ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი – ინოვაცია ქართულ გინეკოლოგიაში #6
პროფესიით მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს, მედიცინის დოქტორს – ბელა მეტრეველს სამედიცინო სფეროში ოცდაათწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს და მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესში მსოფლიო მასშტაბით. 2014 წლიდან კი გახლავთ ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სადაც მყუდრო და კომფორტულ გარემოში, მეგობრული გუნდი ქალბატონების გაახალგაზრდავებასა და ბევრი დელიკატური პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ბელა მეტრეველი პარალელურად მუშაობს კლინიკა „ინოვაშიც“. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში დანერგა ვაგინალური კორექციის ინოვაციური სტანდარტი, რაც ახალი სიტყვაა გინეკოლოგიაში. რატომ უნდა მიმართოთ ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრს და რა გასაოცარ შედეგს იძლევა ლაზერული ვაგინალური გაახალგაზრდავების აპარატი - Petite Lady, ამის შესახებ თავად ბელა მეტრეველი გვესაუბრა.
ბელა მეტრეველი: საკითხი, რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებ, მეტად ფაქიზი და მტკივნეულად საფრთხილოა. ქალის სიცოცხლის განმავლობაში მისი სხეული მრავალ ცვლილებას განიცდის, რაც უკავშირდება ასაკის მატებას, სქესობრივ ურთიერთობებს, ორსულობას, მშობიარობას, ძუძუთი კვებას, მენოპაუზას, თითოეული ეს პერიოდი თავისებურად ლამაზია ქალის ცხოვრებაში. თუმცა, სამწუხაროდ, მუდამ ახალგაზრდებად ვერ დავრჩებით. იწყება სხეულის დაბერება, ესტროგენის გამომუშავების დეფიციტი, ეგრეთ წოდებული სტრესული შარდვა, რომელიც პირდაპირ კავშირშია კუნთების მოდუნებასთან, ასევე იწყება საშოს კედლების სიმშრალე, მოდუნება და მოცულობის მატება. არც გენიტალიების გარეგანი სახე მატებს ქალს ამ პერიოდში რწმენას საკუთარ თავში. მოკლედ, გინეკოლოგებსაც დიდი თავსატეხი გვიჩნდება, რომელიც ოპერაციით თუ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიითაა შესაძლებელი. თუმცა, ორი წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მსოფლიო ინოვაციად იქცა აპარატი Petite Lady. გადავწყვიტე, ჩავსულიყავი კორეაში, სეულში, გავიარე სპეციალური კურსი, შევიძინე ეს აპარატი და გაჩნდა იდეაც – შემექმნა დამოუკიდებელი, პატარა კლინიკა, ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი, რომელიც არ ჰგავს საავადმყოფოს და დავიწყეთ მუშაობა ამ საკმაოდ დელიკატურ პრობლემაზე ამიერკავკასიის მასშტაბით. მე გახლავართ „ლუტრონიკის” ოფიციალური ტრენერი ამიერკავკასიაში. ხშირად მიწევს პაციენტების მიღება ბაქოში, სადაც აქტიურად აიტაცეს ეს მეთოდი.
– რა ასაკიდან უნდა ველოდეთ ესტროგენ დეფიციტის პრობლემას და რა ჩივილები აქვს მას?
– ესტროგენ დეფიციტი ხშირად ვითარდება მშობიარობის შემდგომაც. ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებში ამ პრობლემის მოგვარება ბევრად უფრო მარტივია. ზოგადად, ორმოცი წლის ზემოთ, მეტ-ნაკლებად, ყველა ქალბატონი დგება ამ პრობლემის წინაშე. ესტროგენდეფიციტი იწვევს კუნთების მოდუნებას, საშოს რელაქსაციის სინდრომს, ხდება საშოს დაწევა და შესაბამისად, შარდის ბუშტის დაწევაც. ამ დროსაც ქალს უვითარდება შარდის სტრესული შეუკავებლობა და დაცემინების, დახველების, ფიზიკური დატვირთვისა და სქესობრივი აქტის დროსაც კი ხდება შარდის უნებლიე გამოყოფა, რაც რასაკვირველია, დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ეს მოქმედებს ქალის ფსიქიკაზე, სქესობრივი აქტი ამ დროს მტკივნეულია, დაქვეითებულია ლიბიდო, ორგაზმი. მერწმუნეთ, ეს სერიოზული პრობლემებია ქალის ცხოვრებაში.
– რატომ უნდა გავიკეთოთ ლაზერულ ვაგინალური გაახალგაზრდავება?
