კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარადგინა რევაზ მიშველაძის ახალი რომანი ნობელის პრემიაზე სამმა ორგანიზაციამ და ვის და რას ამხელს მწერალი ამ წიგნში #6

ქართველი სახალხო მწერლის რევაზ მიშველაძის ახალი რომანი „ციყვი ბორბალში“ ნობელის პრემიაზე წარადგინეს. 2016 წელს გამოცემული რომანი ძალიან მალე იქცა ბესტსელერად. ავტორის თქმით, ეს არის მხატვრული ლიტერატურა, რომელიც ეგრეთ წოდებულ „სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობას“ და მის მიერ ეროვნულ-ინტელექტუალური ინსტიტუტების განადგურებას აღწერს.
რევაზ მიშველაძე: რომანს ჰქვია „ციყვი ბორბალში“. ეს სიმბოლური სათაურია და ნიშნავს მოქალაქეს ან შეიძლება ქვეყანასაც კი, რომელიც ბორბალში ბრუნავს, რაც გაუთავებელი და უშედეგოა. ასეთად წარმოვიდგინე მე 21-ე საუკუნის პირველი ათეული წლების საქართველოს ცხოვრება ეგრეთ წოდებული „სააკაშვილის ათწლეული“. მხატვრული ნაწარმოები პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, თუმცა ის არაა მიმართული კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან მოვლენის წინააღმდეგ. ჩემს რომანში მე ბრალს ვდებ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საქართველოს და არა კონკრეტულ პირს. მიმაჩნია, რომ ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგად შეძლო პრეზიდენტად გაძრომა ფსიქიკურად არც თუ მთლად ჯანსაღმა კაცმა. გაუთავებელმა ტაშის კვრამ, რომელიც ავანტიურისტმა სააკაშვილმა შევარდნაძისგან დაღლილი საქართველოსგან მიიღო, თვალდახუჭულმა ნდობამ ცხრაწლიანი უბედურება გამოიწვია. არადა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქაგამოვლილ საქართველოს მაშინვე, როგორც კი სააკაშვილი პირს გააღებდა და ქაფი მოადგებოდა ტუჩებზე, სათანადო დასკვნები უნდა გამოეტანა. ამ წლების შესახებ გახლავთ ჩემი რომანი. სააკაშვილმა უპირველესად, საქართველოს ინტელექტუალური თავი მოკვეთა და საკუთარი ფეხებით დატკეპნა ეროვნული საქართველო. პირველივე ღონისძიებით გააუქმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მეორე ღონისძიებით ერთბაშად მიწასთან გაასწორა ეროვნული ინტელიგენციის სამჭედლო – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან თავისი უბადრუკი მონის, წერა-კითხვის მცირედ მცოდნე ვინმე ლომაიას ხელით, უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი დაითხოვა სამსახურიდან. უპირველესად, ქუჩაში გამოყარა 257 ეროვნულად მოაზროვნე პროფესორი. გაირკვა, რომ მას დიდი სიძულვილი ჰქონდა ეროვნულად მოაზროვნეების მიმართ. მათი ძალიან დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ არის, ზოგი შიმშილმა მოკლა, ზოგი – ღირსების შელახვამ. მხოლოდ 31 კაცი გადარჩა და მათ შორის, მეც ვარ. უნივერსიტეტის დამხობის შემდეგ, 2007 წელს ღამის ოთხ საათზე სააკაშვილმა გამოგზავნა მწერალთა კავშირში ზონდერ ბრიგადა. რომ მივედი, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ყრიდნენ პოლიციელები ფანჯრებიდან უძვირფასეს არქივს – ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, კონსტანტინეს და სხვათა მემორიალურ ნივთებს. გალაკტიონის საკუთარი მხრებით მოტანილი კარადა და კონსტანტინეს სავარძელიც ქუჩაში მოისროლეს. ყველაფერს ქართულსა და ეროვნული მნიშვნელობისას ანადგურებდნენ. ეს ყველაფერი რომანშია ჩადებული, მაგრამ სიუჟეტი სულ სხვაა, რომელიც ასევე არაა შორს სააკაშვილის ბიოგრაფიიდან. პრეზიდენტს ჰყავდა ერთგული ფოტოგრაფი, რომელიც მასთან ერთად წყვეტდა, რომელი ფოტო შეიძლებოდა წასულიყო პრესაში. ეს ფოტოგრაფი მის გარეშე ხელს არ ანძრევდა, მაგრამ მთელს ოპოზიციურ და საზღვარგარეთულ პრესაში იბეჭდებოდა პრეზიდენტის სულელური ფოტოები, როგორ მოფორთხავს გორში მიწაზე შეშინებული, როგორ უჭირავს ტანმოვარჯიშე გოგონას დუნდულები ხელში და უტიფრად იღიმება. სააკაშვილმა თავის ერთგული ფოტოგრაფის დაპატიმრება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ ფოტოების გავრცელებაში ბრალი არ მიუძღოდა, რათა ამით სხვა ფოტოგრაფებისთვის ესწავლებინა ჭკუა და დასამშვიდებლად კარგ პირობებს შეჰპირდა. კაცს ჯაშუშისა და სამშობლოს გამყიდვლის იარლიყი მიაკერეს და კამერაში შეაგდეს. ყველამ იცოდა მისი უდანაშაულობის შესახებ, მაგრამ ეს საქმე პრეზიდენტის პირად კონტროლზე იყო და ფოტოგრაფი სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. საპატიმროში ყოფინისას, ის სააკაშვილთან გატარებულ თითოეულ დღეს იხსენებს, რომელშიც ჩანს ქმედებები, რაც მან გადადგა ქართველებში ეროვნული სახის წასაშლელად. ფოტოგრაფი მხოლოდ ორ-წლინახევრის შემდეგ, არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების შედეგად გაათავისუფლეს. ახლა დგას და რუსთაველის მეტროსთან ფოტოგრაფობით ირჩენს თავს, რითაც მივანიშნებ, რომ 70 პროცენტით საქართველო ისევ სააკაშვილის ეპოქაში ცხოვრობს. ოცნებამ არც მეცნიერებათა აკადემია აღადგინა და არც უნივერსიტეტიდან გაძევებული ცოცხალი პროფესორები დააბრუნა. თუმცა, კარგად მენიშნა, უნივერსიტეტის ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ახალი მმართველობა. მათ დამიძახეს და დაბრუნება შემომთავაზეს. მოგეხსენებათ, 77 წლის ვარ და რეგულარული ლექციების წაკითხვა გამიჭირდება, თუმცა, უარი არ მითქვამს და შეიძლება, ახალი სემესტრიდან ორ კვირაში ერთი საჯარო ლექცია „ქართული ფენომენი“ წავიკითხო სრულიად უსასყიდლოდ. ვფიქრობ, უნივერსიტეტი ისევ დაუბრუნდება ეროვნულ კალაპოტს.
