დაბალკალორიული ერთდღიანი დიეტა და მინუს ერთი კილოგრამი #7
ერთდღიანი, დაბალკალორიული დიეტის მენიუ, სულ 1 635 კილოკალორიას შეიცავს. ამიტომ, ადამიანი ერთ დღეში ერთ კილოგრამს იკლებს, და თანაც, არ შიმშილობს.
პირველი საუზმე: 100 გრამი ხაჭო, 200 გრამი მოთუშული სტაფილო, უშაქრო რძიანი ყავა.
მეორე საუზმე: 170 გრამი კომბოსტოს სალათა არაჟნით, მარილის გარეშე.
სადილი: 200 გრამი ვეგეტარიანული წვნიანი, 90 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი მწვანე ბარდით და 1 ცალი ვაშლი.
სამხარი: 100 გრამი ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა ასკილის ნახარში, შაქრის გარეშე.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული თევზი, 120 გრამი ბოსტნეულის სალათა.
ძილის წინ, 1 საათით ადრე, 180 გრამი კეფირი.
თუ ვერ ძლებთ პურის გარეშე, მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ 150 გრამი ჭვავის პური.