კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #8

მაწკეპლაძე
წინაპრებს გვარის ფუძედ წკეპლა გამოუყენებიათ. წკეპლა წვრილი ჯოხია.
მაწკეპლაძეს გვარში არის წინსართი მა. გვარის გასაწყობად გამოყენებულია ართრონები: მე, მა, მო.
ეს გვარი მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების წყაროებში არ ჩანს.
მაწკეპლაძე იმერული გვარია. ამ გვარის შესახებ, ისტორიულ საბუთებში, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიძებნება.
საქართველოში 327 მაწკეპლაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 166, ტყიბულში – 131, თბილისში – 30.
შიუკაშვილი
შიუკაშვილი მთიულური გვარია. გვარის ძირ-ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელიდან – შიოდან წარმოქმნილი მოფერებითი სახელი შიუ.
ქსნის ხეობის სათავეში, ყოფილა ადგილი, რომელსაც ადრე რქმევია უკანუბანი. ახლა იქ მცხოვრებლებს შიუკაანთს ეძახიან. ეს შიუკაანი, რომლებიც შიუკაშვილებად იწერებიან, დავითურებთან სახლიკაცობენ. ისინი დავითურების სალოცავში – ადგილის დედაში გადადიოდნენ. შიუკაანთ გარდა, აქ მოდიან სხვა სოფლებიდანაც: ბაშარნიდან, მახიარეთიდან, მაჭარეანიდან, თან კურატებიც მოჰყავდათ.
ასე რომ, შიუკაშვილები და დავითურები ერთი გვარისანი არიან.
სამწუხაროდ, შიუკაშვილთა ნაწილი რუსებმა შიუკაევებად ჩაწერეს.
საქართველოში 1 742 შიუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 455, თელავში – 448, გორში –  272. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ბროლაძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი –  ბროლა.
1652 წელს ბეჟიტა ბროლაძემ ბატონის მიერ ნაბოძები, უმკვიდროდ დარჩენილი ლაშქარასეული მამულის ნახევარი, დღის ნაფუძარი მიწა დეკანოზის შვილს, რამაზა ზუმბულაძეს მიჰყიდა.
მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს მოიხსენიება მაზადა ბროლაძე.
საქართველოში 761 ბროლაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, ქობულეთში – 130, მცხეთაში – 82. არიან სხვაგანაც.
აბუაშვილი
აბუ ერქვა შუმერთა ნაყოფიერების ღმერთს. ქართულ ვარიანტში აბუ საკუთარი სახელია. აბუდან მომდინარეობს საკუთარი სახელი აბო. აბოს კნინობითი ფორმებია: ამბონ, აბრო, აბუა.
ყაზარა, შანაზარა და ზადიკა აბუაშვილები მოიხსენიებიან 1721 წლის ისტორიული აღწერების მასალებში.
საქართველოში 1 373 აბუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 693, მცხეთაში – 211, კასპში – 163. არიან სხვაგანაც.
შამილიშვილი
საკუთარი სახელიდან შამილ, რომელიც ფართოდაა გავრცელებული აჭარაში, გაჩნდა გვარი შამილიშვილი.
ამ გვარის შესახებ, მცირე ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ დოკუმენტებში.
საქართველოში – 315 შამილიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 267, ბათუმში – 32, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.
ბერიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერია.
სოფელ ქისტაურის მკვიდრთაგან ძირად მთიელებად მიიჩნევენ თავს ბერიაშვილები.
მანგლელის ყმად მანგლისში, 1721 წელს, მოიხსენიება შერმაზანა ბერიაშვილი.
საქართველოში 2 929 ბერიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 052, კასპში – 453, სიღნაღში – 377. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3