კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაფლანგა ხე-ტყის მაფიამ 260 მილიონი მანეთი 3 წლის განმავლობაში #7

ეგრეთ წოდებული „ხე-ტყის საქმე“, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული დანაშაული იყო, რომელშიც ქართველებიც იყვნენ ჩართულნი. გთავაზობთ ამ საქმის ზოგიერთ ძირითად დეტალს, რომელიც ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის.
გახმაურებული სკანდალი
1970 წლის 1 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ტყვარჩელის ერთ-ერთ მაღაროში ტრაგედია დატრიალდა. ქვანახშირმომპოვებელთა ერთი ბრიგადა ხუთკილომეტრიანი გვირაბის მეორე კილომეტრზე მდებარე მონაკვეთში, კლდის ჩამოწოლის შედეგად, მიწაში დაიმარხა და ყველა დაიღუპა. მსხვერპლმა თორმეტი ადამიანი შეადგინა. ასეთ შემთხვევებს საბჭოეთში არ ახმაურებდნენ და არც ამჯერად გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება. თუმცა, ეს შემთხვევა მთელმა მსოფლიომ შეიტყო და „ამერიკის ხმამ,“ „რადიო თავისუფლებამ“ ვრცელი სიუჟეტები მოამზადეს. საქმე ის იყო, რომ ქართველ საბჭოთა მაღაროელებთან ერთად, ტრაგედიის ადგილზე უელსელი მაღაროელი, 39 წლის უილიამ ჯენკინსიც იმყოფებოდა. ის საბჭოთა მაღაროში გაცვლითი პროგრამის საფუძველზე მოხვდა და ამ ტრაგედიას შეეწირა. სწორედ ბრიტანულმა მხარემ მისცა ამ შემთხვევას საერთაშორისო რეზონანსი და მსოფლიომ შეიტყო, რომ საბჭოთა მაღაროებში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. რადგან სკანდალი გახმაურდა, გამოძიებაში „კაგებე“ ჩაერთო და ყველაფერს გულდასმით არკვევდნენ.
დამპალი მორები
ძიების დროს ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ტყვარჩელის მაღაროში კლდის ჩამოწოლა დამპალმა მორებმა (ბიგებმა) გამოიწვია – ვერ გაუძლო კლდის დაწოლის სიმძიმეს და ჩამოიშალა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ამიტომ, უშიშროებამ 43 წლის ვარლამ კულია დააპატიმრა. ის, ეგრეთ წოდებულ ტექნიკურ კონტროლზე იყო პასუხისმგებელი და მორებს მაღაროს გასამაგრებლად აგზავნიდა. ის ადგენდა მათი ვარგისიანობის ხარისხს. კულიამ პირველივე დაკითხვაზე ოთარ კაკაჩია დაასახელა და თქვა, რომ 39 წლის კაკაჩია, რომელიც ციმბირიდან საქართველოში კლდის სამაგრ ხე-ტყეს ეზიდებოდა, ვარგისიან მასალას „ლევად“ ჰყიდდა და სანაცვლოდ უვარგისი, ვადაგასული და დაბალი ხარისხის მასალა ჩაჰქონდა ტყვარჩელში. ოთარ კაკაჩია საქართველოს ხე-ტყის კომბინატის მთავარი ინჟინერი გახლდათ და მსგავსი დანიშნულების მასალები მხოლოდ მის ხელში გადიოდა. კაკაჩია თბილისში, ვაკეში ცხოვრობდა, ერთ-ერთი ახლად აშენებული კორპუსის ხუთოთახიან, ფეშენებელურ ბინაში. როდესაც მას უშიშროების ოპერებმა მიაკითხეს, მასპინძელი შინ არ დახვდათ. ცოლმა კი „კაგებეშნიკებს“ უთხრა: სამი დღეა, არ გამოჩენილაო. ოთარ კაკაჩია ორი დღის შემდეგ მტკვარში, ორთაჭალჰესთან აღმოაჩინეს მკვდარი და დამპალი მორების საქმე ადგილზე დაბუქსავდა.
გამქრალი მილიონები
ოთარ კაკაჩიას ცხედარზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მთავარი ინჟინერი მოკლული იყო. კაკაჩიას სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ ეტყობოდა, თუმცა სხეულში კალიუმციანიდისა და ალკოჰოლური სასმლის დიდი დოზა აღმოაჩინეს. ცხადი იყო, რომ კაკაჩია ვიღაცამ მოწამლა და შემდეგ მტკვარში გადააგდო. მაიორმა პავლე სამუშიამ, რომელიც ამ ფართომასშტაბიანი საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი გახლდათ, მოკლულის მეუღლეს, დალი კუციას უთხრა:
– ნუთუ თქვენი მოკლული მეუღლის გამო კანონიერი და ბუნებრივი შურისძიების გრძნობა არ გამოძრავებთ? თუ ეს ასეა, მაშინ იქნებ თქვათ, რაც იცით და გამოძიებას სამუშაო გაუიოლოთ, თქვენი მეუღლის მკვლელებზე გაგვიყვანოთ და მათზე კანონიერად იძიოთ შური...
დალი კუციაზე გამოცდილი გამომძიებლის სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა და ქალმა მაიორს უთხრა:
– ოთარი ბევრ ფულს შოულობდა ხე-ტყით, მაგრამ ტყვარჩელური ტრაგედიის შემდეგ ძალიან შეეშინდა და ამბობდა: მილიციას უნდა ჩავბარდე, ყველაფერი გულწრფელად ვაღიაროო. მისი პარტნიორი მისივე მოადგილე ანზორ ჯაში იყო. ის ნამდვილი დაუნდობელი, პათოლოგიური მკვლელია და ისეთი სახე აქვს, შეგეშინდებათ.
