კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ბელორუს გოგონასთან გიორგი ჩიქოვანს, რომლის მუზაც გახდა და რატომ ეშინია მას თავისუფლების დაკარგვის #7

ცოტა ხნის წინ მომღერალი გიორგი ჩიქოვანი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსში საკუთარი სიმღერით წარდგა, რომელიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. გიორგის უკრაინაში გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს, რომელთა შორის, განსაკუთრებით გოგონები ჭარბობენ.
გიორგი ჩიქოვანი: უკვე გადავედი იმ ეპატზე, რომ საკუთარი სიმღერები ჩავწერო. იმ სიმღერაზე მუშაობა, რომელიც „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე შევასრულე, სექტემბერში დავიწყე. ტექსტი ჩემმა მეგობარმა, მარიამ ჩიხრაძემ დამიწერა, მუსიკა მე მეკუთვნის. კონკრეტულად „ევროვიზიისთვის“ არ ჩამიწერია, უბრალოდ, როცა გავიგე, „ევროვიზიის“ შესარჩევი კონკურსი ტარდებოდა, უკვე მზად მქონდა და გავაგზავნე. მნიშვნელოვანია, როცა მომღერალი მაყურებლის წინაშე საკუთარი სიმღერით წარსდგება.
– შენი სიმღერა საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
– კი და ნამდვილად არ ველოდებოდი. ხუთეულში მოხვდა არა ესემესებით, არამედ ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის წევრებიც იყვნენ დანიიდან, შვედეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩემმა სიმღერამ საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. კონცერტის შემდეგ გერმანიიდან პიტერ მანი დამიკავშირდა, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროდიუსერია. რადიოს, სადაც უნდა იტრიალოს ჩემმა სიმღერამ, ბევრი მსმენელი ჰყავს. მან მომწერა, რომ ის სიმღერა, რომელიც შესარჩევ კონკურსზე გავაგზავნე, კარგი ხარისხით გამეგზავნა მისთვის – „ფლეილისტში“ შევიტანთ, რადიოში დავატრიალებთო.
– გაამართლა შენმა სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობამ?
– რა თქმა უნდა. მაშინ ხომ აქამდე ვერ მოვიდოდი. განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან არა მხოლოდ იქ, ბელორუსიაშიც ძალიან ბევრი გულშემატკივარი შევიძინე. წინა ზაფხულში ვიყავი კიევში, პატარა კონცერტი მქონდა. თან, ძალიან კარგ კონცერტებს დავესწარი, ვისიამოვნე. ზოგადად, უკრაინიდან ყოველთვის კარგი და სასიამოვნო მოგონებებით ჩამოვდივარ ხოლმე.
– უკრაინაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავს, რა თქმა უნდა, მათში გოგონები ჭარბობენ. ვიცი, რომ არაერთი გოგონას მუზაც გახდი. ერთ-ერთის მუზა დღემდე ხარ და პორტრეტებსაც გიძღვნის. მას პირადად იცნობ?
– ბელორუსია. თუმცა პირადად არ ვიცნობ. უკრაინის „X ფაქტორიდან“ გამიცნო. პირველ ტურშიც დიდი გამოხმაურება მქონდა, მაგრამ მეორე ტურში, როცა მაიკლ ჯეკსონის სიმღერა შევასრულე, ჩემი გულშემატკივრების რიცხვი გაიზარდა, უპირველეს ყოვლისა, ნამღერი მოეწონათ. ეს გოგონა ძალიან კარგად ხატავს, კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. უკრაინაში ჩემი გვერდიც გააკეთეს, ჩემმა გულშემატკივრებმა, საკმაოდ კარგმა გოგონებმა – ჩემს სიახლეებს, სიმღერებს აზიარებენ, აქტიურად მიჭერენ მხარს. როცა საშუალება მაქვს, სოციალური ქსელის საშუალებით ვპასუხობ მათ.  ჩემი გულშემატკივარი ძალიან მიყვარს. ისინი რომ არა, ჩვენს საქმიანობას რა აზრი ექნებოდა?! ისე, მე ხშირად არ მცალია და ჩემს გულშემატკივრებს ძირითადად დედაჩემი პასუხობს ხოლმე.
