კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ათონელი ბერი ბესო ბერულაშვილის სულიერი მამა და რატომ არის ის უშვილო წყვილების რეალური იმედი #6

ვინც ბესო ბერულაშვილს იცნობს, დამეთანხმება, რომ ცხოვრებაში ის საკმაოდ გულჩათხრობილია. თუმცა, ამას იშვიათად აჩვენებს გარშემო მყოფებს. მის ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც დააფიქრა და დღეს, ცდილობს, ქრისტიანულად იცხოვროს. ხოლო, როგორ გახდა ათონელი ბერი მისი სულიერი  მამა, როგორ შველის მისი ნაჩუქარი თოკები უშვილო წყვილებს და რამდენჯერ ჩახედა მან სიკვდილს თვალებში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბესო ბერულაშვილი: საკმაოდ დიდი მოვინათლე, 17 წლის, რადგან ჩემი ოჯახის წევრები, დიდად ქრისტეს ცხოვრების მიმდევრები არ გახლდნენ. რასაკვირველია, ქრისტიანები იყვნენ, მორწმუნეებიც, მაგრამ დიდად არ მისდევდნენ რელიგიურ ცხოვრებას. ქრისტეს ათ მცნებას არ იცავდნენ, მაგრამ მამა სულ მაფრთხილებდა, მოპარვა და ბილწსიტყვაობა ცოდვაა, დიდ ცოდვაში ჩავარდებიო.  თავად, ისეთი კაცი იყო და ისე წავიდა ამქვეყნიდან, არც მოუპარავს და ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვამს, გინებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
– მერე, შენ რომ გიყვარს ხშირად ბილწსიტყვაობა და გინება, ვის ჰგავხარ?
– ვის ვგავარ არ ვიცი, მაგრამ ბილწსიტყვაობაც და გინებაც, უნდა გიხდებოდეს კაცს. ეს ზუსტად ვიცი (იცინის). ისიც ზუსტად ვიცი, ბილწსიტყვაობისა და გინების გამო, მძიმე ცოდვაში ჩავვარდები, მაგრამ ვერ ვეჩვევი და რა ვქნა? რომ ვიტყვი ცუდ სიტყვას ან შევიგინები, მერე ვთხოვ ხოლმე ღმერთს, ეს ცოდვა მაპატიე-მეთქი. სახარება რომ წავიკითხე, საკმაოდ დიდი ვიყავი. მერე დავფიქრდი, ეტყობა, ღმერთმა დამინდო და მანამდე არ წამიყვანა ამქვეყნიდან, სანამ არ მოვინათლებოდი-მეთქი. მოუნათლავი რომ მოვმკვდარიყავი, არც კი მინდა იმის გაფიქრება, სად მოვხვდებოდი. პირველად 1995 წელს დავესწარი ლოცვას ეკლესიაში. დღეს, სტიქაროსანი ვარ და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ქრისტიანულად ვიცხოვრო. 22 წლისამ  პირველად ვთქვი აღსარება და მაშინ ვიგრძენი, როგორ გავძლიერდი სულიერად. წესიერად დავიწყე ცხოვრება. თუმცა, რომ შევატყვე ჩემს თავს გამოსწორების გზაზე დავდექი, ისეთი დამახეთქა მიწაზე ბოროტმა, თავიდან მომიხდა ცხოვრების დაწყება. ბოროტი სულ მებრძვის – აბა, რისი ბოროტია თუ არ გებრძოლა. 2008 წელს, საბოლოოდ გადავწყვიტე სტიქარის ჩაცმა. საკურთხეველში რომ შემიყვანეს და მისმა უწმიდესობამ, პატრიარქმა გადამსახა ჯვარი, მიკურთხა სტიქარი, შემმოსა და მაკურთხა სტიქაროსნად, ეს დღე არასდროს დამავიწყდება.
– ყველაზე დიდი სასწაული, რაც შენს თავს მომხდარა...
– ჩემთვის, ყოველი დილა და დღე სასწაულია. არც უფალი გამომცხადებია და არც ღვთისმშობელი, მაგრამ მათ მფარველობას ყოველწამს ვგრძნობ.
– ბესო, სიზმრების თუ გჯერა და თუ გინახავს წინასწარმეტყველური სიზმრები?
– ადრე ვაქცევდი სიზმრებს ყურადღებას და დილას რომ ვიღვიძებდი, ვვიშვიშებდი, ეს ვნახე, ის ვნახე-მეთქი. ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. ისე, დაკვირვებული ვიყავი, კბილს რომ ამოვიღებდი სიზმარში, აუცილებლად ვიღაცის სიკვდილს ვიგებდი. არ დამავიწყდება, ერთხელ მკითხავთან ვიყავი. მართალია, ფული არ გადამიხდია, კლასელის დედა იყო, მაგრამ ის ცოდვა დღესაც კისერზე მადევს (იცინის). პატრიარქს  ვემსახურები, ოცნება ამიხდა და ქრისტეს საფლავზე მოვხვდი – სხვა განზომილებაში. მკითხავებთან სიარული, დღეს, ნამდვილად არ მეპატიება.
– არაერთხელ ყოფილხარ ათონის მთაზე. ამბობენ, იქ მხოლოდ რჩეულები ხვდებიანო...
