კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ფიქსირდებიან საქართველოში ყველაზე ხშირად უცხოპლანეტელები და სად არის მათი გასაიდუმლოებული სასაფლაო #8

ზოგი იჯერებს არამიწიერი ცივილიზაციის არსებობას, ზოგს კი ეს მითი ჰგონია. რთულია, დაიჯერო მათი არსებობა, თუმცა ვერც ფაქტებს ავუვლით გვერდს. როგორც უფოლოგი, ბატონი ირაკლი ამბობს, სწორედ, ფაქტებზე დაკვირვებით შეიძლება, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გვერდით, დიდი ალბათობაა, ერთ დღესაც უცხოპლანეტელი გამოჩნდეს და ეს, არც უნდა გაგვიკვირდეს და არც შეგვეშინდეს.

 ირაკლი: რთულია ადამიანს ესაუბრო ისეთ თემაზე, რომელიც უფრო ფანტასტიკის სფერო ჰგონია, ვიდრე რეალობა. არადა, კვლევების თანახმად, ჩვენ გვერდით მართლაც ჩნდებიან არამიწიერი ცივილიზაციის არსებები და მათთან შეხება, არაერთ ადამიანს ჰქონია. თავად, უფოლოგიით მაშინ დავინტერესდი, როცა საქართველოში ამის ბუმი იყო – ყველა უცხოპლანეტელებზე საუბრობდა. თუმცა, მე როგორც დილეტანტს, ამის არაფერი მესმოდა და უბრალოდ, ფაქტებს ვაგროვებდი. შემდეგ ისე ჩამითრია,  გადავწყვიტე, მომეძიებინა ინფორმაცია. საქართველოში უცნობი ობიექტების მიმართ ინტერესი გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრესაში მსგავს თემებს ტაბუ მოეხსნა. დაიბეჭდა რამდენიმე სენსაციური სტატია, რამაც გააღვივა ინტერესი ამ ფენომენის მიმართ. მაშინ ანომალიურ მოვლენებს საქართველოში შეისწავლიდა ფიზიკოსი თალეს შონია. მან შექმნა უდიდესი არქივი. შემდეგ, საქართველოში შეიქმნა უფოლოგთა ასოციაცია, სადაც ანომალიური მოვლენების რეგისტრაცია ხდებოდა. თუმცა, შემდეგ, ესეც შეჩერდა. მოკლედ, 90-იან წლებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ უცხოპლანეტელებთან მათ კონტაქტს. ერთ-ერთმა ქართველმა ცნობილმა მსახიობმა, ასეთი რამ მიამბო: მჯერა უცხოპლანეტელების არსებობის და მათთან შეხებაც მქონია. ჩვენი კონტაქტი ტელეპათიურად ხდებოდა. გონებაში ფრაზები შემოდიოდა და მეც ასევე ვპასუხობდიო.
– ესე იგი, თქვენი თქმით, დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები შემოდიან და მათთან კონტაქტიც მყარდება? როგორ გგონიათ, რა აინტერესებთ მათ ჩვენს პლანეტაზე?
– თუ დამიჯერებთ, უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ. მათ დედამიწის გამოყენება სურთ, როგორც რესურსების წყაროსი. სწორედ, ერთი თვის წინ, ერთი ქალბატონი დამეკონტაქტა. მისი თქმით, ის ესაუბრება უცხოპლანეტელებს და მათგან მიიღო ინფორმაცია მოსალოდნელ მოვლენებსა და კატაკლიზმებზე. ეს ყველაფერი, მისი თქმით, წითელ ვარსკვლავს უკავშირდება, რომელიც ცალკე პლანეტაა. მისივე განცხადებით, ამ პლანეტის მოსახლეობა, დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვის მქონე უცხოპლანეტელებიც.
– მათთან კონტაქტი რა ფორმით ხდება? თუ ისინი არსებობენ და ჩვენს პლანეტაზე ჩამოდიან, რატომ გვემალებიან ან რატომ არ სურთ ჩვენთან ურთიერთობა?
