კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ეუბნება დედა ფეხბურთელ გულნარა გაბელიას ტატუებთან დაკავშირებით და რა გეგმები აქვს საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელს #7

ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ქალი გულნარა გაბელიაა. სწორედ ის იყო, ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლეგიონერი. გულნარა სენაკის რაიონის, სოფელ ეკიში დაიბადა. 31 წლის ფეხბურთელი ჯერ არ აპირებს, აქტიურ სპორტს ჩამოშორდეს და სამომავლოდ დიდი მიზნებიც აქვს. მას 2016 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტული მიანიჭეს. გარდა ამ წოდებისა ის გახლავთ: საქართველოს ორგზის, ხოლო  ყაზახეთის ოთხგზის ჩემპიონი; თურქეთისა და ყაზახეთის საუკეთესო ბომბარდირი, ექვსგზის თასის მფლობელი და  ყაზახეთის ქალთა ლიგის რეკორდის ავტორი (24 მატჩში – 61 გოლი). ახლა ის ყაზახეთის ერთ-ერთ გუნდში თამაშობს, თუმცა ეროვნული ნაკრების ყველა შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
– გულნარა, როდის დაინტერესდი ამ სპორტით?
– ძალიან დიდი ხანია, რაც ფეხბურთის მიმართ ინტერესი გამიჩნდა.  როგორც ამბობენ, 2-3 წლის რომ ვიყავი, სულ ბურთი მეჭირა ხელში და დავდიოდი. სხვა სათამაშოს არ ვეკარებოდი, თოჯინებით არასდროს მითამაშია. სოფელშიც დილიდან საღამომდე ვთამაშობდი და ბიჭებთან ერთად, სტადიონზე ვიყავი.  არ ვიცი, რატომ, მაგრამ სხვა რამ ნაკლებად მაინტერესებდა.  სოფელში დავიბადე და ვიდრე დიდ ფეხბურთს გავყვებოდი, მანამდე, ძალაუნებურად, ბიჭებთან მიწევდა თამაში, რადგან რეალურად, სოფელში არ იყო ფეხბურთელი გოგო. პირველად ბურთი მეზობელმა მიყიდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ სპორტს ბოლომდე გავყევი.
– სოფელში ბევრი საქმეა. მშობლებს არ ეხმარებოდი? როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ შენი ინტერესისადმი?
– ვიდრე სოფელში ვცხოვრობდი,  კარგი იყო. არანაირი სირთულე არ მქონია. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, როგორც ყველა ოჯახი. რომ გითხრათ, თავს ვიკლავდი მუშოაბით-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, რაღაცეებში, ცოტ-ცოტას ვეხმარებოდი მშობლებს (იცინის). დიდად არ მეჩხუბებოდნენ ჩემი ინტერესის გამო. ერთადერთი, სკოლიდან სულ დასვრილი და დახეული ფეხსაცმლით რომ ვბრუნდებოდი, დედა მიბრაზდებოდა. დეიდაჩემი იყო ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი. სულ მეუბნებოდა: გოგო ხარ, რად გინდა, ფეხბურთი, არაა ეგ შენი საქმე, ტანს გაგიფუჭებსო. მაგრამ არ დავუჯერე (იცინის). ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, დიდი ფეხბურთი მეთამაშა და ავიხდინე. ხშირად მეკითხებიან, რატომ ეს სპორტიო? პასუხი არ მაქვს, რადგან ვერ ვიხსენებ მომეტს, როდის გამიჩნდა მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. პატარაობიდანვე მიყვარდა, მაშინაც კი, როცა გაცნობიერებული არ მქონდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბურთთან ერთად ვიძინებდი, დავდიოდი და ვჭამდი კიდეც. დღეს ჩემი მშობლები ამაყობენ ჩემით, რაც ბედნიერებას მანიჭებს.
– როდის გადაწყვიტე სერიოზულად ვარჯიშის დაწყება?
– ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მივედი ტრენერთან. იქიდან გამომდინარე, რომ გოგონების გუნდი არ არსებობდა, ბიჭებთან ერთად მიწევდა ვარჯიში. მერე „დინამოში” გადავედი, ერთი სეზონი თურქეთში ვითამაშე, ხოლო 2010 წლიდან, უკვე ყაზახეთში ვარ. რთული იყო ბიჭებთან ერთად თამაში, მაინც კონკურენციის დონე შედარებით მაღალია მათთან.  ყველა ჩემი სოფლელი იყო და დიდ პატივს მცემდნენ. გოგო თამაშობს, ცოტა ფრთხილად იყავითო, ერთმანეთს ეუბნებოდნენ.  ისინი მიფრთხილდებოდნენ, მაგრამ მე ვეჩხუბებოდი სულ (იცინის). ერთი გოგო რომ ვიყავი, ვერავინ ვერაფერს მიბედავდა.