– მართალია, არაერთხელ ვიყავი ათონის მთაზე და ახლაც ვაპირებ ჩასვლას. იქ არის დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თავად მიბრძანდა ზღვით და გაბრიელ ბერმა გადმოაბრძანა მონასტერში. იქ ყველა ხატი  შეწირულია. ეს ხატი კი თავად მობრძანდა და მასთან მოლოცვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა მადლია. ათონის მთაზე, ქალებს არ უშვებენ, მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან. მამებმა მიამბეს: მამაკაცის ფორმაში გადაცმული ქალი შეპარულა და დამანგრეველი მიწისძვრები მომხდარა იმ წელს. იქ სხვა სამყაროა, სასწაული. ვათოპეტის მონასტერში მოღვაწეობს მამა ნექტარი გელაშვილი, ბერძნულად ნექტარიუსი, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი და ნათლიაა. ერთად ვართ გაზრდილები. რომ მომნათლა, მაშინ ერისკაცი იყო, ჩემი ძმაკაცი. დღეს კი ათონელი ბერია. სწორედ, მისი შემწეობით მოვხვდი ათონის მთაზე.
– თავად რამდენი ნათლული გყავს?
– ძალიან ბევრი ნათლული მყავს, დაახლოებით, ოცდაათი. ზოგს, ვერც კი ვცნობ სახეზე.  მალე იზრდებიან, დიდი ხანია, არ მინახავს და ქუჩაშიც კი ვერ ვცნობ.
– ესე იგი, რომ ამბობენ, თუ კაცს შვიდი ნათლული ჰყავს, სამოთხეში მოხვდებაო, შენს მონათლულებს რომ გადავხედოთ, სამოთხის სამოთხე გარანტირებული გაქვს. არა?
– არ დაიჯეროთ. გარანტირებული არაფერი მაქვს, მათ შორის, არც სამოთხე. სამოთხეს ვიმსახურებ-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. მაგრამ, არ დაგიმალავთ და მინდა (იცინის). ისე, ნათლობაზე რომ იყოს დამოკიდებული სამოთხეში მოხვედრა, მე ვინ შემასწრებდა? (იცინის) ხომ ამბობენ, ადამიანს მარჯვენა მხარზე თავისი მფარველი ანგელოზი აზის და ის იცავსო, მეც ხშირად მიგრძნია მისი მფარველობა. ისეთ ავარიებში ვარ მოხვედრილი, დაჭრილიც ვყოფილვარ, წესით, ცოცხალი არ უნდა ვიყო, მაგრამ მფარველმა ანგელოზმა დამიცვა. ბევრჯერ ჩავხედე თვალებში, მაგრამ გადავურჩი სიკვდილს. ალბათ, ჯერ არ მეწერა იმქვეყნად წასვლა. წარმოიდგინეთ, ყაზბეგში მივდიოდით, კლდეს ლოდი მოწყდა და მანქანას დაეცა, მაგრამ გადავრჩი.
– ოჯახში უამრავი ხატი გაქვს...
– მართალია, ეს ყველაზე ფასდაუდებელი განძია ჩემთვის. განსაკუთრებით კი, ის სასწაულმოქმედი ხატები, რომლებიც ათონის მთაზე, ყველა სიწმიდეს შევახე და აქ ჩამოვაბრძანე. ყოველ საღამოს, მათ ვემთხვევი და ისე ვიძინებ. წამოიდგინეთ, ათონის მთაზეა ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც  აქლემის ბეწვისგანაა მოქსოვილი და ქრისტეზე რომ იყო ორსულად, მაშინ ეკეთა. მას ათონელი ბერები შეახებენ თოკს, კითხულობენ სპეციალურ ლოცვას და ის სასწაულმოქმედი ხდება.  ეს თოკები ჩამოვიტანე და დავურიგე უშვილო ახლობლების ოჯახებს. არ დამავიწყდება ის დღე, როცა ჩემმა მეგობარმა კივილით დამირეკა და მითხრა, ტყუპებს ველოდებიო. წარმოიდგინეთ, ვისაც მივეცი, ყველა ოჯახში დღეს პატარას ტირილი ისმის. ასეთი, ალბათ, რვა ოჯახია. ამაზე დიდ მადლს, რას გავაკეთებდი ცხოვრებაში?
– ყველა ხალისიან ადამიანად გიცნობს, თუმცა, ახლო მეგობრები ამბობენ, ძალიან გულჩათხრობილი და სევდიანი ადამიანიაო. მართალია?
– გეთნხმები, ყველა მიცნობს, როგორც „გიტარა და ჩქარი ტაში“ (იცინის). მართალია,  ესეც მიყვარდა, მაგრამ ახალა, გულჩათხრობილი გავხდი. ვცდილობ, ხალისიანი ვიყო ხალხთან ურთიერთობისას და მათ არ მოვახვიო ჩემი პრობლემები თავს. ჩემი თავისთვის არ მეხალისება და სახლში მეჩხუბებიან. ხმა ამოიღე, ნუ ხარ სულ დაფიქრებულ-დადუმებულიო. ბევრისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ბესო ბერულაშვილი ცუდ განწყობაზე იყოს. შეიძლება, მტკიოდეს, განვიცდიდე, მაგრამ, როგორც კი ვინმეს დავინახავ, ეგრევე ვიღიმი. ცხოვრებაში, ძალიან უპრეტენზიო ვარ და არ მიყვარს ჩემი გაკეთებულის აფიშირება.

скачать dle 11.3