სანამ მაიორი პავლე სამუშია ანზორ ჯაშს მიაკითხავდა, ის თავად ეახლა გამომძიებელს „კაგებეში“ და აღიარებით ჩვენებაში დაწერა, რომ დამპალ ხე-ტყესთან დაკავშირებულ მაქინაციებში ის ოთარ კაკაჩიამ გახვია.
– კაკაჩია საშინელი ადამიანი იყო, – წერდა ჯაში, – მეუბნებოდა, თუ არ დამეხმარები, ჩემს მეგობრებს შენს თავს მოვაკვლევინებო.
ჯაშს მაქსიმუმ ოთხი წელი მოუწევდა ციხეში ჯდომა. აღიარების შემთხვევაში კი, მისი სასჯელი განახევრდებოდა და შეიძლება, პირობითი სასჯელიც კი მიეცათ მისთვის. მით უმეტეს, რომ არცერთ საბუთზე მისი ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა. ისე გამოდიოდა, რომ ხე-ტყის აფერით დაკარგული მილიონები მხოლოდ მოკლული კაკაჩიას კისერზე იყო.
მასობრივი დაპატიმრებები
მიუხედავად იმისა, რომ ანზორ ჯაში თავად გამოცხადდა საგამომძიებლო ორგანოებში, აღიარებითი ჩვენება მისცა და მზად იყო გამოძიებასთან სათანამშრომლოდ, სამუშიამ ის მაინც დააპატიმრა და უშიშროების იზოლატორში გამოამწყვდია, რომელიც იმ პერიოდში მთაწმინდაზე, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა. მაიორი დარწმუნებული იყო, რომ ჯაში იტყუებოდა, საქმიდან თავის დაძვრენა უნდოდა და ყველაფერი კაკაჩიას გადააბრალა. სამუშია იმასაც ვარაუდობდა, რომ მთავარი ინჟინრის მკვლელობა თუ ჯაშის შეკვეთილი ან სულაც შესრულებული არ იყო, ის საქმის კურსში მაინც იმყოფებოდა. ამიტომ, იმედი ჰქონდა, ჯაშს გამოტეხავდა, სიმართლეს ათქმევინებდა და საქმეს წინ წასწევდა. ჯაშის დაპატიმრების პარალელურად, გამოძიების სხვა წევრებმა საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც დამპალი მორების საქმეში იყვნენ გარეული და გაირკვა, რომ საქართველოს თითქმის ყველა მაღაროში ვადაგასული მორები მიჰქონდათ გვირაბების გასამაგრებლად. ანუ, ნებისმიერ მაღაროში ნებისმიერ დროს ტყვარჩელური ტრაგედიის გამეორების შანსი იყო...
ხე-ტყის მაფია
ანზორ ჯაში, რომელიც „კაგებეში“ ერთადგილიან საკანში იჯდა, გისოსებზე ჩამომხრჩვალი იპოვეს და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს სუიციდი იყო. ამით, მართალია, ძიება გართულდა, მაგრამ მოსკოვიდან ჩამოსულმა საგანგებო-საგამოძიებო ჯგუფმა საქმე ბოლომდე მიიყვანა. თბილისში, ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, ირკუტსკსა და სიკტივკარში, ეგრეთ წოდებული, ხე-ტყის მაფიის სამოცდათოთხმეტი წევრი დააპატიმრა და სხვადასხვა ვადით პასუხისგებაში მისცეს. გაიშიფრა სქემები, რომლითაც ისინი მოქმედებდნენ. ბოროტმოქმედები შახტების გასამაგრებლად განკუთვნილ ძვირფას ხე-ტყეს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა  ქალაქში, კერძო პირებსა თუ საწარმოებზე ყიდდნენ, ძირითადად, სამშენებლო მიზნებისთვის და უამრავ ფულს იჯიბავდნენ. გასამაგრებელ მასალად კი ვადაგასულ ან გაფუჭებულ ხე-ტყეს იყენებდნენ, რომლებიც გასანადგურებლად იყო გამზადებული. ამ გზით, ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა 1967-1970 წლებში 260 მილიონი მანეთი ჩაიჯიბა, რაც იმ დროს ასტრონომიული თანხა იყო. ჯგუფის ხელმძღვანელი ქალაქ სიკტივკარის ტყის გადასამუშავებელი კომბინატის დირექტორი, ვაჟა კეკელია გახლდათ. მას „კაგებეს“ ოპერჯგუფმა 36 მილიონი მანეთი, 200 კილოგრამი ოქრო და ანტიკვარული ნივთები ჩამოართვა. კეკელია 1972 წელს დახვრიტეს. მას კაკაჩიას მკვლელობის შეკვეთა დასდეს ბრალად, რომელიც ანზორ ჯაშმა შეასრულა.
P.S. ამ საქმეში საგულისხმო ისაა, რომ 63 ადამიანი მალევე არა მარტო გაათავისუფლეს პატიმრობიდან, არამედ სამსახურებშიც დააბრუნეს. მართალია, დამპალ ხე-ტყეს აღარ აგზავნიდნენ მაღაროებში, მაგრამ ხე-ტყის მაფია კვლავ აგრძელებდა ფულის კეთებას.

скачать dle 11.3