კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები #6

გურულს ეკითხებიან:
– როგორი ცოლი გინდა მოიყვანო?
– ლამაზი უნდა იყოს, მარა პრეზიდენტივით უნდა გრძნობდეს სახლში თავს.
– ეგ როგორ? ყველაფერს ის უნდა განაგებდეს?
– არა, ყოველ ოთხ წელიწადში მისი გადარჩევა რომ შემეძლოს!
***
– საყვარელო, ბავშვისთვის მზად ვარ.
– მე არა!
– ჰო, მაგრამ, სკოლა იწყება და სოფლიდან უნდა ჩამოვიყვანოთ.
***
ხაშურის საავადმყოფოში, ექიმი ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოუძახეს.
***
კაცი უყურებს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილის ბრძოლას. ლუდი და სიგარეტი მოიმზადა და მოკალათდა სავარძელში, ტელევიზორის წინ. დაიწყო ბრძოლა და გენომ 30 წამში მოიგო ორთბრძოლა.
გაბრაზდა კაცი, ფეხზე წამოხტა და დაიყვირა:
– რა არის ახლა ეს? ლუდის გახსნაც კი ვერ მოვასწარი.
ცოლმა სამზარეულოდან გამოყო თავი:
– ჰა, რავარია უცბათ რომ მთავრდება?
***
სამშობიარო სახლში მამა ახალგაჩენილ შვილს სურათებს უღებს – ხან წინიდან, ხან უკნიდან, ხან გვერდიდან, ხან დაწოლილს, ხან ხელში აყვანილს და ხან პროფილში. მოკლედ, „ბატარეის“ დაჯდომამდე იღო ფოტოები, არ გაჩერებულა. ექიმი შორიდან უყურებს. ბილოს, მოკრძალებულად ჰკითხა:
– გიყურებთ, დიდი ხანია, სურათებს უღებთ ბავშვს. ალბათ, თქვენი პირველი შვილია, არა?
– არა, ბავშვი მესამეა, ფოტოაპარატია პირველი.
***
– შაბათს რა გეგმები გაქვს?
– სექსუალური გეგმები მაქვს!
– ეგ როგორ?
– ყველა პოზაში უნდა გამოვიძინო.
***
ცოლი ატირებული მივარდა ქმარს:
– საყვარელო, ახლა დამირეკეს, ის მღვდელი, ჩვენ რომ დაგვაქორწინა, გარდაიცვალა.
– ვიცოდი, რომ ერთ დღეს, ისიც დაისჯებოდა თავისი ცოდვისთვის, – ჩაილაპარაკა ქმარმა.
***
ძმაკაცი უყვება ძმაკაცს:
– აუ, ბიჭო, მეტროში ისეთი ჭყლეტვა იყო, ტელეფონზე მესიჯები დაკუჭული მოდიოდა.
***
გურულს ესტუმრა შორეული ნათესავი. გაუშალა სუფრა, რითაც შეეძლო, გაუმასპინძლდა. მოილხინეს, მაგრამ სტუმარი არ ჩქარობს წასვლას. მოკლედ, გამოთვრა, წასვლას ვერ ხვდება და სიმღერა წამოიწყო:
– ვაიი, ვეღარ ვხედავ მზეეესსს..
გურული გაბრაზდა და მიაძახა:
– ვერც ჭიშკარს, ძამა?

ზურა ნიჟარაძის ანეკდოტები
– ძვირფასო, რა ჰქვია იმას, როცა ადამიანს ცხოვრებაზე მეტად უყვარხარ და შენც გიყვარს?
– წარმოსახვის უნარი!
***
მოსწავლეები ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის თემას გადიან. მასწავლებელმა თვალსაჩინოებისთვის ბავშვებს ამ ომზე გადაღებული ფილმი აჩვენა და გამოკითხვა ჩაატარა.
– აბა, ბავშვებო, რას იტყვით?
– აი, მასწ, მე ის ნარკომანი მომეწონა.
– რომელი, იქ ნარკომანი სად ნახე?
– როგორ არა, აბა, ის ვინ იყო, ყოველ წუთში რომ ამბობდა: „ტავარიშჩ ჟუკოვ, უ ვას ხაროში პლან...“

скачать dle 11.3