კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ეზიდებოდა გემბანზე ზვიგენებით სავსე ზღვიდან ცნობილი საბჭოთა კინოვარსკვლავი #6

ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „გასული საუკუნის სამოციან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი კინორეჟისორი, ედმონდ კეოსაიანი კარიბის ზღვაში, კუბის ნაპირებთან სათავგადასავლო ფილმის სინჯებს იღებდა. მე და იმ დროს უკვე ცნობილი საბჭოთა კინოვარსკვლავი, სერგეი ფილიპოვი ვიყავით მიწვეულები. სინჯებში იყო ასეთი სცენა: მე არყით სავსე ბოთლებს ერთ-ერთ მატროსს ვესროდი, რომელიც მათ იცილებდა, ბოთლები წყალში ცვიოდა და რა თქმა უნდა, იკარგებოდა. გადაღებისთვის სამი ყუთი არაყი (60 ბოთლი) გვქონდა მომარაგებული. ფილიპოვი, როგორც ცნობილია, არყის დიდი მოყვარული გახლდათ. ამიტომ, ის კეოსაიანთან მოვიდა და შესთავაზა, რომ არყით სავსე ბოთლები წყლით აევსოთ და ამის მერე გადაეღოთ ეს სცენა, ხოლო არაყი, დიდ ჭურჭელში გადაესხათ. კეოსაიანმა სასტიკი უარი სტკიცა და მაშინ, ფილიპოვი ჩემთან მოვიდა. მთხოვა:
– ოლეჟკა, ბოთლების სროლას რომ დაიწყებ, ეცადე, გემბანს არ მოარტყა და რომ არ გატყდეს, პირდაპირ წყალში გადაუძახეო.
მე გამეცინა და ვკითხე:
– რაში გჭირდებათ ეს? ბოთლები ხომ მაინც უნდა დაიკარგოს და არაყი ზღვაში ჩაიძირება თუ გემბანზე დაიღვრება, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი.
– გული მიკვდება, როცა ვხედავ, როგორ იღვრება ეს კეთილშობილი სითხე ტყუილად, – მიპასუხა სერგეი ნიკოლაევიჩმა და ასეთი არგუმენტებული პასუხის შემდეგ, უფლება არ მქონდა, რომ არაყი გემბანზე დამექცია...
სინჯები საკმაოდ წარმატებულად გადავიღეთ. სულ სამ დუბლში ჩავეტიე და მხოლოდ ორი ყუთი არაყი დავხარჯე. თუმცა, კინაღამ დიდი ტრაგედია დატრიალდა. მესამე დუბლი რომ დასრულდა, ჩვენმა ბოცმანმა ღრიალი ატეხა: კაცია ბორტს იქით, კაცია ბორტს იქითო... ის კაცი კი არყის დიდი ტრფიალი, კინოვარსკვლავი სერგეი ფილიპოვი აღმოჩნდა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, უკვე მესამე გზას აკეთებდა და ზვიგენებით სავსე ზღვიდან წყალში გადაყრილ არყის ბოთლებს გემზე ეზიდებოდა. ზვიგენები კი მას წრეს უვლიდნენ და ალბათ, შოკირებულები იყვნენ სერგეი ნიკოლაევიჩის გაუგონარი თავხედობით... რადგან ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, კეოსაიანმა ფილიპოვს მესამე არყით სავსე ყუთიც უფეშქაშა და  ამით სერგეი ნიკოლაევიჩი უზომოდ გააბედნიერა.

скачать dle 11.3