშში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. აბაზანაში ხელები ნახევარი საათით გააჩერეთ და შეიმშრალეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.

ზეითუნის ნიღაბი
ერთმანეთში აურიეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ძილის წინ, წაისვით ნარევი ხელებზე, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დილამდე დაიტოვეთ.

ალოეს ნიღაბი
1 კვერცხის გულს შეათქვიფეთ 1 სადილის კოვზი თაფლი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი, 1,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 5 წვეთი ზეთოვანი E ვიტამინი. შეიზილეთ ნიღაბი ფრჩხილებზე და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები.

სტაფილოს ნიღაბი
ნახევარი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი ყურძნის წიპწების ზეთი. კარგად შეიზილეთ კანსა და ფრჩხილებზე, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და რამდენიმე საათით დაიტოვეთ.

скачать dle 11.3