კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა მოიმოქმედონ მოთამაშის ოჯახის წევრებმა და იკურნება თუ არა ლუდომანია #7

ნებისმიერ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. თუმცა, ვიდრე ლუდომანად ჩამოყალიბდება ადამიანი, მანამდე გაკვეულ ეტაპებს გადის. თითოეული ეტაპი ბუნებრივია, საზიანოა. ხშირია შემთხვევა, როცა თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ისეთ დეგრადაციამდეა მისული, რომ თამაშის გარეშე  „ლომკა“ და გულის იშემია ემართება. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილება გენეტიკიდან მოდის. ანუ, ამ საკითხში გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს. ტოტალიზატორებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს, არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც საკმაოდ ხშირად აკითხავენ. თუმცა, მამაკაცებში აზარტული თამაშების კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო მაღალია. მაგრამ, როგორც კვლევებმა აჩვენა, ქალებს უფრო უჭირთ თავის დანებება თამაშზე, ვიდრე მამაკაცებს. ეს პრობლემა იმდენად დიდი და გლობალურია, რომ აზარტომანიას ნარკომანიას ადარებენ და როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ნარკომანია შედარებით მარტივად იკურნება. ამ კუთხით, მძიმე ვითარებაა საქართველოშიც. ერი მასობრივადაა დაავადებული ტოტალიზატორების მავნებლური გავლენით. შესაძლებელია, თუ არა ლუდომანიის პრევენცია და ზოგადად, რატომ ხდება ადამიანი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, ამ თემაზე ფსიქოლოგი ნინო თოფურია გვესაუბრა: ლუდომანიაში ნებისმიერი სახით თამაშზე დამოკიდებულება შედის. დამოკიდებულება იგივე აკვიატებაა, ამ შემთხვევაში, ადამიანს აეკვიატება კონკრეტული სახის თამაში. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, უწყინარი მიზეზით იწყება ყველაფერი - მოდი მივალ, ვცდი, იქნებ გამიმართლოს და შემდეგ გამოვალ. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ სუსტ ადამიანებს არ ემართებათ. სუსტის დეფინიცია ძალიან აბსტრაქტულია, რადგან არ ვიცით, როგორია. ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება განუვითარდეს ლუდომანია. აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი ფაქტორი აქვს გენეტიკას. თუ, წინაპრებში იყო მოთამაშე ადამიანი,  რისკი ერთიორად იზრდება. საქართველოს ვარიანტით რომ ვისაუბროთ, თამაშს ძირითადად ეკონომიკური პრობლემების გამო იწყებენ. ადამიანებს ექმნებათ უშრომელად დიდი თანხის მოგების ილუზია. პირველი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რაც კაზინოში შესვლისთანავე იგრძნობა, ეს არის დროის დაკარგვა. კაზინოების უმრავლესობაში ინტერიერი  ისეა მოწყობილი, რომ არ არის საათები და ფანჯრები. ნებისმერი ადამიანი, რომელიც შედის სათამაშოდ, ჰგონია, მხოლოდ ერთი საათი დაჰყო, არადა 3-4 საათი თამაშობდა.
– ლუდომანიას აქვს ეტაპები, რომელი ეტაპიდან იწყება თამაშის აკვიატება და ამაზე მიჯაჭვულობა?
–  დიახ, მას გააჩნია ეტაპები. პირველია - მოგება. დამწყები მოთამაშე სრულიად შემთხვევით იგებს გარკვეულ თანხას. ამ დროს ხდება ფიქსაცია, ანუ მოგებაზე იჭედება ადამიანი. შემდეგია წაგების ეტაპი -  წაგება შეიძლება, იყოს ასი, მაგრამ იმ ერთი მოგების მიღმა ფიქრი. ტვინში მიმდინარეობს შემდეგი პროცესი - ერთხელ თუ მოვიგე, კიდევ შემიძლია მოგება. ამ მომენტში ადამიანებს ჰგონიათ, რომ თამაშს აკონტროლებენ. ალბათ, ყველას გსმენიათ: „აი, ის რომ არ შემშლოდა, მოვიგებდი“. თუმცა, ეს ასე არაა. ტოტალიზატორები და მსგავსი დაწესებულებები, სწორედ ამ სუსტ წერტილზე ურტყამენ. მოთამაშეები ვერაფერსაც ვერ აკოტროლებენ. ეს მათი ილუზიაა. მოთამაშე წლების განმავლობაში შეიძლება, ჩაიციკლოს იმ ერთადერთ მოგებაზე. მთელი მისი ენერგია კი იმაზე ფიქრს მოახმაროს, თუ როგორ მოიგოს, რა გზას მიმართოს, როგორ გააუმჯობესოს და ასე შემდეგ. ტოტალიზატორებს კარგად აქვთ ადამიანის ფსიქოლოგია განსაზღვრული და ზუსტად იციან, როგორ ჩაიჭირონ ის.  სულ წაგებით მოთამაშე წყვეტს თამაშს.  სწორედ ამიტომ, დაწესებულება მას შემდეგ მოგებას აძლევს.  