კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის სწავლაში გადაიხადა რომან გოცირიძემ 10 000 ევრო და რა დამატებით შემოსავალს იღებდა ის გადეპუტატებამდე, სადეპუტატო პენსიის გარდა #6

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით რომან გოცირიძე 1955 წელს არის დაბადებული. 2017 წლის 17 იანვრამდე ის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლდათ, თუმცა აწ უკვე პარტიისგან გამიჯნული ფრაქციის – „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“  წევრია. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (1982 წელს დაამთავრა, 1974-1976 წლებში კი სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა) და მისი სპეციალობაა მრეწველობის დაგეგმვა. შრომითი საქმიანობა 1984 წელს დაიწყო, თსუ-ს უმცროს სპეციალისტად; 1989-1990 წლებში თსუ-სვე დოცენტი იყო; 1992-1993 წლებში – პრემიერ-მინისტრის მოადგილე; 1996-1998 წლებში – საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგის პრეზიდენტი. 1995-1996 წლებში საინვესტიციო ფონდ „ქართული კაპიტალში“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა. 2005 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა. 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად გადაიყვანეს ეკონომიკურ საკითხებში (ამ თანამდებობაზე 2013 წლამდე დაჰყო). 2014 წლიდან კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრს თავმჯდომარეობდა.  მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რატომღაც, მითითებული არ არის, რომ ბ-ნი გოცირიძე 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრიც გახლდათ. მანამდე კი საკრებულოს წევრი.
რაკი კარგა ხნის ჩინოვნიკია, რომან გოცირიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა 1961 წელს დაბადებული მეუღლე მანანა შარაშიძე და 1998 წელს დაბადებული ქალიშვილი ანა. იმხანად გოცირიძეების ოჯახის ქონება შემდეგნაირი იყო: რომან გოცირიძეს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი წავკისში, ავტომანქანა და ატოფარეხი; მის მეუღლეს კი – 45 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, 25 000 ლარად ღირებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, 20 000 ლარად ღირებული მშენებარე ბინა გუდაურში და ავტომანქანა. სამაგიეროდ, რომან გოცირიძე ბანკში ორ ანაბარზე 13 900 აშშ დოლარს ინახავდა. ხოლო მისი მეუღლე იყო შპს „კონის“ პარტნიორი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2003 წლის განმავლობაში რომან გოცირიძემ, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა, 2 300 ლარი აიღო; როგორც საკრებულოს წევრმა, 1 680; როგორც პარლამენტის წევრმა, 13 800 ლარი; როგორც „გაეროს” ექსპერტმა, 6 000 აშშ დოლარი და კიდევ 5 900 აშშ – დოლარი სხვადასხვა საქმიანობაში. მისმა მეუღლემ, როგორც საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარემ, 15 000 ლარი მიიღო; კიდევ 4 400 აშშ დოლარი კი – სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით.
ბოლო დეკლარაცია რომან გოცირიძემ 2016 წლის დეკემბერში შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა. ოჯახის ზემოჩამოთვლილ უძრავ ქონებას დამატებია რომან გოცირიძის კუთვნილი ბინა თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე (67 კვ.მ.), არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე (18 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში (1 000 კვ.მ.). მის მეუღლეს კი ისევ ჰყავს ავტომანქანა: 2001 წლის „ლექსუსი“. ამასთან, რომან გოცირიძე ორ საბანკო ანაბარზე 36 605 და 9 100 აშშ დოლარს ინახავს, მისი მეუღლე –  6 500 აშშ დოლარს.
2016 წლის განმავლობაში მანანა შარაშიძემ, როგორც საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, 13 400 ლარი აიღო, რომან გოცირიძემ კი,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსმა, 22 200 ლარი. თუმცა მათ შემოსავალი ფართების გაქირავებიდანაც ჰქონდათ: რომან გოცირიძეს – 1 442 ლარი, მის მეუღლეს – 82 610 ლარი. დეპუტატმა, ასევე, მიიღო სადეპუტატო კომპენსაცია 6 720 ლარის ოდენობით, უფრო ზუსტად – პენსია.
რაც შეეხება გასავლებს: რომან გოცირიძეს სწავლის გადასახადი 10 615 ევრო დაუჯდა (ვისი სწავლის, უცნობია), მანანა შარაშიძემ აგარაკის გაყიდვით მიიღო 55 000 აშშ დოლარი.

скачать dle 11.3