კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წერილებს სწერდა ლუბა ელიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ცოლს და რაზე ვერ დაიყოლიეს ის პოლიტიკოსებმა #6

 მას შემდეგ, რაც 2013 წლის 11 ნოემბრის მძიმე დღემ, ლუბა ელიაშილის ცხოვრება ორ ნაწილად გაყო, სამ  წელზე მეტი გავიდა.   ტელემენეჯერი, რომლის პროფესიულ კარიერაშიც ბევრი წარმატება და მძიმე დღეები იყო, ცხოვრების პასიურ რეჟიმს იოლად ვერ შეეჩვია.  მებრძოლი და ბობოქარი ხასიათის წყალობით, რომლითაც ის ყოველთვის გამორჩეული იყო, ცხოვრებას არ დანებდა.  მძიმე მდგომარეობიდან გამოსული  წერას ვერ შეელია. დისერტაციაც  დაიცვა და ძველი, საყვარელი საქმის  გაგრძელებას ფიქრობს. ცხოვრება კადრს მიღმა, ცნობილ ადვოკატთან ერთად  გატარებული 30 წელი და ემოციები, რომელიც დროსაც უძლებს და დიდ განსაცდელებსაც, – ამ ყველაფერზე თავად  ლუბა ელიაშვილისგან შეიტყობთ. მასთან საუბარი, ბოლო პერიოდში ქართულ ტელესივრცეში მიმდინარე პროცესების შეფასებით დავიწყეთ.  
ლუბა ელიაშვილი: გული მწყდება, რომ ვერ ვახერხებ ამ ყველაფრის გაშუქებას. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მალე ალბათ, ბლოგერი  გავხდები (იცინის).  ის, რაც ხდება  მედიასივრცეში, ძალიან თვალსაჩინოა და ზედაპირზე დევს. მგონია,   არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ  ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის სათავეში მოდიოდა, უპირველესად, მედიის დაქვემდებარებას ცდილობდა. ამ მხრივ  ორიგინალობით არც დღევანდელი ხელისუფლება გამოირჩევა. ძალიან ბევრისგან განხვავავებით, იმის გამო, რომ ჟურნალისტიკა მიყვარს ძალიან და მინდოდა,  მედია გამოსულიყო  მაშინდელი ხელისუფლების ძალადობისგან, ბევრი ენერგია ჩავდე – კატეგორიული უარი ვთქვი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე და ჟურნალისტიკაში დავრჩი. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების ჟურნალისტთა კავშირიდან, რომ ამ პროფესიისადმი ჩემი დიდი სიყვარული დამიფასეს – ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით დამაჯილდოვეს და ამ ბოლო დროს, „ოქროს ფრთის” ლაურეატიც გავხდი. იმ პერიოდში, როცა წინა ხელისუფლების დროს ჟურნალისტიკას აღარ მფარველობდნენ, ორი პარტიის დამფუძნებელი გავხდი – „ქართული ოცნების” და „თავისუფალი დემოკრატების.”  ორი პარტია დავაფუძნე და  გამოვედი. „ქართული ოცნების“ დაფუძნებაში მაშინ მივიღე მონაწილეობა, როცა ამ პარტიას  ცოტა ხალხი   წარმოადგენდა და საშიში იყო ეს ამბავი.  მე ჟურნალისტობა მინდოდა და პოლიტიკაში არ ჩავერთე. არც ერთი პარტიის სახე არ ვყოფილვარ და არც ერთ სიას არ გავეკარე, იმის მიუხედავად, რომ 2012 წელს ძალიან გარანტირებულ სიაში  ჩასმა შემომთავაზეს.  ყველა წესი დაცული მქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ ჩემს ჟურნალისტობას ჩემი ქმრის პოლიტიკოსობა ისე უშლიდა ხელს, მეუღლის დათმობას, ისევ პროფესიის დათმობა მირჩევნია და ის დროა, მის მხარდამხარ მეც პოლიტიკურ საქმეს მივყო ხელი. (იცინის).   
 – თქვენ იყავით  გავლენიანი ადამიანი ტელესივრცეში და მართავდით ექსპრემიერ-მინისტრის კუთვნილ ტელევიზიას. მაშინ თქვენს გავლენიანობასა და ახლო კავშირზე  ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან,  ლეგენდები დადიოდა.
