კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #8

კითხვა: შეუძლია თუ არა მიცვალებულის სულს ცოცხლებთან კონტაქტი?
პასუხი: სული ცნობიერებაა. ცნობიერების უნარი ადამიანის სულს აქვს და არა ხორცს. ცნობიერება აქვს გარდაცვლილის სულსაც და მასთან კონტაქტი ლოცვით მიიღწევა. ჩვენ ლოცვებით ვეხმარებით გარდაცვლილის სულს იმქვეყნიურ ცხოვრებაში, ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი მადლი აქვს ღვთისმსახურების დროს ეკლესიაში ლოცვას მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში. რაც შეეხება გამოცხადებებს, ამას ჩვეულებრივი მოკვდავები სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ასეთი რამ ხშირად ბოროტი ძალის ხელითაც ხდება. დაუშვებელია, სულებთან კონტაქტისთვის სპირიტული სეანსების ჩატარება. ასეთი რამ ეშმაკის დახმარებით ხდება, რაც უფალს გვაშორებს და გარდაცვლილთა სულებს აფორიაქებს.
კითხვა: არის თუ არა ღვინის სმა ცოდვა?
პასუხი: ღვინის სმა ზომიერების ფარგლებში ცოდვად არ ითვლება. დავით მეფსალმუნე ამბობდა: „ღვინო ახარებს გულსა კაცისასა“. ღვინო არის წმიდა სითხე, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ცოდვა კი მემთვრალეობაა, ანუ ღვინის განუზომლად სმა. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ ნებას ვეღარ აკონტროლებს და სხვადასხვა ცოდვას სჩადის.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გზაზე უცნობი მღვდელმსახური გვხვდება?
პასუხი: როდესაც გზაში მართლმადიდებელი მღვდელმსახური გვხვდება, უნდა მივეახლოთ და ვთხოვოთ დალოცვა ან კურთხევა.
კითხვა: თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს, უნდა ვეზიაროთ თუ არა მისი ხელით, როდესაც წირვას ატარებს?
პასუხი: როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვამცნობს, მადლი გადმოგვეცემა თვით უღირსი მღვდელმსახურის მეოხებითაც. დაუშვებელია მღვდელმსახურის განკითხვა და მასზე აუგის თქმა. უფალი ყველაფერს თავად ხედავს.

скачать dle 11.3