კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #7

კონფუცი: თუ გძულს, ესე იგი, დაგამარცხეს.
ეშენბახი: ახალგაზრდობაში სწავლობენ, სიბერეში შეიცნობენ.
ვოვენარგი: ჩვენი რწმენის ძალა და სისუსტე ხშირად ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული და არა გონიერებაზე, ისევე, როგორც ის, ვინც ბუნების მინიშნებებზე იცინის, ყოველთვის არ არის იმათზე ჭკვიანი, ვისაც მათი სჯერა.
ჰორაციუსი: რაც უფრო უახლოვდები ცხოვრების დაისს, მით გრძელია მოგონებათა ჩრდილები.
სენეკა: გაუფრთხილდი შენში ადამიანს.
როულენდი: ქალისთვის საკმარისია იცნობდეს ერთ მამაკაცს და იცოდეს მასზე ყველაფერი. მამაკაცი კი შეიძლება უამრავ ქალს იცნობდეს და ვერცერთს ვერ გაუგოს.
სოფოკლე: ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება აქცევს მას მძიმედ.
ბულგაკოვი: მხოლოდ დროს შესწევს უნარი, დაგარწმუნოთ.
ბეკონი: ცხოვრება სკოლაა, რომლის დამთავრებაც არ უნდა ვიჩქაროთ.
სტრაიზანდი: სიცოცხლე ხანმოკლეა, ამიტომ დაიწყეთ დესერტით.
ჟვანეცკი: ცხოვრება უნივერმაღია, სადაც ყველაფერს პოულობ იმის გარდა, რაც გსურთ.
გოლსუორთი: თუ მომავალზე არ ფიქრობთ, ის არც გექნებათ.
ბუასტი: დადე ზავი შენს წარსულთან, აწმყო რომ არ გაგიფუჭოს.
უაილდი: ზომიერი ხასიათის ადამიანებს ცხოვრება მოწყობილი აქვთ.
ბუფონი: დროა, ის, რაც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ არასდროს გვყოფნის.
დალამბერი: საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში უხასიათო ადამიანია.
ბუშემი: ფულში ერთი რამ არ მომწონს – ადამიანებს ცვლის და იმაზე უფრო ეფექტურად, ვიდრე კიბო.
ვალერი: ცხოვრება ნიშნავს იპოვო ვინმე ან რამე.
ვირგილიუსი: ყველაფრის შეცვლა ბრმა შემთხვევას შეუძლია.
და ვინჩი: უკეთესია სიკვდილი, ვიდრე დაღლა.
თალესი: რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყველას გაუკეთო სიკეთე, მაგრამ ნამდვილად შეგიძლია, არ ჩაიდინო ბოროტება.
ლამარტინი: ღმერთი მხოლოდ სიტყვაა – მოფიქრებული სამყაროს ახსნისთვის.
ლაბრიუერი: სამწუხაროდ, გაურკვეველი ასაკის ქალები მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე შეიძლება იყონ.
კარამზინი: სიბერე მაშინ დგება, როდესაც ყველა ქალი ლამაზი გეჩვენება.

скачать dle 11.3