კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მოსწონს „შემოსასკდომი“ ქალები ანრი ბიბინეიშვილ-ჯაყელს და რატომ ურჩევნია ტაქსისტობა პოლიტიკოსობას #6

მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის სახელი ყოველთვის სკანდალებთან ასოცირდება. მას ხშირად იწვევენ ისეთ ტელეშოუებში, სადაც დაპირისპირება ხდება და ამ დროს ის მოვლენების ეპიცენტრშია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანრი, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ახლახან დაენგრა, კვლავ დაქორწინდა და მისი რჩეული ლისა ჯღარკავაა. ეს ინფორმაცია აიტაცა სოციალურმა მედიამ. ჩვენ დავუკავშირდით და ეს ინფორმაცია ანრისთან, პირადად გადავამოწმეთ.
ანრი ბიბინეიშვილი: სკანდალისტის იარლიყი მომაკრეს და არავის აინტერესებს, რეალური ანრი გამიცნოს. მე მიყვარს სიმართლის თქმა, თუმცა, ადვილად ვეგები პროვოკაციებს, ემოციური ვარ. თუ უსამართლობაა, არ მაინტერესებს ქალი, კაცი, ბავშვი – გამოვთხრი თვალებს. არსებობს ჟურნალისტთა კატეგორია, გადაუმოწმებელ ინფორმაციას იყენებს, წერს და აქვეყნებს. ეს სიბეცეა და მეტი არაფერი. გასაგებია, რეიტინგი გჭირდება, მაგრამ მე რა დავაშავე? ნორმალურ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდე, ზუსტად ვიცი, ვიჩივლებდი, მოვიგებდი სასამართლოს და ჰონორარს მაინც მივიღებდი.
– ანრი, ალბათ, იმას გულისხმობ, ბოლო დროს შენზე რომ დაიწერა, თითქოს ცოლი მოიყვანე და თაფლობის თვე ბაკურიანში გაატარე...
– ის, რომ ბაკურიანში დავისვენე შეყვარებულთან ერთად, ეს სიმართლეა, მაგრამ არანაირი თაფლობის თვე არ გვქონია. ცოლი არ მომიყვანია! ლისაც გადაირია, ურეკავდა დედა, მამა, ბიძა, ბიცოლა, მამიდაშვილი, მეზობელი, გადამთიელი და ყველა ეუბნებოდა, გათხოვდი და არ ვიცითო. ახლახან დავშორდი ცოლს და ვინმემ რომ დაურეკოს დედაჩემს და უთხრას, ანრიმ ცოლი მოიყვანაო, მოსაბრუნებელი გამიხდება. გამოვავლენ გურულ ხასიათს და ისე გავსკდები, შეიძლება, „ლიმონკა“ ვერ გასკდეს.
– ისე, სულ რამდენჯერ იყავი შეყვარებული?
– სადაც შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი როგორც პიროვნება, მაგრამ გაიმარჯვებდა ჩემი სიყვარული, ასე მხოლოდ ერთხელ მიყვარდა. მახსოვს, ცოლი რომ მოვიყვანე, ერთ კვირაში ჩოხატაურში მამიდაშვილის ქორწილი იყო. იქ გადავიღე სელფი ცოლთან ერთად, დავდე სოციალურ ქსელში და დავაწერე: ვაიმე, როგორ მომნატრებია ჩემი კუთხე-მეთქი და... ეგრევე გამოაქვეყნეს, ანრი ბიბინეიშვილი ჩოხატაურში ატარებს თაფლობის თვესო. ისე მიხდიან ქორწილებს ჟურნალისტები და იმდენ თაფლობის თვეს მატარებინებენ, მგონი, მართლა  დავტკბი (იცინის). ასე რომ, ცოლი არ მომიყვანია. ვარ ურთიერთობაში, მყავს შეყვარებული და ჯერ თაფლობის თვე არ გვქონია. სკანდალებით პოპულარობას მე ვინმე დამასწრებს? ეს არ მჭირდება. რეალურად, მყავდა ერთი ცოლი და ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ იმიტომ დაინგრა ეს ოჯახი, რომ მას სხვანაირად ესმოდა სიყვარული და მე სხვანაირად. ზოგადად, სიყვარული იმდენად გაცვეთილი გრძნობაა, მისი პრიმიტიულობის დასამტკიცებლად, მზად ვარ დისერტაცია დავიცვა. მაგრამ, ვაი, რომ ამ დისერტაციის ტექსტი, სიტყვა „მიყვარხარით“ იწყება.
– მახსოვს, ერთხელ თქვი, ისეთ ცოლს ვეძებ, რომელიც მარიხუანას ეწევაო. ახლაც ამ აზრზე ხარ?
– მორიელივით კბენა, იცოცხლეთ მეხერხება. ჰოდა, წავიკბინე და ვთქვი, ვეძებ ჰოროსკოპით „ქალწულ“ ან „ლომ“ ქალბატონს, რომელიც იქნება ლამაზი, მიმზიდველი, დახვეწილი, ერუდირებული, ჩემსავით ზომიერად კულტურული, ცოტა „ბომჟი,“ ანუ დალევა რომ უყვარს და მარიხუანა! ეს ჩემი აზრი იყო, მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. არ ვარ ისეთი ტიპის კაცი – ცოლი ვიცი მე „კუხნაში“ მიბმული „აშეინიკით“. მე ვარ კაცი, რომელიც ცოლთან ერთად ივლის გასართობად. თუ მე მოვწევ, ისიც მოწევს მარიხუანას. მკერდგაკეთებული და ტუჩდაბერილი ცოლი არ მინდა, მინდა ჩემნაირი „ბომჟი“. ზოგადად, ხელოვნურობას პატივს არ ვცემ. არაფერს ვერჩი მკერდ და ტუჩდაბერილ ქალებს, ღმერთმა სიკეთე მისცეთ და „ვინცხას“ მოსწონს, იმათთან იყვნენ, ოღონდ არ შემოასკდეთ.
– ზუსტად ერთ თვეში დაშორდი ცოლს. ეს რა იყო? ვნებას აჰყევი თუ უბრალოდ, შეცდომა დაუშვი?
– ვნებას არ ავყოლივარ, ასე რომ ყოფილიყო, ამ შეცდომას ადრე დავუშვებდი. უბრალოდ, სიყვარულში არ გამიმართლა. ჩემთვის სიყვარული დინების საპირისპირო ცურვას ნიშნავს. და, ღმერთმა არ მამყოფოს ამ საპირისპირო დინებაში ცურვის გარეშე. მიყვარს, სასიყვარულო თავგადასავლები და გამიკეთებია ყველა სისულელე, რაც კი შეიძლება, ჩაიდინო კაცმა სიყვარულის გამო. ერთხელ, რესტორანში ხალხს ვაძალებდი და  ტაში მთელი 40 წუთი ვაკვრევინე,  როცა ყოფილ ცოლს ცოლობა ვთხოვე. მაგრამ, ეს მამაცხონებული შეჯდა ვირზე და უარი მითხრა (იცინის).
– მართალია, რომ ქვეყნის დატოვება გინდა და თან, ეძებ სამსახურს ტაქსისტად? მაგრამ, ამისთვის, ორი უმაღლესი დამთავრებული გაქვს?
– ორი უმაღლესი კი არა, ერთი უმაღლესი დავამთავრე ცოდვით, ვალებით და იმის დიპლომიც ვერ ავიღე უსახსრობის გამო. ასე რომ, უდიპლომი სასიძო ვარ, მაგრამ, როგორც ამბობენ, სასურველი. დიახ, მართლია, რომ, მე 27 წლის ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი, მზად ვარ, დავტოვო ქვეყანა და აღარასდროს ჩამოვიდე უკან. იმიტომ რომ, მე ამ ქვეყანაში – მშია, მცივა, პატრონი არ მყავს, კაპიკები მაქვს ანაზღაურება, არ ვარ დაცული, არ მაქვს მომავალი, ვნატრობ, გაჩნდეს პოლიტიკოსის ჭირი და გაწყვიტოს... დიახ, მზად ვარ, ვიმუშაო დამლაგებლად, ძიძად, მომვლელად, კლოუნად, მუშად და ტაქსისტად... კი წავიდოდი ტაქსისტად, მაგრამ არც მანქანა მყავს და ვერც დიპლომი ავიღე.  მზად ვარ, პროფესია შევიცვალო, მაგრამ ვაი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია.
– პოლიტიკოსებზე ასე რომ ამბობ, თავადაც ხომ აპირებდი პოლიტიკაში მოსვლას?
– კი, ვაპირებდი პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ ესეც ჩემი შეცდომა იყო. თუმცა, მე ვიქნებოდი ღირსეული ადამიანი პოლიტიკაში, მაგრამ დავაგვიანე. მივხვდი, რომ ჩემი პოლიტიკა, პარლამენტი, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა და ტრიბუნა, ჩემი თეატრი და სცენაა. საქართველოში პოლიტიკოსობა დაავადებაა და მე ამით ვერ დავიავადებ თავს!
– ორი დიპლომის თემა განვიხილეთ, მაგრამ ორ გვარს რატომ ატარებ, ესეც ამიხსენი.
– ბიბინეიშვილი მამის გვარია, ჯაყელი კი დედის. დედის მამას, იმხელა დამსახურება ჰქონდა ჩემ წინაშე, ყველაზე მცირე, რაც შემიძლია გავუკეთო მას და იმქვეყნად მადლობა გადავუხადო, მისი გვარის ტარებაა.
– იმიჯი, რომელიც შენ გაქვს, შენი „მეს“ გამოძახილია თუ უბრალოდ, მოდას ხარ აყოლილი?
– მე, იმდენად შეუხედავი ბიჭი ვარ, თუ აქსესუარები არ დავახმარე თავს, ნული იქნება ჩემი ფასი (იცინის). მეუბნებიან, თავმდაბალი გურული ხარო, მაგრამ, რა ვქნა, წვერის გარეშე რომ ვუყურებ თავს სარკეში, მართლა მეშინია (იცინის). ცხვირი კი იმხელა მაქვს, მთელი ბავშვობა ბათუმში ვცხოვრობდი და ბაკურიანში ვსუნთქავდი. მაგრამ, კიდევ ვამბობ, ცხვირს ვერ მოვიჭრი და მირჩევნია, ბათუმიდან ბაკურიანის ჰაერი ვისუნთქო. ძალიან მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მომავალი რომ ადვილი იყოს, ამიტომ ვიბრძვი. 27 წლის კაცი ვზივარ და ვფიქრობ – დედას რითი ვუყიდო წამალი. მამა მეორე ჯგუფის ინვალიდია, მშენებლობაზე მუშაობს, რადგან მე ვერ ვეხმარები, ეს ჩემთვის ტრაგედიაა. იმაზეც არ ვფიქრობ, რომ ბინა არ მაქვს, ვერც ქირით ვცხოვრობ და მეგობართან ვარ შეკედლებული. თუმცა, არ მიყვარს წუწუნი და ტირილი. სულ გაღიმებული დავდივარ და ხშირად გამიგია, ამ უბედურს რა აცინებს, სულ გაგიჟდაო. რეალური  საშიშროებაა, რომ გავგიჟდე, მაგრამ იმის მეშინია, ამას როგორ მიხვდებიან, რადგან ამ ქვეყანაში ხომ ყველა გიჟია?!

скачать dle 11.3