კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანგარებიანი პოლიტსიყვარული #7

ანუ აკი, დავავიწყდითო?!

 რაკი მსოფლიო დიდი გადანაწილებისა და ახლებური წესების დამკვიდრების მოლოდინშია, სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვია.
ან კი როგორ არ ეწვეოდა, როდესაც ჩვენი სული ახლა ჩვენი ოკეანისგაღმელი სულზე  უტკბესი სტრატეგიული პარტნიორის ხელშია?!
ვიზიტის დეტალები ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, უცნობია, მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს ჩვენი მინისტრი ჯანელიძე ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტის მრჩეველს, უსაფრთხოების საკითხებში (მაიკლ ფლინს), შეხვედრია და მათ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე უსაუბრიათ.
ამ ჩვენს მინისტრს მრჩევლისთვის მადლობა გადაუხდია საქართველოს მიმართ ინტერესისა და მხარდაჭერისთვის, გენერალ ფლინს კი აღუნიშნავს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში.
თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი შეუნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია აშშ-სთვის განა მხოლოდ რეგიონში, გლობალურადაც (ცხადია, შენიშნავდა, რომ მეტად მამაცურად ვიბრძვით სხვის ომებში, იმ იმედით, რომ იმ წარმატების წყალი ჩვენს ომებსაც გადმოესხმება).
ერთი სიტყვით, თეთრ სახლს (აწ უკვე ახალი ადმინისტრაციის პირით) კიდევ ერთხელ დაუდასტურებია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ!
რაც მთავარია, გენერალ ფლინს შევუქივართ, როგორც სამაგალითონი რეგიონში (დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითო).
აქედან გამომდინარე, ჩვენც გავმხნევდით, რაკი დავრწმუნდით, რომ ხმები ჩვენ ორს შორის გრძნობების მინავლებისა, გადაჭარბებული ყოფილა. თუმცა არ დაგიმალავთ და, პირადად მე, მანამდეც მხნედ ვგრძნობდი თავს, იმ მიზეზით, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილური გავლენის შესანარჩუნებლად აშშ ჩვენზე უკეთეს მოკავშირეს ვერ ინატრებს; ანგარებიანი კავშირი კი, მოგეხსენებათ, ყველაზე მყარია. –

скачать dle 11.3