კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #6

სენეკა: მეგობარი ისაა, ვინც დაგეხმარება წამოდგომაში მაშინ, როცა დანარჩენებმა ვერ გაიგეს, რომ წაიქეცი.
ბიოლი: ეშმაკსაც კი არ უჭრის თვალი ისე, როგორც მეზობელს.
გოეთე: ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი.
კანტი: სამი რამ არასოდეს ბრუნდება უკან: სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეაჩერე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი.
ვოლტერი: როცა თვალები ერთს ლაპარაკობს, ხოლო ენა – სხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა.
დელეზი: საშინლად არ მომწონს იდეა, რომ ჩემსას შეიძლება ვინმე შეეხოს.
ტოლსტოი. ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენ ვუყვარვართ ჩვენი სიკარგის გამო, მაგრამ ვერ ვხვდებით – ვუყვარვართ იმიტომ, რომ კარგები არიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ.
ჩაპლინი: ჩემი მეგობრის ღიმილის დანახვით მავიწყდება საკუთარი ცრემლები. ჩემი მეგობრის ცრემლების დანახვით მავიწყდება ჩემი ღიმილი.
ტვენი: ადამიანებმა, რომლებსაც დიდი მწუხარება დააქვთ გულით, იციან, თუ როგორ დაამშვიდონ სხვა.
სანდი: არ ვბრაზდები ადამიანებზე, უბრალოდ, აზრი მეცვლება მათზე.
მანიანი: იცით, რატომ არ მეშინია ადამიანების დაკარგვის? ჭკვიანი ჩემგან არ წავა და სულელს მე არ გავეკიდები.
ლაკანი: თუ თქვენი წასვლა ვერავინ შეამჩნია, ესე იგი, ტყუილად არ წასულხართ.
შპენგლერი: დეპრესია სისუსტის ნიშანი არაა, ის ნიშანია იმისა, რომ თქვენ ძალიან დიდხანს ცდილობდით, ძლიერი ყოფილიყავით.
კამიუ: ბედნიერია ის, ვისაც ღალატში სიყვარული უშლის ხელს და არა მორალი.
ამადუ: შეუცვლელი რომ იყო, ყოველთვის უნდა იცვლებოდე.
რენო: არ შეიძლება, მოღალატეებთან დაბრუნება, არ შეიძლება! ფრჩხილები მოიკვნიტეთ, მიწა დაღეჭეთ, მაგრამ არასდროს დაბრუნდეთ იქ, სადაც ოდესღაც გიღალატეს!
შოუ: ზოგ ადამიანს არ ესმის, რას ლაპარაკობს, ზოგს კი ისიც ესმის, რას ფიქრობს.
ბეკონი: უმჯობესია, მარტო იყო, ვიდრე ვინმემ გაგრძნობინოს თავი მარტოდ.
ბატლერი: რჩევა ქალებს: სანამ რამეს იტყვით, სამჯერ დაფიქრდით და მერე გაჩუმდით.
ბაირონი: სჯობია, სიამაყე დაკარგო საყვარელი ადამიანის გამო, ვიდრე საყვარელი ადამიანი – სიამაყის გამო.

скачать dle 11.3