რას აკეთებს მამაკაცი, თუ ნამდვილად უყვარხარ #7
როგორ უნდა მიხვდე, რომ მამაკაცს ნამდვილად უყვარხარ? „ჩვენება“, რაც შეყვარებულ მამრს აღენიშნება:
1. სტუმრად მოდის გაუფრთხილებლად – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა შეყვარებულს აბედნიერებს და აჯანმრთელებს. ამიტომაც ეცდება, თქვენს სიახლოვეს იყოს;
2. გირეკავთ, კი არ გიმესიჯებთ – მას სურს თქვენი ხმის გაგება, თქვენი ემოციის შეგრძნება, რაც სმაილებით სრულყოფილად არ გამოიხატება.
3. თქვენ და არაფერი სხვა – თუ თქვენ გესაუბრებათ და პარალელურად არ ამოწმებს სოციალურ ქსელებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ.
4. გეუბნებათ სასიყვარულო სიტყვებს – სიყვარული არსებობს რომანტიკული, ასევე მეგობრული. მეგობრებსაც ხომ ეუბნებით, რომ გიყვართ ისინი. მაგრამ, თუ ხელზე ხელს ნაზად გკიდებთ, თვალებში გიყურებთ და ნაზ სიტყვებს გეუბნებათ, მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ხართ.
5. რთულ მომენტში თქვენ გვერდითაა – ასეთ მომენტში გვერდით გვსურს გვყავდეს ადამიანი, რომელიც, თუ ვერ დაგვეხმარება, სიმშვიდეს მაინც მოგვანიჭებს. თუ ადამიანი დაუძახებლად თქვენ გვერდითაა, ფაქტია, მისთვის სულერთი არ ხართ.
ხასიათის
გაუმჯობესებისთვის
ანუ. წაიკითხეთ, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით. აუცილებლად გიშველით იმის ცოდნა, რომ...
დედამიწაზე არის როგორც მინიმუმ 2 ადამიანი ვისთვისაც შენ სიცოცხლეს გასწირავ.
როგორც მინიმუმ, 13 ადამიანს თავისებურად უყვარხარ.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ვინმეს სძულდე, არის ის, რომ მას უნდა, შენ გგავდეს.
შენს ღიმილს შეუძლია იმ ადამიანის გაბედნიერებაც კი, რომელსაც არ მოსწონხარ.
ყოველღამე ვიღაც გაიფიქრებს შენზე ძილის წინ.
ვიღაცისთვის შენ ყველაფერი ხარ.
მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებ, მასთან ერთად აუცილებლად მოვა რაღაც კარგი.
როდესაც ფიქრობ, რომ ცხოვრებამ ზურგი შეგაქცია, მას სხვა მხრიდან შეხედე.
ყოველთვის გახსოვდეს, ცხოვრება მეორე შანსს აძლევს ყველას, შენ ყველაფერი გამოგივა.
ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ დილით წუხილით სავსემ გაიღვიძო.
მაშ ასე, გიყვარდეს ადამიანები, ვინც სწორად გექცევა, დაივიწყე ისინი, ვინც ამას არ აკეთებს და გჯეროდეს, უმიზეზოდ არაფერი ხდება.
თუ შანსი მოგეცა, გამოიყენე ის, თუ ეს შანსი შენს ცხოვრებას მთლიანად ცვლის, მიეცი მას ამის საშუალება.
რაც შეეხება
ქალებს...
ქალები ძალიან ნაზი და სუსტი არსებები არიან, თუ მათთან მთავარ როლს ემოცია თამაშობს.
რა სურთ ქალებს? ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც ძალიან ბევრი შეეცადა, თუმცა…
* იგრძნონ თავი საჭიროდ – ქალისთვის აუცილებელია, იგრძნოს თავი საჭიროდ მამაკაცის ცხოვრებაში. ის ძალიან ემოციურია, ეს ემოციები კი სიყვარულზე, საჭიროების განცდასა და მისი როლის მნიშვნელობაზე გადის.
მამაკაცებო! აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთია; რომ მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ და ის ძალიან საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის!
* იგრძნონ თავი დაცულად – როგორი ძლიერიც უნდა იყოს ქალი, ის თავისზე ძლიერ მამაკაცს ეძებს. არა იმისთვის, რომ მან ქალს თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმიტომ, რომ მისცეს ქალს უფლება, იყოს სუსტი…
ქალს სჭირდება იმის განცდა, რომ ის დაცულია; რომ მის გვერდით არიან და მასზე ზრუნავენ. ის პატარა ბავშვივითაა, რომელიც მფარველს ეძებს. მიეცით მას დაცულობის შეგრძნება.
* ბედნიერება – მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალის ბედნიერება ამოუცნობი ფენომენია და იმდენად რთული, რომ მისი ახსნა შეუძლებელია. სინამდვილეში კი, ყველაფერი ძალიან მარტივია: ქალისთვის მთავარია, უყვარდეთ. სწორედ ეს არის მისი ბედნიერება!
აჩუქეთ მას ის სიყვარული, რასაც ითხოვს და სანაცვლოდ მთელ სამყაროს გაჩუქებთ. ასეთია ქალის ფსიქოლოგია.
გაიცანით მამაკაცი
მამაკაცი ეს არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს, ურთიერთობაში იყოს მაქსიმალურად დომინანტი. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში და როდესაც ძლიერი სქესი თანხმდება, თქვას ამაზე უარი, მას ურთიერთობისგან გარკვეული მოლოდინები აქვს. მაშ ასე, რა სურთ კაცებს?
* იგრძნონ თავი ძლიერად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად, აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს, რომ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა. შეიძლება, ფემინისტი იყოთ და სულ არ ეთანხმდებოდეთ ამას, მაგრამ ეს არ დაანახვოთ! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს, თუმცა გააჩნია შემთხვევასაც, ყველა ინდივიდუალურია.
* სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია, იგრძნონ თავი თავისუფლად და თამამად. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, ეს მაინც არ გამოგივათ და ამავდროულად, ძალიან დაძაბავთ ურთიერთობას.
* საკუთარ თავში დარწმუნებული – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამი. შესაბამისად, მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ, რომ ის მართავს, თუმცა არ უთხრათ, რომ თქვენ ხართ კისერი და თქვენ აძლევთ ამის მიმართულებას.
* მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, მოსაუბრე. მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალფეროვანი არსება. ურთიერთობის ფსიქოლოგია, უპირველესად, ერთმანეთის გაგებაზე, საერთო ინტერესების გაზიარებაზეა დაფუძნებული. ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტინქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა. აუცილებლია, შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი!
* ის გრძნობს პასუხისმგებლობას თქვენ მიმართ – ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. მისთვის სუსტი არსება ხართ, რომელზეც უნდა იზრუნოს. შესაბამისად, მიეცით სივრცე ამისთვის. მათ თუ სურთ, ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის.