კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახდევინებენ სამედიცინო დაწესებულებები, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, თანხას სახელმწიფოსა და პაციენტს იმ მომსახურებაში, რომელსაც არ უწევენ #8

ისე მოხდა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის წყალობით ჯანდაცვის ხარჯი აღარ არის ჩვენი მოქალაქეების  გაღარიბების მთავარი წყარო და სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა აღარ ნიშნავს ლეტალურ შედეგს. თუმცა, მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებმა საკმაოდ ბოროტად ისარგებლეს ამ პროგრამით და, იმის მიუხედავად, რომ პაციენტები მოემატათ, რაც მათ შემოსავლზე მეტად დადებითად აისახა, არც დამატებით, თითქმის უშრომელ შემოსავალზე ამბობენ უარს. ამბავი უკვე იმდენად გახმაურდა, რომ თვით ჯანდაცვის მინისტრმაც კი განაცხადა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან ზოგიერთ კლინიკას ამოვარდნა ემუქრება, იმ მარტივი მიზეზით, რომ სამკურნალო დაწესებულებების ნაცვლად, ფულის საჭრელ საამქროებს დაიმსგავსეს თავი. აქვე გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას: თბილისის ერთ-ერთმა ოფთალმოლოგიურმა კლინიკამ გლაუკომის ლაზერული ოპერაციის განფასებაში (რომელსაც სახელმწიფო დაზღვევა ფარავს) მიუთითა კვლევები (რომლებიც საოპერაციო ჩარევაზე 3-4-ჯერ ძვირად აქვს შეფასებული), რომლებიც პაციენტს არ ჩაუტარდა. არც უმისობაა, რომ მედიკოსები განზრახ ამძიმებენ პაციენტის მდგომარეობას სრული სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით, იმას გარდა, რომ კვლავაც შეინიშნება „სასწრაფოს“ ექიმებსა და კლინიკებს შორის შეთანხმება, რომელ კონკრეტულ კლინიკაში მიიყვანონ პაციენტი, ცხადია, გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების ეშხით.
რა დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფომ კლინიკების მუშაობაში და აქვს თუ არა პერსპექტივა სამედიცინო კლინიკების ფულის საკეთებელი საამქროებიდან კვლავ სამკურნალო დაწესებულებებად  გარდაქმნას, –  ამ თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, გია ლობჟანიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– რატომ არ შეეშინდა კლინიკას იმის ჩადენა, რაც მე გიამბეთ, საოპერაციო კოდი იყო არასწორად მითითებული, თუ არავინ ამოწმებს, რომელ საოპერაციო ჩარევას რა კვლევები ესაჭიროება? და, საერთოდაც, რატომ ისარგებლეს კლინიკებმა ასე ბოროტად სახელმწიფოს კეთილი ნებით?
–   გავიხსენოთ, რა ხდებოდა 6-7 წლის წინათ და რა გვაქვს დღეს. ყველანი ვთანხმდებით, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, უდავოდ, კარგი საქმეა. როდესაც დიდი საქმე იწყება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩანს, თუ რა არის გამოსასწორებელი. რა თქმა უნდა, რამდენიმე კლინიკამ, მათ არ დავასახელებ ამ ეტაპზე, ისარგებლა ძალიან ბოროტად. ეს ტენდენცია გამოჩნდა მესამე-მეოთხე წელს. როგორც კაკი ზოიძემ თქვა, საამქროებმა იბარტყა: საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულებზე გაიხსნა კლინიკები, ეგრეთ წოდებული რეანიმაციული, რომლებშიც პაციენტი შედის ქუჩიდან და იქიდან პირდაპირ ხვდება ქუჩაში. იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს გამართული, აუცილებელია ორი რამ: პაციენტის უფლების დაცვა და ექიმის ავტონომიურობა. როდესაც ეს ორი პრინციპი ირევა, ირღვევა ჯანდაცვის სისტემაც. საერთოდ, სრულყოფილი ჯანდაცვის სისტემა არსადაა. თუმცა, რა მაგალითიც თქვენ მოიყვანეთ, ჩვენთან არ უნდა ხდებოდეს. უნდა არსებობდეს ერთიანი სტადნარტიზებული მიდგომა. თუ კლინიკას არ უნდა, არ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. არადა, რასაც თქვენ ბრძანებთ, ფაქტობრივად, დანაშაულია. როდესაც ჯანდაცვის პროგრამა მუშავდებოდა და თითოეული ნოზოლოგიის მიხედვით ხდებოდა განფასება, ყველა დარგის სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს იმ მინიმალურ გამოკვლევებს, რაც სჭირდება ოპერაციას. თუ ის მინიმალური გამოკვლევა გამოაჩენს გართულებას ან თანხმლებ დაავადებას, ეს უკვე სხვა საკითხია. შეიძლება, პაციენტმა გადაიხადოს ან ისევ  მიმართოს სახელმწიფოს და მოითხოვოს დამატებითი დაფინანსება. თქვენ ჩაიხედეთ და წაიკითხეთ განფასება, მაგრამ უმრავლესობა არ კითხულობს არცერთ ხელშეკრულებას, არათუ სამედიცინოს. მეორე მხრივ, გამართული უნდა იყოს ურთიერთობა შემკვეთს, ანუ სახელმწიფოსა და შემსრულებელს, ანუ სამედიცინო დაწესებულებას შორის. საბოლოოდ, ისეთი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სამინისტროსა და კლინიკას შორის, რომელშიც ყველაფერი ნათლად გაიწერება. მოსახლეობამ არც იცის, რა მომსახურება ეკუთვნის; ექიმმა არ იცის, რა ევალება. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი შემთხვევა აღმოაჩინეთ, ესე იგი, სხვა კლინიკებშიც ხდება მსგავსი, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამას აქვს სისტემური ხასიათი.
– იგივე გაიმეორეს მეორე თვალზე ოპერაციის დროსაც.
– ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ერთ პაციენტთან მოხდა ასე. როდესაც სტანდარტი კეთდება, იგულისხმება, რომ პაციენტს აუცილებლად სჭირდება მინიმალური გამოკვლევა მაინც. ფაქტია, თუ განფასებაში წერია კვლევები, ისინი უნდა ჩატარდეს. მე ვემადლიერები ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ აკაკი ზოიძეს. მისი და მინისტრის  ხელმძღვანელობით სწრაფად წავა რეფორმის ახალი ტალღა. ამ სამმა-ოთხმა წელმა დაგვანახვა, თუ რა არის შესაცვლელი. თქვენ რაც თქვით, თუ ასეთი მაგალითი ბევრია,  შეიძლებოდა, მილიონობით თანხა დაგვეზოგა. ცვლილებების შემდეგ ჩაიძირება ის კლინიკები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად მუშაობენ პაციენტებთან.
– ასაკოვანმა ადამიანებმა დიდი შეღავათი იგრძნეს საყოველთაო დაზღვევით, მაგრამ ყოველთვის სჭირდებათ მათ ის ოპერაციები, რასაც უნიშნავენ? სტენტირებასა და შუნტირებაზე რიგებია კლინიკებში. კონვეირივით მუშაობენ.
– ძალიან მგრძნობიარე და რთულ საკითხს შეეხეთ. სამედიცინო შეცდომები ყველგან ხდება, როგორც უცხოეთში, ისე ჩვენთან. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 300 000-400 000 ადამიანი იღუპება ოფიციალურად დადგენილი სამედიცინო შეცდომით, ევროკავშირის მასშტაბითაც თითქმის იმდენივე –  250 000-300 000-მდე ყოველწლიურად.
– ჩვენთან?
– ჩვენ ამის ოფიციალური სტატისტიკა არ გვაქვს. თუმცა სამედიცინო შეცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არის. მე არ ვამბობ, რომ სამედიცინო შეცდომაა, თუ პაციენტს არ სჭირდება და ოპერაციას გაუკეთებ. ეს უკვე დანაშაულად შეიძლება, ჩაითვალოს, მაგრამ ძალიან რთულია ამ სისტემის მართვა. ამას ვერცერთი ჯანდაცვის სისტემის ჩინოვნიკი ვერ დაადგენს, ეს უნდა დაადგინოს პროფესიონალმა: უროლოგიური ოპერაცია უნდა შეისწავლოს უროლოგთა ასოციაციამ; კარდიოქირურგიული ოპერაცია – კარდიოქირურგთა ასოციაციამ და ასე შემდეგ. მე როგორც მივხვდი, დაიწყება შემოწმებები. უკვე წამოსცდათ კიდეც ჯანდაცვის მესვეურებს გაურგენტება, ანუ, როდესაც პაციენტი ქრონიკულია და აურგენტებენ, ვითომ მწვავეა და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია.
– ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სასწრაფოს მიჰყავს პაციენტი ვითომ მწვავე კონკრეტულ კლინიკაში.
