ნიკა არაბიძის ანეკდოტები #7
მეგრელი იხრჩობა მდინარეში და მთელი ხმით ყვირის:
– მიშველეთ! მიშველეთ! ვიხრჩობი!
გაიგონა გურულმა, მივარდა ნაპირზე და უყვირის მეგრელს:
– ნუ გეშინია, ძამა, რავა არ დაგეხმარები... მაგრამ, ცურვა არ ვიცი და აგერ, ხიდი რომ მოჩანს, იქამდე კი მიგაცილებ ფეხით.
***
– იჯექით, იჯექით, არ ადგეთ! – თქვა პროფესორმა უნივერსიტეტში, გოგოების ტუალეტში შესვლისას.
***
მიხო თევზაობს. იქვე დგას მარო და დაჭერილ თევზს წვავს. უცბად, მიხომ ოქროს თევზი დაიჭირა, მაროს გახედა და გასძახა:
– ჰა, დედაკაცო, შენით წახვალ თუ ვთხოვო?
***
პატარა მიტო, მამას ეკითხება:
– მამი, იახტა რა არის?
– წესიერად წაიკითხე, შე შობელძაღლო, მიახტა ეწერება.
***
ტელეფონზე ზარია:
– იცით, თქვენი შვილი ჩვენ გვყავს...
– ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, დაგხოცავთ!
– რა თმის ღერი, შე დებილო? ბაღი იკეტება და დროზე მოდი, შენი შვილი წაიყვანე!
***
ორი ქალბატონი სალონში ლამაზდება და თან საუბრობენ:
– გოგო, სექსის დროს ქმარს ელაპარაკები?
– არა, მაგ დროს ტელეფონს საერთოდ ვთიშავ, რომ არ დამირეკოს.
***
„ის ეწეოდა „პარლამენტს“, მაგრამ პარლამენტარი ვერ გახდა... მიირთმევდა კარაქ „პრეზიდენტს“, მაგრამ პრეზიდენტი ვერ გახდა... მხოლოდ, ლუდმა „კაზიოლმა“ იმოქმედა რეალურად.“
***
– ცხოვრება ცხელი ჩაისავითაა..
– რატომ?
– რა ვიცი, კაცო, ვგავარ ახლა მე ფილოსოფოსს?
გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები
სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს, ცოლი ჰოლში შეეგება და ეუბნება:
– მოდი, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, ჩემო ერთადერთო, აქვე, ახლავე დამიპყარი.
– ეეე, შენ ოღონდ სადილი არ გააკეთო და რას აღარ მოიგონებ.
***
მიხომ დაიბარა თავისი უნიათო, უსაქმური და ყეყეჩი შვილი და ეუბნება:
– შვილო, ცოლი არ მოიყვანო.
– რათა, მამი, რათა?
– შენნაირი შვილი გეყოლება...
***
ისტორიის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
– ვინ არის საფრანგეთის პრეზიდენტი?
– არ ვიცი, მასწ...
– სწავლას მეტი ყურადღება სჭირდება!
– კარგი მასწ... და, იცით ვინ არის თეონა?
– არა.
– ხოდა, თქვენს ქმარსაც სჭირდება მეტი ყურადღება.