კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #8

კითხვა: მითხრეს, რომ მარილიანი პროცედურების კარგია სახიდან შავი წერტილების, ფერიმჭამელების მოსაცილებლად და კანის სტრუქტურის, ფერის აღსაღდგენად. რეალურია თუ არა ეს და როგორ ხდება პროცედურის ჩატარება?
პასუხი: თუ ცხიმიან სახეზე კომედონები ანუ შავი წერტილები და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლის ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.
კითხვა: თუ არსებობს ბალზამის ალტერნატივები, რომლის ხმარებაც უსაფრთხოა? მითხრეს, რომ გარკვეული ზეთების ხმარება თმას უბრუნებს ჯანსაღ იერს და იქნებ, მირჩიოთ.
პასუხი: ქოქოსის ზეთი საუკეთესოა ყველასთვის, განსაკუთრებით მშრალი და დაზიანებული თმისთვის. 1/2 ჩაის კოვზი გამლღვალი ორგანული ქოქოსის ზეთი გახსენით 1/3 ჭიქა თბილ წყალში. შეგიძლიათ, რამდენიმე წვეთი ესენციური ზეთიც დაამატოთ, ჩაასხით კონტეინერში და  გამოიყენეთ როგორც ბალზამი. ხმარების წინ კარგად შეანჯღიეთ. ავოკადოს ზეთი კარგია აწეწილი თმებისთვის. 1/2  ჩაის კოვზი ავოკადოს ზეთი გახსენით 1/2  ჭიქა თბილ წყალში. E ვიტამინის ზეთი კი ასე უნდა იხმაროთ: 1/2  ჩაის კოვზი ზეთი აურიეთ 1/2 ჭიქა თბილ წყალში.
კითხვა: მიყვარს თმის დიდხანს ვარცხნა და ამბობენ, რომ ეს საზიანოა, განსაკუთრებით,  დაბანის მერე. თქვენ რას მეტყვით და როგორი სავარცხლის ხმარებაა უკეთესი?
პასუხი: თმის დასამორჩილებლად, რა თქმა უნდა, პრაქტიკულია დიდკბილებიანი სავარცხელი ან ჯაგრისი. მაგრამ, უმჯობესია, სველი თმის შემთხვევაში, გამოიყენოთ განიერკბილებიანი სავარცხელი, რომ წყლისგან შეწებებული ღერები არ დააზიანოთ. თმის პერიოდულად ვარცხნა კი, აუცილებელია. უპირველესად, ვარცხნისას ხდება თავში სისხლის მიმოქცევის რეგულაცია და ეს სასარგებლოა. რაც შეეხება თმას, ვარცხნისას კანის მიერ გამოყოფილი ზეთი ნაწილდება ღერის მთელ სიგრძეზე და უნარჩუნებს მას ჯანსაღ, ლამაზ იერს.

скачать dle 11.3