– იყო ასეთი შემთხვევები ადრეც და ახლაც არის. მედიცინა არ არის ორჯერ ორი ოთხია, მით უფრო, რომ კლასიკურად არ მიმდინარეობს არცერთი დაავადება, განსაკუთრებით მოხუცებსა და ახალგაზრდებში. როდესაც ექიმი წერს, რომ პაციენტს სჭირდება სტენტის ჩადგმა, ის მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია. თუ არ დაწერს, რომ სტენტირება აუცილებელია, შეიძლება, პაციენტის ახლობლებმა უჩივლონ. ამის დარეგულირებაც პროფესიულ ორგანიზაციებს უნდა დაეკისროს. ამას გარდა, ექიმებს ყოველდღიურად სჭირდებათ განათლების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დრო გავა, უფრო ბევრ შეცდომას დავუშვებთ, იმიტომ რომ, პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა, თანხის ხელმისაწვდომობაც გაიზარდა. მაგალითად, თუ ადრე ათი პაციენტიდან, რომლებსაც თიაქრის ოპერაცია სჭირდებოდა, მხოლოდ ერთი შოულობდა ფულს და იკეთებდა ოპერაციას. დღეს იმ ცხრიდან, შვიდი მიდის საოპერაციოდ. მაგრამ ხვალ-ზეგ ის დანარჩენი ორიც მივა. მასმედია ისე დამოკლეს მახვილივით ადგას თავზე ექიმებს, რომ ყველას ეშინია შეცდომის დაშვების.
– დაახლოებით, მაინც გვაქვს წარმოდგენა, რა შეცდომებს უშვებენ ჩვენთან ექიმები მკურნალობისას?
– დღეს ჩვენთან არ არსებობს სამედიცინო შეცდომების სტატისტიკა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რამდენი საჩივარი დაიწერა ჩვენს პარტნიორ სამედიცინო კლინიკებში: ყოველწლიურად ასეულობით საჩივარია, ქვეყნის მასშტაბით, ცხადია, უფრო მეტი. ოღონდ ეს არის საჩივრები, როდესაც პაციენტს ან მის ახლობელს ჰგონია, რომ სამედიცინო შეცდომაა, მაგრამ, საბოლოოდ, საჩივრების 15-20 პროცენტზე მეტი არ ჩანს შეცდომად. 75-80 პროცენტი არის ჩვეულებრივი, შაბლონური გართულება.
– პაციენტები, როგორც წესი, არ კითხულობენ ხელშეკრულებას, რომელშიც აღწერილია შესაძლო გართულებები.
– ყოველთვის მომყავს ასეთი მაგალითი: 7 მილიარდი ადამიანია მსოფლიოში და არსებობს ალბათობა, რომ, დაახლოებით, 10 მილიონიდან ერთი, სიცოცხლის განმავლობაში მოხვდება ავია ან საზღვაო კატასტროფაში; 100 მილიონიდან ერთი შეიძლება, მოხვდეს ავტოკატასტროფაში. მაგრამ მთაზე ასვლის ყოველი ათასიდან და ყოველი მეათასე სტაციონარული შემთხვევა მთავრდება ლეტალობით. ბევრს ეშინია თვითმფრინავით მგზავრობის ან ზღვით გადაადგილების, თუმცა ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან მთამსვლელები და პაციენტები. მეორე მხრივ, დაღუპულის ოჯახისთვის ის ერთი პროცენტი ასი პროცენტია, სამწუხაროდ.
– ახალი მედიკამენტების, მკურნალობის ახალი მეთოდების შესახებ, საიდან იღებენ ინფორმაციას მედიკოსები?
– აი, მივადექით მთავარ საკითხს. როდესაც სამედიცინო შეცდომებსა და გულგრილობაზე ვლაპარაკობთ, მათი უმრავლესობა მოსდის იმ სამედიცინო პერსონალს ან კლინიკებს, რომლებიც არ მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში: არ იღებენ მონაწილეობას კონფერენციებში, არ კითხულობენ წიგნებს და ასე შემდეგ, განსაკუთრებით, რეგიონებში. არის რაღაც პროგრამები, ეს სისტემა მუშაობს, მაგრამ მაინც ზღვაში წვეთია. სისტემა სრულად უნდა აღდგეს. და მივადექით დიპლომის შემდგომი განათლების აუცილებლობას: ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დიპლომის აღების შემდეგ, რეზიდენტურა არის ფასიანი. არადა რეზიდენტი უკვე უნდა მუშაობდეს და იღებდეს ხელფასს. როდესაც მე ვარ კლინიკის მეპატრონე, ათი ექიმის აყვანას, მირჩევნია, ავიყვანო ხუთი ექიმი და ხუთი რეზიდენტი და თუკი ექიმს ერთ მორიგეობაში, ვთქვათ, 100 ლარს ვუხდი, რეზიდენტს ვაძლევ 50 ლარს, სამაგიეროდ, ის იზრდება და სწავლობს. ასეა ყველგან, ჩვენთან კი რეზიდენტურაში იხდი ფულს და ვერაფერს სწავლობ.
