კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებებს კურნავს კვერცხი #7


კვერცხით მკურნალობას ძალიან დიდი ისტორია აქვს სხვადასხვა  დაავადებასთან საბრძოლველად. ქათმის კვერცხს აქტიურად იყენებენ ხალხურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ასობით პაციენტის გამოკვლევამ აჩვენა, რომ კვერცხი კურნავს ძალიან ბევრ დაავადებას და ძალიან კარგი შედეგი აქვს კიბოს წინააღმდეგაც. მას ნამდვილად შეუძლია, გაზარდოს სხეულის სიცოცხლისუნარიანობა და იმუნიტეტი. გთავაზობთ კონკრეტული დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მკურნალობის პროცესში კვერცხის წარმატებული შედეგები არაერთმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა: ეგზემა, კუჭის წყლულოვანი დაავადება, ბოჭკოვანი ნერვის ატროფია, ასთმა, რევმატიზმი, ოსტეოართროზი, პნევმონიები, მასტოპათია, ავთვისებიანი სიმსივნეები.
ბუნებრივია, როცა ამ დაავადებების მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე, სრულ განკურნებაზე საუბარი რთულია და რასაკვირველია, ამას ვერც კვერცხით მკურნალობა უზრუნველყოფს. მაგრამ, ის ნამდვილად დაგეხმარებათ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და კონკრეტულ შემთხვევაშიც, თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული, რამდენად დაექვემდებარება ამ მეთოდს.
თუ კვერცხზე ალერგია გაქვთ, მაშინ ნუ გამოიყენებთ, მით უმეტეს, სამკურნალოდ. ასევე, ნუ გამოიყენებთ, თუ გაწუხებთ დაავადება, რომლის დროსაც ამ პროდუქტის მიღება რეკომენდებული არაა. კარგია მხოლოდ ქათმის ან მწყრის კვერცხი. ოღონდ თუ გინდათ, რომ მან დადებითად იმოქმედოს თქვენს ორგანიზმზე, უნდა მიიღოთ აუცილებლად ახალდადებული, რომელიც ჯერ კიდევ თბილია. დადებიდან არაუგვიანეს ორი საათისა და აუცილებელია, გამოიყენოთ, ეგრეთ წოდებული, „სოფლის ქათმის“ კვერცხი. რომელიც ბუნებრივ გარემოში, ნატურალური მარცვლელულითაა გაზრდილი.
გაასუფთავეთ კარგად, მოაშორეთ ნაჭუჭი და ცილა, მიიღეთ მხოლო კვერცხის გული, უმი სახით.
გოგრით, მისი თესლითა და წვენით მკურნალობა
გოგრის რბილობი მდიდარია E, A, C, D, F, PP, T, B ჯგუფის ვიტამინებით; კალიუმით, რკინით, კალციუმით, ცილებით, ბოჭკოვანით და ასე შემდეგ. გოგრა განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ზოგადად, ამ სისტემის ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად. გოგრის დიეტა ხელს უწყობს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ტუბერკულოზი, ათეროსკლეროზი, ყაბზობა, დიაბეტი, პოდაგრა, ნაღველკენჭოვანი დაავადებები. გარდა ამისა, ის არის ძლიერი შარდმდენი, ამიტომ რეკომენდებულია ექიმების მიერ თირკმლის დაავადებების დროს, ისევე, როგორც გულის დაავადებებისა და ორსულობისას.  დიეტოლოგები ურჩევენ გოგრას, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას და გარდა ამისა, კანს ხდის უფრო ელასტიკურს. გოგრის მიღებასთან ერთად, ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წონაში სწრაფ კლებას.
