კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაციოჩაძინებულები #8

„ცხელთავიანების“ გასაჭირი

 იმ მარტივი მიზეზით, რომ სამხრეთელები ვართ (ამიტომაც გვიწოდებენ „ცხელთავიანებს“), ემოციებით მოქმედება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა; მეტიც – მოწოდება (რაციოს, როგორც წესი, საღათას ძილით სძინავს), პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა, დიად აზრთა ფრქვევის ცხოველ თემად იქცა.
ხოლო, რაკი სასულიერო პირების ნაწილმაც იაქტიურა და ცეცხლს ნავთი შეუნთო, მთლად გაგვიხურდა ისედაც ცხელ-ცხელი თავები.
და თუმცა, საბოლოოდ, პროკურატურის ვერსია შეიცვალა, ჯერჯერობით ისევ არ ვიცით, მაინც რა დანიშნულება ჰქონდა აღმოჩენილ ციანიდს.
იმის გამო, რომ ამას გამოიძების დასრულებამდე ვერც გავიგებთ (ან გავიგებთ კი?!). ჩემი მოკრძალებული აზრით, ციანიდის ეპიზოდი ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი მრავალკომბინაციური სვლის ერთი ნაწილია. იმიტომ რომ, ქართული ეკლესიაა ჯერჯერობით ის ერთადერთი საფუძველი, რომელიც აერთიანებს ქართულ ცნობიერებასა და მყიფე ქართულ სახელმწიფოებრიობას.
მეორე მხრივ, რაკი არავინ დაიზარა არც აზრის გამოთქმა და არც საკუთარი წილი ქვის სროლა ეკლესიის მისამართით, გახშირდა რუის-ურბნისის კრების ნოსტალგია. თუმცა, თავიც რომ დავანებოთ სახარებისეულ შეგონებას, ქვა უცოდველმა ისროლოსო და იმასაც, რომ არც აღმაშენებელი გვყავს და არც ჭყონდიდელი, იბადება ბუნებრივი კითხვა: საერო პირებს შორის რამდენია მზად უკანდასახევგზაჩახერგილ ბრძოლის ველზე თავის გასაწირად?! ვინაიდან ამ ორ მოვლენას შორის უმჭიდროესი კავშირია!

скачать dle 11.3