– ან არ სწავლობ, ასეთი შემთხვევებიც ხომ არის?
– შესაძლებელია, ასეც ხდება. ამდენად, ქვეყანაში დასარეგულირებელია სამედიცინო განათლება. ვთქვათ, ჩააბარა 2 000-მა აბიტურიენტმა, გამოვუშვით 800, სარეზიდენტო პროგრამაში კი ხვდება 100-200-300-ს. დანარჩენს არ აქვს შანსი, მიიღოს განათლება. ადამიანი მიდის და იცვლის პროფესიას, იმიტომ რომ, ვერ ხვდება რეზიდენტურაში. ეს ყველაფერი შესაძლებელია, მოგვარდეს მოკლე ვადაში, ოთხ წელიწადში.
– რა ტიპის გადაცდომებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?
– პაციენტები ჩივიან, რომ საჭიროზე მეტი გამოკვლევები ჩაუტარეს და დამატებით, ჯიბიდან მეტი თანხა გადაახდევინეს. არა მხოლოდ საყოველთაო დაზღვევის, არამედ კერძო და კორპორატიული დაზღვევის შემთხვევაშიც, ადამიანები არ კითხულობენ სადაზღვევო ხელშეკრულებებს და არ იციან, რა სამედიცინო მომსახურება ეკუთვნით. ასე რომ, მოვიდა დრო, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს მოვალეობებსა და უფლებებზე ვიზრუნოთ. ასევე, არის საჩივრები, რომ კლინიკას თანხის გადარიცხვა დაუგვიანეს, თუმცა საკითხის შესწავლის შემდეგ, ყოველთვის კლინიკა არ ყოფილა მართალი. ამას გარდა, თანხის დაკორექტირებას ჩივიან, რომ სახელმწიფოს დიდი თანხა მიაქვს უკან, კლინიკას კი ამ დროს გაცემული აქვს ხელფასები.
– თუ არასწორად დაიანგარიშეს ხარჯი, ცხადია, სახელმწიფო უკან წაიღებს თანხას. პაციენტები რას უჩივიან კლინიკებს?
– ყველაზე ხშირად პაციენტები უჩივიან კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას, შედარებით ნაკლები პრეტენზიებია, ამ მხრივ, ექიმებისადმი. განსაკუთრებით, ოფთალმოლოგიაშია ხშირი შემთხვევები, როდესაც ოცი ადამიანი ელოდება თავისი ოპერაციის რიგს. ჩამწკრივებულები ვსხედვართ და დილის 9 საათზე მისული საღამოს 7-ზე შეჰყავთ ხოლმე საოპერაციოშიო. ოპერაციის მოლოდინი საათობით არ შეიძლება, ჩაითვალოს ნორმალურ მოვლენად. მით უფრო, რომ მოწესრიგებულია სტომატოლოგთან, ოჯახის ექიმთან ვიტიზის დროის დაგეგმვა. პაციენტები უჩივიან გულგრილობასა და უყურადღებობას გართულების შემთხვევებში. ეუბნებიან, არაფერია, გაგივლის, კარგად იქნები, არადა, პაციენტს უნდა, რომ დროულად აღიდგინოს შრომისუნარიანობა.
– არავის მოუმართავს საჩივრით, რომ კლინიკას კალკულაციაში უჩვენებია ისეთი კვლევები, რაშიც ფულია გადახდილი და პაციენტს ის არ ჩატარებია?
– საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ასეთი შემთხვევები არ გვქონია, თუმცა კერძო დაზღვევის შემთხვევაში, ყოფილა ასეთი საჩივრები: გამიკეთეს გამოკვლევა, მაგრამ არ მჭირდებოდა.
– მე მოგაწვდით უახლოეს მომავალში მსგავს საჩივარს.

скачать dle 11.3