კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში უმართლებთ ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნით დაბადებულებს #8

ზოგი წარმატებას ადვილად აღწევს, ზოგს კარიერაში უმართლებს და ზოგს სიყვარულში. ზოგადად, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს საკუთარი, იღბლის მომტანი განზომილება აქვთ. თუ გსურთ ის გაიაქტიუროთ, ქვემოთ მოყვანილი რჩევები გაითვალისწინეთ.
ვერძი – უმართლებთ კარიერაში, რადგან ახერხებენ და ისეთ გამოწვევებს უმკლავდებიან, სხვებმა კრახი რომ განიცადეს. ასევე, უმართლებთ აზარტულ თამაშებშიც და ამაში, თავად პროცესი იზიდავთ და არა საბოლოო შედეგი. ვერძები ამჯობინებენ, გამარჯვებას ინტელექტით მიაღწიონ და არა მუშტების ქნევით. ფინანსურ საკითხებშიც უმართლებთ. ზოგადად, ვერძი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ნიშანია.
კურო – უმართლებთ ფულში. როცა კურო ძალებს არ იშურებს, მატერიალურ კეთილდღეობას აუცილებლად აღწევს. ამას გარდა, უმართლებთ სამსახურშიც და ხშირად იმ საქმეს ახერხებენ, რაც, იზიდავთ და თან, შესანიშნავი ანაზღაურებით. ყოველთვის და ყველგან აქვთ საჭირო კავშირები, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.
ტყუპები – ვაჭრობაში აქვთ გამორჩეული იღბალი. მოპოვებული ინფორმაციიდან სარგებელს ყოველთვის იღებენ. უმართლებთ ისეთ სიტუაციებშიც, სადაც დიდი წინდახედულობა და სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი. ამ ნიშნის წარმომადგენლები ადვილად აღწევენ სასურველს, იქნება ეს ახალი თანამდებობა თუ წარმატება სიყვარულში. თუკი რაიმე მიზეზის გამო, თანხა უთავდებათ, რაღაც მისტიკური გზებით, ფულს მაინც შოულობენ. ასევე, უმართლებთ მეგობრებში.
კირჩხიბი – უმართლებს ფულის დაგროვებაში. თუკი კირჩხიბი ვა-ბანკზე მიდის და მთელ დანაზოგს საქმეში დებს, უზარმაზარ მოგებას იღებს.
უმართლებს ოჯახურ ცხოვრებაშიც და საამისოდ მას ყველაფერი აქვს – მეორე ნახევრის ერთგულება, სურვილი და უნარი, მოიქცეს ისე, რომ ახლობლებს ყველა პრობლემა მოუგვარდეს. აქვს მისწრაფება, სახლის უმაღლეს დონეზე გალამაზება-გარემონტებისკენ. იღბალი და წარმატება სულ მის გვერდითაა.
ლომი – უმართლებთ კარგ ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ. გარშემო მას ერთგული მეგობრები ახვევია და თხოვნა-სურვილზე უარს იშვიათად იღებს. ადამიანებს იზიდავს შინაგანი და გარეგნული მომხიბვლელობითაც, შეუძლია დაუსჯელად დააღწიოს თავი ურთულეს სიტუაციებს. უმართლებთ საყიდლებში და ძალიან იღბლიანები არიან სექსუალურ პარტნიორთან.
ქალწული – ადვილად არაფერი ეძლევათ. ამის მიუხედავად, ბედი მოულოდნელი აღმოჩენებით მაინც ანებივრებს. ის, რაშიც ქალწულებს დაბადებიდანვე უმართლებს, სრულყოფილი, სწორუპოვარი გემოვნებაა. სწორედ ამიტომ იწვევენ ისინი ყველაში აღფრთოვანებას, ყურადღება მათი მხრიდან სხვებისთვის ნამდვილი საჩუქარია და ბევრს სჭირდება ხოლმე მათი რჩევა. რაც უფრო ოპტიმისტური იქნება ქალწული, მით მეტ სიკეთეს მიიღებს ბედისგან.
სასწორი – უმართლებთ იმაში, რომ უარს ნაკლებად ეუბნებიან. მათთვის ძალიან სასიამოვნოა კარგი საქმის გაკეთება და შედეგად, გარშემო მყოფების დამოკიდებულებას დიდი წარმატება მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგჯერ თავს უიღბლოდ მიიჩნევენ, ეს ასე არ არის. ფორტუნა გიჟდება მათზე, უბრალოდ, საჩუქრებს ცხოვრების ყველა სფეროზე ანაწილებს და რთულია, რომელიმეს გამორჩევა.
მორიელი – ცხოვრების ნებისმიერ სფეროში იღბლიანია, განსაკუთრებით, პროფესიასა და სიყვარულში. მათ იმდენად ბევრი თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, რომ ყველაფერში შეუძლიათ, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ, შესაბამისად, სასურველი შედეგებიც მიიღონ.
მშვილდოსანი – უმართლებთ გარემოებების დამთხვევაში. ეს კი ნიშნავს, რომ ფორტუნას მშვილდოსანი ძალიან უყვარს და ცდილობს, მისი სურვილების შესასრულებლად, მაქსიმალურად ხელსაყრელი სიტუაცია შექმნას. აქვს სამსახური, რომელიც საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ბევრ წერტილში მოხვდეს. მაშინაც კი, თუ უეცრად, მშვილდოსანი რაღაცას კარგავს, ცხოვრების სხვა სფეროში პოულობს წარმატებას.
თხის რქა – ყველანაირად იღბლიანია. გარშემო მყოფებს ძალიან უყვართ, განსაკუთრებით, ნათესავებს და ცდილობენ, ყველაფერში დახმარება აღმოუჩინონ. სწორედ თხის რქაა ზოდიაქოს ყველაზე ჯანმრთელი ნიშანი. მას არ აშინებს სეზონური ვირუსები და გაციებები, იშვიათად უჩნდებათ ქრონიკული დაავადებები.
მერწყული – მოხერხებულად უთანხმებს ერთმანეთს რეალურ და ირეალურ სამყაროს. მათი იღბლიანობაც ამაშია. დიდად არ განიცდიან, თუ სურვილი ყოველთვის არ აუსრულდებათ. უმართლებთ აზარტულ თამაშებსა და ახალი ცოდნის მიღების მხრივაც.  ცხოვრების განმავლობაში აღწევენ წარმატებებს და როგორც მორალურ, ისე მატერიალურ მოგებასაც იღებენ.
თევზები – აქვთ წარმოუდგენელი, მისტიკური ზეგავლენა ადამიანებზე. ეს კი საშუალებას აძლევთ, მიიღონ ის, რაც სურთ და როცა სურთ. თევზების იღბლიანობა იმითაც გამოიხატება, რომ უმართლებთ ბედნიერ შემთხვევებსა და საჭირო ადამიანებში. ასევე, ყოველთვის ერთ რაღაცაში უმართლებს. ანუ, თუ გაუმართლა სიყვარულში, ცოტა რთულად აქვს საქმე სამსახურში. თუ უმართლებს კარიერაში, პირადი ცხოვრების ფრონტზე გარკვეული მარცხით იტანჯება.

скачать dle 11.3