გოგრა ამცირებს ადამიანის სხეულის უჯრედების პათოლოგიური გადაგვარების რისკს.  ის ასევე, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. იმის გამო, რომ აქვს მაღალი კალიუმის შემცველობა, კარგია გულისთვის, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხსნის შეშუპებას. ამიტომ, აუცილებელია მისი მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას.
გოგრის თესლი
ის მდიდარია მცენარეული ზეთითა და ცილებით. დადებითი ეფექტი აქვს და შესაბამისად, აქტიურად გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებისთვის და ასევე, თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიებისას. რაც მთავარია, გოგრის თესლი ძალიან კარგად მოქმედების ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე.
გოგრის წვენი
ახალი გოგრის წვენი  ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი კომპლექტია. ის თავიდან აგარიდებთ გრიპის საფრთხეს. ამისთვის კი 200 მილილიტრი წვენი უნდა დალიოთ ყოველ დილას, რაც გაზრდის თქვენს იმუნიტეტს. გოგრის წვენი ასევე ძალიან კარგია შეკრულობისას. ბუასილის, ნერვული აღზნებისა და ღებინების დროსაც, რომელიც ფეხმძიმობისას ტოქსიკოზით არის გამოწვეული.
გოგრის წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და აუმჯობესებს ძილს.
გოგრა სასარგებლოა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. შემთხვევითი არ არის, რომ ის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ეხმარება კანის ისეთი დაავადების მკურნალობას, როგორიცაა: ეგზემა და აკნე.
სიფრთხილით მოეკიდეთ მის გამოყენებას, თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი ან დაბალი მჟავიანობა გაწუხებთ. ასევე, ნუ მიიღებთ მძიმე ფორმის დიაბეტის და ზოგადად, სხვა მნიშვნელოვანი პათოლოგიების შემთხვევაში.
კარგია თუ გოგრას შეჭამთ. შემდეგ პროდუქტებთან კომბინაციაში: ვაშლი, ცოტა ლიმონის წვენი, კაკალი. დაჭრით ეს ყველაფერი წვრილად გოგრასთან ერთად, მოასხით ლიმონის წვენი და მიირთვით.
გულის დაავადების, ჰიპერტენზიის, ანემიის, შეშუპების, ათეროსკლეროზის დროს: ჭამეთ გოგრა ყველა სეზონზე, როცა კი ხელმისაწვდომია – ნახევარი კილოგრამი დღის განმავლობაში მოხარშული თუ გამომცხვარი სახით. 
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების დაავადების დროს, რეკომენდებულია მისი მიღება დღეში 2-ჯერ 100-150 გრამის ოდენობით. ამავე დროს, აუცილებელია ჭამოთ ტკბილეული და ცომეულიც.
დამწვრობის, ეგზემის, კანის ანთებითი პროცესების შემთხვევაში, გამოიყენეთ გოგრის კანის კომპრესები.