– წიგნის ნობელის პრემიაზე წარდგენა როგორ მოხდა?
– წიგნი 2016 წელს გამომცემლობა „მაცნემ“ გამოსცა. მთელი ტირაჟი ერთ თვეში გაიყიდა და შემომთავაზეს, კიდევ ერთი ტირაჟის დაბეჭდვა. ამასობაში თბილისში მოქმედმა რუსულმა გამომცემლობამ „რუსკი კლუბმა“ დამირეკა და რომანის რუსულად თარგმნის ნებართვა მთხოვა, შედეგით აღფრთოვანებული დავრჩი. წიგნი ვლადიმერ სარიშვილმა თარგმნა. რედაქციისგან წამოვიდა ძალიან სასიამოვნო წინადადება, მითხრეს: ბატონო რეზო, ეს ისეთი კარგი წიგნია ქართული ეროვნული სახელმწიფოს დასაცავად, რომ ნობელის პრემიაზე უნდა წარვადგინოთო. შემდეგ, მათგან დამოუკიდებლად, გამომცემლობა „მაცნემ“ და მწერალთა კავშირმაც წარმადგინა ნობელის პრემიაზე. მწერალთა კავშირის წარდგენას წინ საზოგადოებრივი გამოკითხვა უძღოდა. მკითხველებმა 2016 წლის საუკეთესო რომანად „ციყვი ბორბალში“ დაასახელეს. მე სამივე უწყების დიდი მადლობელი ვარ, წარდგენა გასული წლის დეკემბერში მოხდა. მომივიდა ცნობა, რომ წიგნი მიღებულია, ჩათვლილია ერთ-ერთ დომინანტად და ვნახოთ, ამ წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში სამასი წიგნიდან ერთს მიანიჭებენ პრემიას. ნობელის პრემიის  ბედი ქართული ლიტერატურისთვის სავალალოა, მასზე წარდგენილი იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე. სამწუხაროდ, ვერცერთმა ვერ მიიღო ეს პრემია და მეც დიდი შანსი მაქვს, ჩემი წინამორბედების ბედი გავიზიარო. მაგრამ, ცდა ბედის მონახევრეა, მორალური უფლება არ მქონდა, ამ წარდგენაზე უარი მეთქვა.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად  სხვანაირად მოხდება. მინდა, სხვა თემებზე ვისაუბროთ, ცოტა ხნის წინ სამწუხარო ფაქტი გაიხსენეთ მწერალთა კავშირის დარბევის შესახებ და ახსენეთ გალაკტიონი, კონსტანტინე და სხვები. როგორც ვიცი, მათთან პირადი ნაცნობობა გაკავშირებდათ.
– მაშინ 16 წლის ბიჭი ვიყავი. ლადო მრელაშვილმა გამიყვანა მწერალთა კავშირის ბაღში. იქ უზარმაზარი ფიჭვის ხე დგას. მის ძირში ვხედავ ორ კაცს: ერთს ახურავს ჭილოფის ქუდი, შავი პიჯაკი აცვია, პორტფელი იღლიაში აქვს ამოჩრილი და ისე ზის. წინ უზის ბოხოხისქუდიანი, როგორ შეუსაბამოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პიჯაკიანი, ჰალსტუხიანი, ევროპულად გამოწყობილი მოხუცი, მკაცრი, მიმინოსებური თვალებით. გალაკტიონ ტაბიძეა ერთი, კონსტანტინე გამსახურდიაა მეორე. სადაური ხარო, – მკითხა გალაკტიონმა. ქუთაისიდან-მეთქი. ქუთაისში სად ცხოვრობ, ძამიკოო? ვუთხარი, ნინოშვილის ქუჩაზე-მეთქი. ნინოშვილი... ვიმალებოდი მანდ, – მითხრა პოეტმა. ვის ემალებოდი, გალაკტიონ? – კონსტანტინე გამსახურდიას გამოკვეთილი მეგრული აქცენტი ჰქონდა. ვის ვემალებოდი და, ვინც მეძებდა, ძამიკო; შენ რევოლიციური მოძრაობა მარტო ლაიფციგში სეირნობა გგონიაო, – გალაკტიონმა. მე სისტემატურად დავდიოდი მწერალთა კავშირში, 2001 წლიდან  ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ და რაც შემეძლო, ვემსახურე მას.

скачать dle 11.3