კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დრონახელთებნი #8

ანუ ალაგ-ალაგ ევროპელები

შესაძლოა, დრო იხელთეს (რაკი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ სკანდალი აგორდა და ვისაც არ დაეზარა, ყველა ბრუნვაში ატრიალა დედაეკლესია) ან იქნებ ბალღობიდან იქა სხედან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჩვენებურმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კვლავ მოითხოვა, რომ შეწყდეს საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
ეს ამბავი ხელისუფლებას თვით თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ და თვით პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ შეუთვალეს პრესკონფერენციიდან, იმას გარდა, რომ ურთიერთჩარევის შეწყვეტაც მოითხოვეს.
ზემოხსენებული ქალბატონები იმას შეუშფოთებია, რომ (მომყავს ციტატა): „ამ პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ურთიერთსარგებელზე, ხშირად ურთიერთშანტაჟზე აგებულმა ურთიერთობამ მიგვიყვანა დღევანდელ კრიზისამდე, როდესაც გვესმის ყველა ჩარჩოდან გასული ტერმინოლოგია სასულიერო პირებისგან.“
იქვე ჩამოთვალეს, თუ რა თანხა და მიწა მიუღია ქართულ ეკლესიას სახელმწიფოსგან, ამიტომაც რიტორიკულად იკითხეს: „რატომ არის საქართველოს მოსახლეობა ვალდებული, ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით?!“
გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი რთული და მგრძნობიარეა, მხოლოდ უტყუარ ჭეშმარიტებაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რომ არა ქართული ეკლესია, არათუ ქართული სახელმწიფოს, ქართველის ბუნდღაც არ იქნებოდა.
ხოლო, თუ ზემონასხენებთა უზომო ტრფიალს გავიხსენებთ ყოველივე ევროპულისადმი და დავამატებთ, რომ სწორედ ევროპული გაგებაა დომინანტი ეკლესიის ცნება (თითოეული ეკლესია იმდენს იღებს ქვეყნის ბიუჯეტიდან, რამდენიც შეესაბამება მის ღვაწლს იმ ქვეყნის წინაშე), უდავოა, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ქალბატონებს, სრულიად „ქართველ რესპუბლიკელებს“ თანმიმდევრულობა არ აწყენდათ. –

скачать dle 11.3