– დედაშენს შენთან საქმეების ჩაწყობას ხომ არ სთხოვენ?
– არა, ძირითადად, ეკითხებიან, როგორ ვარ... ყველა ძალიან საყვარელია.
– დედაშენის აზრს თუ გაითვალისწინებ მეორე ნახევრის შერჩევისას?
– ძალიანაც რომ არ მინდოდეს, ალბათ, ჩაერევა. როგორც ყველა ქართველი დედა, დედაჩემიც არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ მე როგორც გადავწყვეტ, ყველაფერი ისე იქნება და ზედმეტად ვერავინ ჩაერევა.
– ბოლო პერიოდში მამაკაცები ხშირად ამბობენ, კარგი იქნება, თუ ჩემს მეორე ნახევარს დედაჩემის თვისებები ექნება, რაღაც საკითხებში მისნაირი იქნებაო. შენც ასე ფიქრობ?
– არა, რატომ უნდა ჰგავდეს. არ ვფიქრობ, რომ დედაჩემის თვისებები უნდა ჰქონდეს. ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ ქალს კონკრეტულად ეს ან ის თვისება უნდა ჰქონდეს; ქერა უნდა იყოს ან შავგვრემანი. მთავარია, გაგიგოს და გაუგო. მე იმ ასაკში არ ვარ, მარტო ერთ რამეს გავეკიდო, თუნდაც გრძელ ფეხებს. ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც ურთიერთობაში მნიშვნელოვანია. გრძელი ფეხები არავის უკვირს.
– რა ხდება ამჟამად შენს პირად ცხოვრებაში?
– ახლა ყველანაირად გადართული ვარ სიმღერებზე. მეორე სიმღერაზე მინდა კარგი კლიპის გადაღება, რომელსაც საინტერესო ხალხი ელოდება. ამიტომ, პირადი ცხოვრება ცოტა გადაწეული მაქვს. თუმცა, სიყვარულიც რომ არ მწვევია, ესეც ფაქტია. სერიოზული არაფერია. ჯერჯერობით თავისუფლებით ვტკბები და მეშინია, ძალიან არ შევეჩვიო.
– უკვე გეკითხებიან, როდის მოგყავს ცოლიო?
– დაიწყო უკვე, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. მე როცა მომინდება, მაშინ მოვიყვან ცოლს და არა მაშინ, როცა საზოგადოებას და ჩემს ოჯახს მოუნდება... როცა ამისთვის მზად ვიქნები და გამოჩნდება ის, ვისაც ცოლად მოვიყვან. ჯერ არ ჩანს და ცოტა სხვა გეგმებიც მაქვს. თან, თავისუფლებამ ცოტა შეჩვევა იცის და ცოტა რთულია მისი დაკარგვა. როცა ურთიერთობა იმ ეტაპზე გადადის, ოდნავ კონტროლს რომ ექვემდებარება, მანდ გრძნობ, თავისუფლებას კარგავ და ცოტა გეშინია. ალბათ, თავისუფლება უფრო ადვილად დასაკარგია, როცა 20-ის, 22 წლის ხარ, ვიდრე 30-ს რომ უახლოვდები. თანდათან, უფრო გიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება. ამ ასაკში ბევრ რამეს აკვირდები, დეტალებს ითვალისწინებ და ცოტა ჭირს გადაწყვეტილების მიღება.
– ზოგჯერ მამაკაცები პასუხისმგებლობის აღებასაც ერიდებიან.