–  „მეცხრე არხის” დამფუძნებელი იყო ეკა ხვედელიძე. მე მასთან მქონდა ურთიერთობა და მიმოწერა, როგორც ტელევიზიის დირექტორს. ტელევიზიის დირექტორი, პრემიერ-მინისტრთან არ ურთიერთობს, თუმცა მისგან მქონდა ეს უფლება. მე ვფიქრობდი, ვინაიდან ის ძალიან დაკავებული იყო საქმეებით, მე ვურთიერთობდი ეკასთან, როგორც ტელევიზიის დამფუძნებელთან. ჩვენი ურთიერთობა ძირითადად მოიცავდა მიმოწერას ელექტრონული ფოსტით.   წერილებში აღვწერდი ჩვენი ტელევიზიის პრობლემებს. მაშინ სკაიპით მაინცდამაინც არ ვსარგებლობდი.  ეკა ძალიან უშუალო იყო ურთიერთობაში, რაც შეეხება მის მეუღლეს,  ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში არასდროს გადასულა. თუმცა, ბევრჯერ გვისაუბრია შინაურულად სხვადასხვა თემაზე.
ჩემი მთავარი თვისება, რაც თავის დროზე „შეაფასა“  მიხეილ სააკაშვილმა და  სრულიად გამორიცხავს „რუხ კარდინალობას” – ეს ჩემი უმართავობაა.  ოღონდ უმართავი არ ნიშნავს შეშლილს, არამედ ნიშნავს პრინციპულს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მე მას ვეთანხმებოდი. მე არ მესმის ხელისუფლებისგან მართული ჟურნალისტიკა. პრეზიდენტები  კი არა, ჩემს გადაწყვეტილებებზე ჩემი მეუღლის პოლიტიკური შეხედულება ვერ ახდენს გავლენას.  ყოფილა შემთხვევები, შალვა პოლიტიკურად ბეცს მეძახის, რაც თავის დროზე თვითონ  შევიტანე მის ლექსიკონში. თავის დროზე, ჯერ კიდევ პირველ არხზე, მამუკა არეშიძემ იცოდა ხოლმე ხუმრობით: შე, პოლიტიკურად ბეცო, რა სიუჟეტი გააკეთეო? (იცინის) ასე რომ, იმ დროიდან პოლიტიკურად ბეცი ვიყავი და არც კარის ჟურნალისტი ვყოფილვარ, არც რუხი კარდინალი.  კარის თამაშები არ მეხერხება. მარტივად ჩემს ცხოვრებაში არაფერი მოსულა. მაგრამ,  მე კარგად „ვიცნობ” ჩემს ბედს –  იმას, რასაც ვიღაც  იღებს იოლად,  ჩემთან ბევრი შრომის შედეგად მოდის. ამიტომ, არაფრის მეშინია, არც შრომის. საკუთარი თავით განსაკუთრებით უკმაყოფილო ახლა ვარ, როცა შრომა არ შემიძლია. უცნაურია, ხომ ამბობენ, ადამიანს ის გემართება, რისიც ყველაზე მეტად  გეშინიაო. ასეა მართლა. არასდროს მშინებია სიკვდილის, ყველაზე მეტად მეშინოდა უძლურების, რაც ახლა მჭირს.
– ეს იმ მძიმე დღემდე, რომელმაც თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო, ერთ-ერთ ლექსში თითქოს იწინასწარმეტყველეთ კიდეც.
– ეტყობა, ეს პოეტის წინათგრძნობა იყო. ზუსტად ის ფიზიკური მდგომარეობა მქონდა აღწერილი, რომელიც ახლა მაქვს.  ეს ლექსი 2010 წელს გამოქვეყნდა. სამი წლით ადრე,  სანამ ეს დამემართებოდა. არადა, არც ერთი ნიშანი არ იყო საიმისო, რომ რაღაც ასეთი შეიძლებოდა, მომსვლოდა. 2013 წლის იმ ერთმა დღემ ყველაფერი შეცვალა. ერთხელ, ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა: შენ ისეთი გულადი  ხარო. ვერაფერით ვხვდებოდი, სად იყო ჩემს ცხოვრებაში სიგულადე. საფრთხის განცდა არ მქონია, ეტყობა, ეს რაღაც დეფექტია.  ყველაფერი ადვილად გადამქონდა – ნებისმიერი ოპერაცია, ნებისმიერი სტრესი. სხვებს რომ ერთი კვირა სჭირდებოდათ ასადგომად, საკეისრო კვეთის შემდეგ სამ დღეში ფეხზე ვიყავი. საკუთარ ჯანმრთელობას უდიერად ვეპყრობოდი, თავს არ ვაძლევდი  დასვენების უფლებას. ვიცოდი, რა დღესაც დასასვენებლად  წავიდოდი, იმ დღეს დაიხურებოდა ტელევიზია. იმხელა პასუხისმგებლობა მქონდა ტელევიზიის მფლობელის, ჩემი თანამშრომლების, იმ ოხერი რეიტინგის წინაშე, რომ თავს არ ვზოგავდი და მოხდა ის, რაც მოხდა - თურმე შეიძლება,  სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, აბაზანაში შეხვიდე, თავი დაიბანო და ასეთ მდგომარეობაში  აღმოჩნდე.
