კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #7

კითხვა: რატომ ეკრძალება ადამიანს, საკუთარი მომავლის ცოდნა?
პასუხი: ადამიანისთვის სასარგებლო რომ იყოს მომავლის ცოდნა, უფალი მიანიჭებდა ამის უნარს. ღმერთი ბევრ რამეს გვიმალავს. ჩვენივე სასიკეთოდ, ჭკვიანი მშობლების მსგავსად, რომლებიც შვილებს უმალავენ იმას, რისი ახსნაც მოზრდილ ასაკში უფრო მიზანშეწონილია.
კითხვა: ვარ მარტოხელა დედა. შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე. ამით დიდი ცოდვა ჩავიდინე?
პასუხი: ეკლესია ყოველ ღონეს ხმარობს ქალი მრუშობის ცოდვას აარიდოს, მაგრამ თუკი ღვთის სასწაული მოხდება და ადამიანი ჩაისახება, ეკლესია დიდ თანადგომას უცხადებს მომავალ დედას. მრუშობაზე გაცილებით დიდი და მძიმე ცოდვააა აბორტი – შვილის მკვლელობა.
კითხვა: ყოველ ღამით სიზმარში ჩემს გარდაცვლილ მიცვალებულებს ვხედავ. ხანდახან შიში მიპყრობს, რას უნდა მოასწავებდეს ეს?
პასუხი: შიშის საფუძველი არ გაქვთ. ეს არის შეხსენება გულმოდგინედ ილოცოთ თქვენი მიცვალებულებისთვის.
კითხვა: როგორ უნდა დავადგინოთ ჩვენი მფარველი წმიდანის ხსენების დღე?
პასუხი: თუ იმ წმიდანის სახელი გქვიათ, ვისი ხსენების დღეც არის თქვენს დაბადების დღეს, ესე იგი, თქვენი მფარველი წმიდანის დღე ემთხვევა თქვენს დაბადების დღეს. თუ არადა, საეკლესიო კალენდარში ნახეთ თქვენი მოსახელე წმიდანის ხსენების დღე. ხოლო თუკი თქვენი მოსახელე წმიდანის დღე ცალკე არ არის მითითებული, მაშინ კალენდარში ნახეთ 24 დეკემბერს მოხსენიებული წმიდანები. ეს გახლავთ ყოველთა ქართველთა წმიდანთა მოხსენიების დღე და თქვენი მოსახელე წმიდანიც მოძებნეთ.

скачать dle 11.3