– პასუხისმგებლობის აღება არ გამიჭირდება. უბრალოდ, უფრო მეტ დეტალს ვაკვირდები, რასაც ადრე არც კი შევამჩნევდი და ახლა კი, ამან შეიძლება, საპირისპირო გადაწყვეტილება მიმაღებინოს. ეს დეტალები საუბრიდან, მანერებიდან უნდა მომდინარეობდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ აქვს მნიშვნელობა. მეც შეიძლება, ვინმეს მოვწონდე, მაგრამ რაღაც მანერის გამო აღარ მოვეწონო. ერთი ნახვით შეყვარებაც მითი მგონია. ურთიერთობიდან გამომდინარე მოდის ყველაფერი და მერე გადადის სიყვარულში. მოწონებიდან იწყება, მაგრამ უნდა განვითარდეს ურთიერთობა, თორემ მხოლოდ მოწონებად ან ლტოლვად დარჩება და მერე დამთავრდება კიდეც. ურთიერთობა ერთფეროვანი თუა, შესაბამისად, მოსაბეზრებელიც იქნება. მერე კი ინტერესიც ეკარგება წყვილს. ამიტომ, ურთიერთობაში სიახლეების შეტანა ორივეს მხრიდან უნდა ხდებოდეს. კაცს მეტის უფლება აქვს და ქალს არა – ეს, ჩემი აზრით, სისულელეა. ურთიერთობაში სიახლე და ყველაფერი ორივემ თანაბრად უნდა შეიტანოს.
–  რას ფიქრობ ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე?
– რაღაც საკითხებში, რა თქმა უნდა, კაცი წინ დგას და უნდა იდგეს კიდეც. მაგრამ, ბევრ საკითხში შეიძლება, ქალი იდგეს წინ და ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღოს. „ქალი მარტო სამზარეულოში“ – ასეთი რამ არ მესმის. დღეს ქალებს ბევრ რამეში მიჰყავთ „პარადი.” ანუ, ბევრ ფაქტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ბალანსი დაცული უნდა იყოს და უთანხმოებისას არც ქალი უნდა გარბოდეს პირველი და არც სარეცხის გასარეცხად არ უნდა გარბოდეს კაცი პირველი. თუმცა შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ კაცმა ქალი შეცვალოს სამზარეულოში. უბრალოდ, მე არ მეხერხება საჭმელების კეთება, თორემ, თუ მასწავლის, სიამოვნებით შევცვლი. მით უმეტეს, როცა ბავშვი ჩნდება ოჯახში, მამაკაცმაც არანაკლები როლი უნდა შეასრულოს მის გაზრდაში. რაღაც მომენტში, დედაც კი უნდა შეცვალოს მამამ.
– ერთგული ხარ? როცა ვინმე გიყვარს აქეთ-იქით აღარ იყურები?
– ერთგული ვარ. როცა თავისუფალი ვარ, მაშინ არც მომეთხოვება ერთგულება. მაგრამ, როცა კი შეყვარებული მყოლია, სხვაზე არც მიფიქრია. კონტროლის ქვეშ რომ ჰყავთ, არ შემიძლია. თუ კაცს რამის გაკეთება უნდა, ისედაც მოახერხებს, ამისთვის ღამის საათები სულ არ არის საჭირო. ნდობაზე უნდა იყოს ურთიერთობა დაფუძნებული.
– როგორ უყურებ ღალატის თემას?
– არც კაცს და არც ქალს არ ეპატიება ღალატი. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ადრე და დაუფიქრებლად შექმნილ ოჯახებს ემართებათ. ჯობია, დაღვინებულ ასაკში შექმნა ოჯახი. კაცმაც მანამდე უნდა მოითავოს, რაც ჩაფიქრებული აქვს და მერე აღარ მოუნდება ღალატი. ცუდია, ქალებიც რომ ამართლებენ და მერე, ალბათ, მათი ქმრებისთვის ღალატი ჩვეულებრივი მოვლენაა.

скачать dle 11.3