– დღეს ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად, საშოს ესთეტიკური კორექციის მიზნით, მიიჩნევა ლაზერული ვაგინალური გაახალგაზრდავება. ეს ტექნოლოგია წარმოიშვა ლაზერული კოსმეტოლოგიისა და გინეკოლოგიის გზაგასაყარზე. საფუძვლად უდევს მიკროიმპულსაციის მექანიზმი – ფაქიზი აბლაციური და ფოტოთერმული მოქმედება. ვაგინალურ ქსოვილზე უზრუნველყოფს კოლაგენის სტიმულაციას და ამკვრივებს ვაგინალურ არხს. შედეგად, ვაგინის ქსოვილი უბრუნდება ჯანმრთელ, ახალგაზრდულ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პერიოდი, ქირურგიული პლასტიკისგან განსხვავებით, დაახლოებით 2 დღეა და ქალი უბრუნდება ჩვეულ რიტმს. ეს არის მეთოდი სკალპელის, სისხლის, ტკივილისა და კელოიდების, წამლებისა და ჰორმონოთერაპიის გარეშე. რეაბილიტაციის მაქსიმალურად მცირე პერიოდში – 2 დღეში, ხდება ინტიმური კუნთების აღდგენა, ორგაზმული მგრძნობელობის გაზრდა 60 პროცენტით, საშოს ტენიანობის აღდგენა და სქესობრივი ცხოვრების გახანგრძლივება 15-20 წლით.
– რამდენი პროცედურაა საჭირო პრობლემის ბოლომდე მოსაგვარებლად?
– პროცედურის წინ პაციენტი აუცილებლად უნდა მომზადდეს გინეკოლოგის მიერ. ყველა პაციენტისთვის მისი მდგომარეობის მიხედვით, ატროფიის, საშოს პროლაფსის ხარისხის გათვალისწინებით, შეირჩევა ინდივიდუალური პროტოკოლი. პროცედურის ხანგრძლივობაა 15 წუთი, კეთდება მინიმუმ სამი პროცედურა. ყველა პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად, ვიზიტის დროს ისახება მომზადების გეგმა, უკუჩვენებების თუ ჩვენებების გათვალისწინებით და ინიშნება პროტოკოლი ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმი, რომელიც ამ პროცედურას აკეთებს, იყოს სერტიფიცირებული ლაზერულ გინეკოლოგიაში.
– შეიძლება, ეს პრობლემა გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– რა თქმა უნდა, როდესაც პრობლემად იქცევა საშოს კედლების მოდუნება, ორგაზმის დაქვეითება. ჩვენ გვქონია ბევრი შემთხვევა, რომ გვიმკურნალია ქალბატონებისთვის და უთანხმოებაც მოგვარებულა. ძალიან ბევრ ქალბატონს აწუხებს ეს პრობლემა და მათ უმეტეს ნაწილს უჭირს ამ თემაზე ღიად საუბარი. ვერ უტყდებიან გარშემო მყოფებს და უჭირთ ექიმთან ვიზიტიც. საბედნიეროდ, ბოლო დროს ცოტა შეიცვალა დამოკიდებულება და მომართვიანობაც საგრძნობლად გაიზარდა. ხშირად მამაკაცები თავად ურჩევენ მეუღლეებს, რომ ჩვენ მოგვმართონ. თანამედროვე ქალიც უფრო მომთხოვნი და ემანსიპირებული გახდა. თავისთავად, მეტად განიცდის და მეტ ყურადღებას აქცევს, როგორც გარეგნულ, ასევე ინტიმურ სილამაზესაც.
– როგორ დაახასიათებდით თქვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალს?
– ჩვენ ვართ ერთ გუნდად შეკრული პატარა ორგანიზმი, დაკავშირებული მეგობრობით, ერთგულებით, სიყვარულით. ეს ადამიანები არიან ჩემი ძლიერი მხარე: გინეკოლოგი – მაიკო პარკაია, რადიოლოგები – ნათია ჩუბინიძე და ნინო თორია, ენდოკრინოლოგი – ეკა უჩანეიშვილი, მამოლოგი – ნინო კაპანაძე, უროლოგი – თამაზ ლორდელი, ციტოლოგები: ნინო მუსერიძე და დარეჯან გვილავა, ფსიქოლოგი – სოფო ხარატი. გვყავს არაჩვეულებრივი მენეჯერი – ნათია ხურცილავა. ჩვენთან არის გარემო, სადაც ყველა ქალბატონს ელოდებიან სითბოთი, სიყვარულითა და გაგებით. პროფესიონალ ექიმთა გუნდი თქვენს სამსახურშია და გთავაზობთ მსოფლიო ინოვაციას გინეკოლოგიაში, პროდუქტს, რომელიც 15 წუთში გაალამაზებს თქვენს ცხოვრებას და სასურველ ქალბატონად გაქცევთ. ჩვენ გთავაზობთ დელიკატური პრობლემის ადვილად გადაწყვეტას.