– როგორ გადაიტანა თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი თქვენმა მეუღლემ, შალვა შავგულიძემ?
–  ჩვენ ბევრი რამით ვგავართ და თან, არ ვგავართ  ერთმანეთს.  ყველაზე მთავარი ღირებულებები გვაქვს ერთი – არ ვიცით ღალატი და რასაც ვიტყვით, იმას ვაკეთებთ. პროფესია ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი იყო, მაგრამ არ მესმის მათი, ვინც კარიერას ოჯახს, შვილებთან ყოფნის ბედნიერებას  წირავენ.
2013 წლის შემდეგ ჩემთვის ყველაზე მეტი ფასი იმას დაედო, რასაც თავიდანვე ედო –  ადამიანები მნიშვნელოვან საკითხებში არ  იცვლებიან, ჩემთვის სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები  იყო და არის ცხოვრების მთავარი აზრი. ამიტომ, არ მესმის მათი, ვისაც არაფერი გააჩნიათ,  ბევრი ფულის გარდა. შეიძლება, ზუსტად ვერ აგიხსნათ, რას ვგულისმობ, როდესაც სიყვარულზე ვლაპარაკობ, მაგრამ გეტყვით, ჩემ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ჩემი არსებობაც კი ყველაზე ღირებულია. ასეთია შალვა. ის ტრადიციულ პატრიარქალურ ოჯახშია გაზრდილი, იმიტომაც არ არის ჩემსავით სენტიმენტალური. სახალხოდ ცოლის მოფერება და ხელის გადახვევა, არ ითვლება კარგ ტონად, უხერხულია. მოფერება თუ გინდა, ბავშვებს უნდა მოეფერო. ზედმეტად დაშაქრული ალერსი და ლაპარაკი არ უყვარს. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სიყვარული არის თუნდაც ის, რომ ლოყა ლოყაზე მოგადოს და შეგეხოს. მე ვარ ასეთი. შალვა თან გადაგყვება, საქმით დაგეხმარება – რომ ნახოთ, დილით როგორ მიმზადებს ბუტერბროდებს და ცდილობს,  გამახაროს, ვერ წარმოიდგენთ, ოღონდ ლოყის ლოყაზე მიდება არაა მისთვის მთავარი. მგონი,  ყველა შავგულიძე  ასეთია. მხოლოდ უფროსი ბიჭი მგავს. უმცროსი ქალიშვილი ხშირად მეუბნება: დედიკო, იცი მამიკოს როგორ უყვარხარ?! თვითონ მიხსნის სიყვარულს მამის მაგივრად. ერთმანეთის დიდი მეგობრები არიან. მე და შალვა, ჩემი პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე, ხშირად ვკამათობთ სხვადასხვა თემაზე.  ელენეს ჩვენი კამათი  სულ ჩხუბი ჰქონია. ფიქრობს, რომ დაიქცა  ქვეყანა. თვითონ მამასავით მშვიდია. შალვა სიყვარულს ზრუნვით გამოხატავს. იგი ზრუნავს ჩვენი და ჩვენი უფროსი შვილის, გიორგის ოჯახზეც, რომელიც ამჟამად თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად ცალკე ცხოვრობს. ელენე ჩვენთან ცხოვრობს.     
 – ბობოქარი ქალისა და მშვიდი კაცის თანაცხოვრება იოლი არ იქნებოდა.