– 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაგასახელს.
– იმაზე კარგი არაფერია, როცა შენს ქვეყანში საუკეთესო ხარ და გაღიარებენ. უზომოდ გახარებული ვარ და ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს წოდება. უფრო მეტს გავაკეთებ მომავალში, რომ ჩემი ქვეყნის სახელი გავიტანო უცხოეთში და ჩემმა ქვეყანამ ჩემით იამაყოს. წინასწარ არ ვიცი, რა იქნება, ყაზახეთში კონტრაქტი მაქვს ჯერ, მაგრამ  იმედია, მომეცემა იმის საშაულება, რისი გაკეთებაც მინდა.
– იმიჯიც ცოტა ბიჭური გაქვს. ეს შენმა ცხოვრების წესმა განაპირობა?
– დიახ, ჩემი იმიჯი არაა ისეთი, როგორიც სხვა გოგონების. ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრების სტილმა განაპირობა. ისეა, რომ სულ სპორტულები მაცვია, ვარჯიშზე, „ზბორებზე“ და ყველგან. არასდროს დავდივარ კაბით. ხანდახან, როცა მაღაზიებში შევდივარ, ისე მოვიზომავ ხოლმე, სახალისოდ (იცინის)  დატვირთული ცხოვრების რეჟიმი მაქვს, ჭამის დროც არ მრჩება ხოლმე. თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობ და დღეში 2-ჯერ მიტარდება ვარჯიშები.
– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს.
– კი, ბევრია, განსაკუთრებით ყაზახეთში. სოციალურ ქსელში მწერენ, მირეკავენ, მაგრამ უმრავლესობას არ ვპასუხობ. რაღაცეებს მეკითხებიან ხოლმე და მერე, ნერვები მეშლება. აი, პატარა ბავშვები რომ  მწერენ და ავტოგრაფს მთხოვენ, ეს ნამდვილად მსიამოვნებს.
– უკვირთ, როცა იგებენ, რომ ფეხბურთელი ხარ?
– კი, უკვირთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სოფელში ყველა მიცნობს და ყველამ იცის ჩემ შესახებ, მაინც უკვირთ. ყველა ირჩევს ცხოვრების გზას და მე ფეხბურთი ავირჩიე – ძალიან სწორადაც მოვიქეცი.
– პირად ურთიერთობებში რა ხდება?
– ამაზე არ ვფიქრობ, ჩემს გეგმებში არ შედის. ამ ეტაპზე მხოლოდ ფეხბურთით ვარ დაკავებული და მომავალში ვნახოთ, რა იქნება. წარსულში შეიძლება, მიყვარდა კიდეც, ახლა მაგის დრო არ მაქვს. არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი.
– რამდენიმე ტატუ გაქვს. რას უკავშირდება შენს სხეულზე ნახატები და წარწერები?
– ბავშვობიდან მომწონდა ტატუები და ერთხელაც გადავწყვიტე, მეც გამეკეთებინა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე, მეოთხე და ასე. პირველად დავიწერე 7-იანი, ჩემი ნომერი, რომლითაც ვთამაშობ, მერე – „დედა“, რადგან დედა ყველაფერია. ამის შემდეგ იყო: „ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა“ და ბოლოს, ერთი ნახატიც დავიხატე. დედაჩემი მეუბნება, მეტი აღარ გაიკეთოო (იცინის). თავიდან ძმას ვუთხარი, რომ დაწერას ვაპირებდი და წინააღმდეგობა არ გაუწევია.
– ფეხბურთში ხშირია ტრავმები. შენ გქონია რაიმე სახის დაზიანება?
– კი, როგორ არა,  თან ძალიან ბევრჯერ. ერთხელ, ჩემპიონთა ლიგაზე მეკარემ ისე ჩამარტყა თავში, გონება დავკარგე და პირდაპირ საავადმყოფოში წამიყვანეს. აზრზე, რომ მოვედი, უკვე საავადმყოფოში ვიყავი. არ მახსოვს, რა მოხდა და რა იყო. თამაშის მერე ყველა ჩემი გუნდელი მოვიდა და იმათ მითხრეს, რაც შემემთხვა.

скачать dle 11.3