წაგების ეტაპზე  ადამიანის დერეალიზაცია ხდება, ის თავის თავს  განყენებულად ხედავს, ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას. ამ დროს იმდენად პრიმიტიულ დონეზეა ის მიყვანილი, რომ შეიძლება, დაავიწყდეს საკვების მიღება, დაძინება, დალევა და ასე შემდეგ. მაგრამ, ყოველთვის ემახსოვრება თამაში, რისთვისაც სჭირდება ფული. სწორედ აქ იქმნება მანკიერი წრე. ლუდომანის მეორე, მესამე ეტაპიდან იწყება მდგომარეობის გაუარესება: იკარგება პიროვნული ნიჭი, ცდილობს საზოგადოებისგან თავის შორს დაჭერას და ეცვლება გუნება-განწყობილება. თუ ის იყო მხიარული და კომუნიკაბელური, გამოავლენს ანტი თვისებებს. როცა ლუდომანი საზოგადოებისგან მოწყვეტას გადაწყვეტს, მაშინ სუიციდის რისკი იზრდება. მსგავს ადამიანებს პრობლემები ექმნებათ, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახშიც. ისინი ძალიან მარტივად ანგრევენ ოჯახს და ანებებენ თავს მუშაობას. მათთვის ყველაფერი ტვირთია, რაც თამაშთან არ ასოცირდება. ამ თემის მიღმა ყველაფერი აღიზიანებთ, ხელს უშლით და ცდილობენ, მის მოშორებას. პრობლემა ისაა, რომ დერეალიზაციას მოჰყვება დეპერსონალიზაცია. შოკის მდგომარეობა აქვს ლუდომანს – აკეთებს რაღაცას, მაგრამ არ იცის, რატომ.  ეს ეტაპი ყველაზე რთულია. ადამიანს მუდმივი შფოთვა ეწყება და ძილსაც კი ვეღარ ახერხებს. ფინანსური წყარო აკლდება და ეფლობა ჭაობში. იწყებს არალეგალურ ქმედებებს - შეიძლება მოიპაროს, მოკლას ვიღაც და ფული აიღოს. მისთვის მთავარია, თანხა იშოვოს. ამიტომ, სწორედ გაუცნობიერებლად  გააქვთ ოჯახიდან ნივთები და ყიდიან სახლებს.
–  ოჯახის წევრებს უჭირთ ლუდომანთან საერთო ენის გამონახვა და ხშირად ჩხუბამდე, ძალადობამდე მივყავართ ამ ყოველივეს.
–  მას, რომ ესმოდეს, რასაც აკეთებს, როგორ ფიქრობთ მსგავს ქმედებას ჩაიდენდა? რა თქმა უნდა, არა. ლუდომანი არის ჩვეულებრივი დაავადებული, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აღარ აქვს და შესაბამისად, ვერ მოვთხოვთ ასე მარტივად ქმედების შეწყვეტას. თქვენ წინ არა ის ადამიანია, რომელსაც იცნობდით, არამედ პრიმიტიულ მოთხოვნილებამდე დასული კაცი. ლუდომანს სჭირდება თანადგომა. თუ, მათ თანადგომის საკმარისი დოზა ექნებათ ადამიანებისგან, ისინი გამოდიან მძიმე სიტუაციიდან. ოღონდ ეს უნდა იყოს თანადგომა და არა შეცოდება ხშირად ადამიანებს სიბრალური და თანადგომა ეშლებათ ერთმანეთისგან. სიბრალური აუცილებად გამოიწვევს მის გაღიზიანებას. თანადგომაა, როდესაც ეუბნები: შენ მოერევი, შენ შეძლებ, ჩვენ შენთან ვართ.
–  ხშირად, ლუდმანები სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს.
–  სუიციდი  უკიდურესი ეტაპია. ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე მობეზრდა და აღარ უნდა იცხოვროს, ეს ნაბიჯი მისთვის პრობლემებისგან გათავისუფლების გზაა. სუიციდი ამ შემთხვევაში შეგვიძლია, აღვიქვათ, როგორც თავდაცვის მექანიზმი – სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ვეღარ ვუძლებ, გამოვიფიტე. დიახ, როცა  აცნობიერებს ადამიანი, რომ დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, მაშინ დგამს ამ ნაბიჯს. თან, ის ხომ გამოეყო საზოგადოებას და მარტო დარჩა. მარტო დარჩენა გულისხმობს თანადგომის არ ქონას და პირისპირ დარჩენას პრობლემასთან. ამის გაცნობიერებას მივყავართ სუიციდამდე.
–   შესაძლებელია განკურნება?
–  შესაძლებელია, ოღონდ როგორც თამაშს აქვს თავსი ეტაპები, ასევეა, განკურნების პროცესიც. ეს არ მოხდება ერთბაშად. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. პირველი და უმნიშვნელოვანესია, აღიარება. ლუდომანმა უნდა აღიაროს, რომ ის თამაშზე დამოკიდებულია. ასევე, მიშვნელოვანია გარემო. ხშირად გვსმენია, ის თამაშობდა და მეც ვცადეო. ეს განტევების ვარიანტია, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას გულისხმობს - იმან დამაწყებინა, მე  არაფერ შუაში ვარო. ლუდომანის ირგვლივ გარემო უნდა გასუფთავდეს. მისი შეგნება უნდა მივიდეს იქამდე, რომ ეს ცუდია.
–  ეს პრობლემა მოგვარდება, თუ კაზინოები და მსგავსი აზარტული თამაშები ლეგალური აღარ იქნება?
–  ახლა დაიწყო ამ ყველაფრის ლეგალიზება, თორემ მანამდე იატაკქვეშ არსებობდა ყველაფერი. იგივე დაწესებულებები იყო სარდაფებში. პრობლემა არ იცვლება აკრძალვა-არაკრძალვით. თან, აკრძალული ხილი ყოველთვის გემრიელია. რასაც კრძალავ, ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს. შესაბამისად, აკრძალვაში ვერ ვხედავ გამოსავალს. წინააღმდეგობის ტენდენცია გვაქვს ადამიანებს, გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაშია.

скачать dle 11.3