კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხანმოკლე პოლიტტრფობა #8

ანუ „თაფლობის თვეც“ გაილია

 თუმცა ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპზე დიდ იმედებს ამყარებდა და არც ეს უკანასკნელი ჩამორჩებოდა დითირამბების სიუხვით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, ფინალი მთლად ისეთი გულისამათრთოლებელიც ვერ გამოდგა, როგორ შთაბეჭდილებასაც გრძნობათა ჩასახვის გარიჟრაჟზე ტოვებდა.
იმდენადაც კი, ყოველდღიურ ბრიფინგზე თეთრის სახლის პრესმდივანმა საზოგადოებას აშშ-ის პრეზიდენტის დანაბარები გააცნო, რის მიხედვითაც, დონალდ ტრამპი მოელის, რომ რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს.
მანამდე კი პრეზიდენტ ტრამპს რუსეთისადმი მეტად წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები ჰქონდა: ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, შესთავაზოს რუს კოლეგას სანქციების მოხსნა ბირთვული შეიარაღების შემცირების სანაცვლოდ; მეორე ინტერვიუში დაგვპირდა, რომ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნიდა, ხოლო თებერვლის დასაწყისში გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა დაბეჯითებით გვაუწყა, რომ სანქციებს წყალი არ გაუვა, სანამ რუსეთი ყირიმს არ დააბრუნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მედიასაშუალებებმა მიიღეს დირექტივა, რომ აღარ აქონ პრეზიდენტი ტრამპი (იმიტომ რომ, კაპიტალიზმი მათ თვალში ისევ დალპა?!). ანუ რუსულ-ამერიკულმა თაფლობის თვემ ფრიად ცოტა ხანს გასტანა, ოღონდ ახლა მთავარი ისაა, ჩალაგამოვლებულმა ჩრდილოელმა ისევ ჩვენზე არ იყაროს ჯავრი. –

скачать dle 11.3