– არც ისეა, როგორ შორიდან ჩანს.   თავისი რომატიკული ბუნების მიუხედავად, ის იყო ადამიანი, ვინც დაგიცავდა. მაშინ სხვანაირი ვიყავი – ფართოდ გახელილი თვალებით ყველას ვენდობოდი. შალვა ძალიან დამიდგა მხარში, მადლობელი ვარ მისი მთელი ჩემი ცხოვრება.  ვწუხვარ, რომ ჩვენ ერთად იშვიათად ვახერხებდით სადმე წასვლას.   ერთხელ ამერიკელი ადვოკატები იყვნენ ჩამოსული საქმიანი ვიზიტით საქართველოში. აქეთა მხრიდან შალვა და სოსო ბარათაშვილი იყვნენ ჩართულები. ამერიკელი ადვოკატები ეუბნებიან შალვას: ამბობენ, რომ საქართველოში მამაკაცებს ქალები დაჩაგრული გყავთ და მართლა ასეაო? ის პერიოდია, რომ, როგორც იქნა, ჩემი შვილი, გიორგი მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად და მე, ევროპაში ვართ წასულები. ამ დროს შალვა თბილისშია და მუშაობს. როდესაც ამერიკელმა კოლეგამ უთხრა, რომ ქართველი მამაკაცები ქალებს ჩაგრავენო, იუკადრისა და უთხრა: აი, ახლა, ჩემი ცოლი მირეკავს და მეკითხება, სად ხარო. მე მორგში ვიყავი, ის – ესპანეთში, პრადოს მუზეუმში; მეორედ რომ დამირეკა, მე პროკურატურაში ვიყავი, თვითონ – პარიზში და ვინ არის დაჩაგრულიო? (იცინის) მე და გიორგი დიდი მოგზაურები ვიყავით. მე და შალვა ვერ ვახერხებდით ერთად წასვლას. ერთხელ, ერთი კვირის დანიშნული ვიყავი „მეცხრე არხის” დირექტორად,  როცა აღმოჩნდა, რომ შალვა რომში უნდა წასულიყო საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. რომში ნამყოფი ვიყავი,  ეს ქალაქი  ევროპაში ჩემი საყვარელი ქალაქია.  როცა პირველად იქ  ჩავედი, მივხვდი, რომ რომი შეყვარებულების ქალაქია და თუ ოდესმე რომში წახვალ, შეყვარებული უნდა წახვიდე. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი, გავქანდი რომში, შალვასთან ერთად. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ მე და შალვა იქ შეყვარებულები კი არა ცოლ-ქმარი ვიყავით, ისეთ თემებზე ვკამათობდით – ჩვეულებრივი ოჯახური  საყოფაცხოვრებო თემატიკა გვქონდა (იცინის).
54 წლის ასაკში,  მივხვდი, რომ ისეთი არაა ცხოვრება, როგორც გვგონია და არც იმდენი დროა – განუსაზღვრელი, როგორც ვფიქრობთ, ახალგაზრდობის წლებში. ერთი ოცნება უნდა ავისრულო – ჯვარი უნდა დავიწერო. ჩვენ ხელი  გვაქვს მოწერილი ეგრეთ წოდებულ მმაჩის ბიუროში. უცებ მოვაწერეთ, დაუგეგმავად. როდესაც ჩემს დაქალს დავურეკე და ვუთხარი, ერთი გადმოირბინე, შალვასთან ხელს ვაწერ-მეთქი, კაბა არ მაქვსო, მითხრა. არა უშავს, არც მე მაქვს კაბა-მეთქი. მერე გადმოირბინა და უცებ, ცერემონიალების გარეშე, მოვაწერეთ ხელი. ახლა მინდა, ეს გამოვასწორო სულიერად ვემზადები ამისთვის. შალვაც, როგორც იქნა, დამთანხმდა. ოღონდ მითხრა, ცოტა გახდი თორემ იტყვიან, მსუქანი მოიყვანა ცოლად. რომ  შემიყვარდი, გამხდარი, ლამაზი გოგო იყავიო.  შევთანხმდით, რომ ჯვარს დავიწერთ.   ცოტა ხანში ამ სახლიდანაც გადავალთ. ისე მოხდა, რომ სახლი, რომელშიც 30 წელი ვიცხოვრეთ, მალე სხვა სახლზე უნდა გავცვალოთ.  ტაბახმელაში პატარა მიწაც  ვიყიდეთ, ძალიან კარგი ხედით. იმედი მაქვს, პატარა სახლის აშენებას შევძლებთ.

скачать dle 11.3