– უცხოპლანეტელები თავად ირჩევენ დედამიწაზე საკონტაქტო პიროვნებას. მათ ჩვენი ეშინიათ. ციმბირში თავად მაქვს ნანახი უცხოპლანეტელების სასაფლაო. გასაიდუმლოებული ადგილია და იქ ყველა ვერ ხვდება. უცხოპლანეტელებს ხოცავდნენ საბჭოთა კავშირის დროს, რომ ხალხს არ შეეტყო მათი არსებობა და იქ მარხავდნენ. რატომ? ეს არ ვიცი, ალბათ, იმიტომ რომ, არ სურდათ, ეღიარებინათ რომ სხვა პლანეტაზეც არის სიცოცხლე. ერთხელ, გვიან ღამით თელავიდან თბილისში ვბრუნდებოდი, გომბორის ტყეს გამოვდიოდი და დავინახე, შუა გზაზე უცნაური ნათება. რომ მივუახლოვდი, თვალი მომჭრა და მანქანა გავაჩერე. დავინახე, ჩემს წინ უცნაური არსება იდგა, რომლის თვალიდან წამოსული სინათლე მართლაც თვალისმომჭრელი იყო. მივხვდი, როგორ დავკარგე გონება და წამებში გამოვფხიზლდი. იქ აღარავინ იყო. მეგობრებს რომ მოვუყევი, მითხრეს, ეტყობა, მოგეჩვენა ან კახელებმა ისე დაგათვრეს, ჰალუცინაციები დაგემართაო. არადა, არც მთვრალი ვყოფილვარ და არც რაიმე მომჩვენებია. ჩემი თვალით დავინახე უცხოპლანეტელი, რომელიც გომბორის ტყეში, გზაზე გადამეღობა. ზოგადად, გომბორის ტყეში უცხოპლანეტელების უამრავი ნაკვალევია აღმოჩენილი და ისინი ყველაზე მეტად ამ ადგილას ჩნდებიან. უკრაინაშიც ვაწარმოებდი კვლევას. იქ უამრავი ფაქტია დაფიქსირებული და სწორედ, იქაურმა ქალბატონმა მიამბო, რომ უცხოპლანეტელი შეუყვარდა. მოკლედ, ამ გოგოს გაუცნია ბიჭი, რომელიც მხოლოდ დღის შუქზე ენახვებოდა. როგორც კი დაღამებას იწყებდა, მისგან გარბოდა. ერთ დღესაც, შემოაღამდათ და ქალი ყვებოდა, თვალებში რომ ჩავხედე, არაბუნებრივად, უცნაურად უციმციმებდა და ბოლოს, ისეთი სინათლე წამოვიდა, გონება დავკარგე. მას მერე ის ბიჭი აღარ გამოჩენილაო.
– მათი სტუმრობის ფაქტები, ძირითადად, დაფიქსირებულია გასულ საუკუნეში.  სად არიან ისინი ახლა? რატომ აღარ მოდიან ჩვენთან?
– ისინი მაშინაც მოდიოდნენ და დღესაც მოდიან. უბრალოდ, ფაქტები არ ხმაურდება და არც შესაბამისი კვლევა ხდება. როცა იგებენ, რომ უფოლოგი ვარ, ხშირად მეკითხებიან – არის სხვა პლანეტებზე სიცოცხლე? არსებობენ სხვა ცივილიზაციები? ჩამოდიან დედამიწაზე? რა არის მათი მისია? არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტია. ყველა ეს ფაქტი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ისინი არსებობენ. ჩვენ იმ პერიოდს ვუახლოვდებით, როცა სხვა სამყაროებთან უფრო ახლო კონტაქტი გვექნება. როცა უფრო განვვითარდებით, შევძლებთ, კონტაქტი დავამყაროთ როგორც ერთმა ცალკეულმა სამყარომ მეორე სამყაროსთან. თანამედროვე სამყაროში ტექნიკური საშუალებები, უცხოპლანეტელების ენერგიის შეგრძნებას ან გაზომვას რომ შეძლებს, ჯერჯერობით არ არის. მაგრამ, არამიწიერი არსებები მაინც გვამცნობენ თავისი არსებობის შესახებ და ადამიანების დასახმარებლად, სხვა გალაქტიკიდან მოფრინავენ. ზოგიერთის მთავარი მისია დედამიწაზე უარყოფითი ენერგიის გაფილტვრაა. იყო შემთხვევა, როცა თბილისში, ერთ ოჯახში უცხოპლანეტელი ცხოვრობდა და ფურცლებზე უცნაურ ნახატებს ტოვებდა. მისი გაშიფვრისას აშკარად ვხედავთ, რომ მისი მისია ამ ოჯახის დახმარება და საფრთხის აცილება იყო. არ არსებობს ტიპური, ერთნაირი შემთხვევები. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან, ყვებიან, რომ უცხოპლანეტელები სამყაროს ადამიანების უარყოფითი ენერგიისგან იცავენ. ნეგატიური ენერგია ანგრევს არა მარტო თვით ადამიანს, არამედ მთელ კოსმოსს. უცხო ცივილიზაციის არსებები კი, ისევე პასუხობენ და კომუნიკაციის იმავე ენას ირჩევენ, როგორსაც ადამიანი შესთავაზებთ.