ბუშმალა ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს
ბუშმალას აქვს დადებითი გავლენა ნაწლავის დაავადებებზე. ხელს უწყობს თირკმელებისა და საშარდე სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე, ხელს უწყობს ნაწლავური სისხლდენის შეწყვეტას და ათავისუფლებს მას ანთებითი პროცესებისგან. მკურნალობს ბრონქულ ასთმას და რესპირატორულ დაავადებებს. ამისთვის, აიღეთ ხუთი ცალი ბუშმალა, ბუნებრივია, უნდა მოაშოროთ კურკა, დაასხით ორი სუფრის კოვზი თაფლი, ასი მილილიტრი ადუღებული წყალი. მიიღეთ 30 გრამი სამჯერ დღეში ჭამის წინ, ერთი კვირის ხანგრძლივობით. ის აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.

ბანანის სასარგებლო
თვისებები
ბანანი მდიდარია ნახშირწყლებით, შესაბამისად, ის არის პირველი ენერგიის წყარო. ვისაც აქტიური ცხოვრების წესი აქვს და მუდმივ მოძრაობაშია, აუცილებელად უნდა მიირთვას ბანანი. გარდა ამისა, ის ძალიან მსუბუქი საკვები, რომელიც დადებითად მოქმედებს კუჭის ფუნქციონირებაზე. არ აზიანებს მის ლორწოვან გარსს და ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების გადამუშავებაში. ბანანი ძალიან კარგია შეშუპების დროს, მისი ექსტრაქტი კარგად გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებესა და სახის ნიღბებში. ის კვებავს კანს, ხსნის გაღიზიანებას, აუმჯობესებს ფერს.
ბავშვებისთვის ბანანი ვიტამინებისა და მინერალების ამოუწურავი წყაროა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია დაიცვათ ზომიერება.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც დაგეხმარებით გაციებისა და ვირუსული ინფექციების თავიდან არიდებაში.
ასევე, კალციუმის შემცველი ბანანი აძლიერებს ძვლებსა და კბილის ემალს.
A ვიტამინი კი აუმჯობესებს ვიზუალურ აღქმას და გათავისუფლებთ დაღლილობისგან.
როგორც დასაწყისში ვთქვით, ბანანი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე და მას გამოიყენებენ საფაღარათო საშუალებადაც. რეკომენდებულია მისი მიღება გაუვალობის დროს. კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კარგია ბანანი ხაჭოსთან ერთად.
ბანანი ასევე, შეიძლება, გამოიყენოთ  ანემიის მკურნალობისას, რადგან ის შეიცავს რკინას. ის აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებაც.
ბევრი სასარგებლო თვისება აქვს გამხმარ ბანანს და სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიცაა. ამიტომ, შეგიძლიათ, ის სიამოვნებითაა მიირთვით და ორგანიზმსაც შვება მოჰგვაროთ. გამხმარი ბანანი თითქმის ყველა ვიტამინს ინარჩუნებს, ამასთანავე, აქვს უფრო გამოხატული არომატი.
ბანანი ძალიან კარგია ფეხმძიმე ქალებისთვის. მისი სასარგებლო თვისებები ვრცელდება დედაზეც და ნაყოფზეც.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია. ასევე, ბანანი რძესთან ერთად, წონაში სწრაფ მატებას იწვევს. არადა, ეს ძალიან კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად. მაგრამ, ვისაც წონასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ამ გზას არ უნდა მიმართოს. ასევე, არ შეიძლება დიდი რაოდენობით ბანანი მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს. საერთოდ არ არის რეკომენდებული მწვანე ბანანის მიღება, მან შესაძლოა, პირიქით, კუჭის ტკივილი და დამატებითი გაღიზიანება გამოიწვიოს. ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია და თამამად შეგიძლიათ ბანანით მსუბუქი საუზმეც ჩაანაცვლოთ ან მიირთვათ სამუშაო საათებში. ეს იზრუნებს, როგორც თქვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე, ასევე გუნება-განწყობაზეც.

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ
ბროკოლი შეიცავს: კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს,  ვიტამინებს: C, B1, B2, B5, B6, PP, E, K.
ბროკოლის სისტემატური გამოყენება ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ზოგადად, დაბერების პროცესის ნაადრევ დაწყებას. ბროკოლი შესანიშნავი საკვებია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის, დიაბეტიანების, ორსული ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის.
ბროკოლი შესანიშნავი დიეტური საშუალებაა. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბროკოლი გამოიყენება კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის. ბროკოლი ხელს უწყობს სწორი ნაწლავის კიბოსა და მკერდის სიმსივნეების რაოდენობის შემცირებას. საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ნერვული აშლილობების, ნაწლავური ტრაქტისა და მეტაბოლური დარღვევების დროს. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს მამაკაცებში. მისი თვისებები ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების გავრცელებას.
დადებითად აისახება ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე. კომბოსტო ანადგურებს კუჭის ბაქტერიებს, რამაც შეიძლება, განავითაროს გასტრიტი და წყლულები.  თუ წყლული გამოწვეულია არაჯანსაღი კვებით, ბროკოლი ამ შემთხვევაშიც გვეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ის ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ხელს უწყობს წონის დაკარგვას, ანუ კარგია მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამები აწუხებს.
ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფართო სპექტრის წყალობით, ბროკოლი განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა და ნერვული სისტემის დარღვევა. ქლოროფილი, რომელიც შედის ბროკოლის შემცველობაში, დადებითად მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე,
სასურველია, შეარჩიოთ ქორფა ყვავილედი, რომელიც უფრო მოყვითალოა, ზემოდან თხელი მწვანე ფერით დაფარული, ვიდრე მუქი მწვანე. ღეროც „ხესავით“ არ უნდა იყოს გამაგრებული. ხელს რომ დააჭერთ, სიახლისა და სირბილის შეგრძნება უნდა ჰქონდეს. როცა ქვემოდან, გადაჭრის ნაწილში დახედავთ, გარეთა ფენა უნდა იყოს თხელი. ბროკოლი რაც უფრო მუქი ზედაპირითაა, მით უფრო ძველია. ასევე, თუ ბროკოლი აყვავილებულია, ესე იგი, უკვე გადაბერებულია.

скачать dle 11.3