– მახსოვს, აჟიოტაჟი ოყო ატეხილი 90-იან წლებში, თითქოს უცხოპლანეტელები ადამიანებს იტაცებდნენ. ამაზე რას იტყვით?
– უცხოპლანეტელები ადამიანებს არ იტაცებენ. მეც მსმენია ისტორიები, თითქოს არამიწიერ არსებებს მიჰყავდათ ადამიანები თავის პლანეტებზე. მათი უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ეს მითია და იმ ადამიანების წარმოსახვა. უცხოპლანეტელები კონტაქტში ყველასთან არ შედიან. მაგალითად, იყო შემთხვევა, რუსთავში გაიგეს, რომ ერთ ოჯახში უცხოპლანეტელი ცხოვრობდა. დადგა ხალხის რიგი და განკურნებას სთხოვდნენ მას, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა. უცხოპლანეტელები თვითონ ირჩევენ ადამიანებს, ვისთანაც სურთ კონტაქტის დამყარება. უცხოპლანტელები ბევრად უფრო განვითარებული არიან, ვიდრე ჩვენ და მათ ჩვენი აზრების წაკითხვა შეუძლიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დადებითად განვეწყოთ მათ მიმართ. სხვათა შორის, ეკლესია მათ არსებობას უკვე აღარ გამორიცხავს, მაგრამ ამ მოვლენას უფრო ნეგატიურ ძალებს მიაწერს. ერთმა თბილისელმა გოგონამ ასეთი ისტორია მიამბო: საღამო ხანს, მე და ჩემი მეგობარი ერთად ვსეირნობდით. სოლოლაკში დავინახე როგორ გადაიფრინა ჩვენს თავზე ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა. დაახლოებით ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეზე მიფრინავდა. დიდი ზომისა იყო და ანათებდა. ნელა მოძრაობდა, უხმოდ. ჩიხისკენ რომ წავიდა, ეს მფრინავი ობიექტი თვალს მიეფარა. მისმა დანახვამ და მერე გაუჩინარებამ ისე დაგვაინტერესა, არ შეგვეშინდა და ჩიხისკენ გავიქეცით, მაგრამ აღარსად ჩანდა. დრო რომ გავიდა და ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, ვნახე, რომ თურმე ზუსტად ასეთი მფრინავი ობიექტებიც დაუფიქსირებიათ. მანამდე კი მეგონა, მათ ხომალდებს მხოლოდ თეფშის ფორმა ჰქონდაო. გასული საუკუნის ბოლოს, ბევრი ამბობდა, უცხოპლანეტელი ვნახეო, ზოგი წყნეთიდან ხედავდა, როგორ დაფრინავდა თბილისის თავზე მფრინავი თეფში, ზოგიც მთაწმინდიდან აფიქსირებდა მათ გამოჩენას დედაქალაქის თავზე.
– და მაინც, რატომ შემოდიან უცხოპლანეტელები ჩვენთან კონტაქტში?
– იმიტომ რომ, კაცობრიობა განვითრების პრიმიტიულ დონეზეა. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ტექნიკა, უცხოპლანეტური წარმოშობის კოსმიურ მოწყობილობებს მივაკვლიოთ. ხოლო, ის, რომ ისინი ჩვენ გერდით ჩნდებიან, ეს უტყუარი ფაქტია.

скачать dle 11.3