კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველ ქალს, რომელმაც 30 წელი სპეცაგენტად იმუშავა, დაქორწინებისთვის „კაგებეს“ ნებართვა სჭირდებოდა #6

მკაცრი განაჩენი
1958 წლის 20 თებერვალს მოსკოვის ბაუმანის რაიონის სახალხო სასამართლოში ნატო აკაკის ასულ ელიავას ასამართლებდნენ. 18 წლის გოგონას, რომელიც სრულწლოვანი 18 თებერვალს გახდა, მძიმე დანაშაულის ჩადენაში სდებდნენ ბრალს.
– მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა – სასჯელის პირველი ხუთი წელს მკაცრი რეჟიმის ციხეში, დანარჩენი ვადა კი, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, – თქვა მოსამართლე ვიოლეტა პავლოვამ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომა ამით დაიხურა.
მკაცრი განაჩენი შემდგომმა ინსტანციებმაც ძალაში დატოვეს და პირმშვენიერი, ტანკენარი ქართველი გოგონა ლეგენდარული ბუტირკის ქალთა კორპუსში გაამწესეს.
ნატო ელიავა თბილისელი იყო. მოსკოვში 1957 წელს ჩავიდა. სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, თან სანიმუშოდ სწავლობდა. ობოლ ნატოს ბებია ზრდიდა, რომელიც ავადმყოფობის გამო თბილისში დარჩა და შვილიშვილს მოსკოვში ვერ გაჰვა. უწესიერესი ქართველი გოგონა 1957 წლის 31 დეკემბერს, თბილისში უნდა ჩამოსულიყო საახალწლოდ. თვითმფრინავის ბილეთი წინასწარ ჰქონდა აღებული. 30 დეკემბერს კი ნატოს ჯგუფელის, ალა გაგარინას დაბადების დღე იყო და ნატოც დაპატიჟეს. გაგარინა პარტიული ფუნქციონერის შვილი გახლდათ, დედამისი ცენტრალურ კომიტეტში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე. შუა ქეიფის დროს ალას მთვრალმა, 23 წლის ძმამ, იგორმა და მისმა ორმა მეგობარმა ფხიზელი ნატო სადარბაზოში გაიტყუეს. გოგონას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს და მერე იგორ გაგარინმა ის ძალით გააუპატიურა. როდესაც იგივეს გაკეთებას მისი მეგობარიც აპირებდა, ნატო ხელიდან დაუსხლტა მოძალადეებს, იქვე, კედელზე მიყუდებულ არმატურას დასტაცა ხელი და იგორ გაგარინს ყელში გაუყარა. შემდეგ მეორე მოძალადეს თავში ჩაარტყა და მესამეს გაეკიდა, რომელმაც თავი ვეღარ შეიკავა, მეოთხე სართულის ფანჯარა გაანგრია და ეზოში გადავარდა.
მძიმე ტრავმების მიუხედავად, სამივე მოძალადე ცოცხალი გადარჩა. თუმცა, იგორ გაგარინს ხორხი დაუზიანდა და სამუდამოდ დაკარგა ლაპარაკის უნარი. მეორეს თავის ქალის ტრავმის გამო, 90 პროცენტით დააკლდა მხედველობა, ფაქტობრივად, დაბრმავდა. მესამე მოძალადეს კი ხერხემალი დაუზიანდა. სიარულის უნარი დაკარგა და სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს.
წესიერ ქვეყანაში ნატო ელიავას ნამდვილად გაამართლებდნენ და ციხეში ერთ საათსაც არ გააჩერებდნენ. თუმცა, იგორ გაგარინის გავლენიანმა დედამ მაქსიმალური მოახერხა და ყოვლად უდანაშაულო ქართველი გოგონა 12 წლით ჩასვა ციხეში. იმ იმედით, რომ ნატოს სული გაძვრებოდა მკაცრი რეჟიმის ციხეში.
კოდი ¹903701, მეტსახელად „ურჩი“
17 წლის ნატო ელიავა 1957 წლის 31 დეკემბერს დააპატიმრეს. 18 წლის გოგონას კი 12-წლიანი, დაუმსახურებელი სასჯელი 1958 წლის 20 თებერვალს გამოუტანეს. 27 თებერვალსა და 4 მარტს კი განაჩენი ძალაში დაუტოვეს. 1958 წლის 2 იანვარს თბილისში, ნატოს ერთადერთი ნათესავი, 74 წლის ბებია ნატალია ომიაძე გარდაიცვალა. ავადმყოფ ქალს მაშინვე გული გაუსკდა, როგორც კი შვილიშვილის ამბავი შეიტყო მეზობლებისგან. ბებიას გარდაცვალების შესახებ ნატომ 7 იანვარს შეიტყო „კაპეზეში“ და ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, პატიმარი გოგონა ძლივს მოაბრუნეს.
5 მარტს ყველა ინსტანციაგამოვლილი ნატო ელიავა „ბუტირკის” ციხის ქალთა კორპუსში შეასახლეს, სადაც პირწავარდნილი კრიმინალი ქალები ისხდნენ. კორპუსის მაყურებელი, 41 წლის ჟანა ვოვსი გახლდათ, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. ჟანას მოეწონა ამაყი, ნორჩი ქართველი გოგონა და მისი მფარველი გახდა. ნატომ ბუტირკაში 3 წელი გაატარა. 1961 წლის 4 მარტს კი ნატო საკნიდან გამოიყვანეს. პაემნების ოთახში შეიყვანეს, სადაც ოცდაათიოდე წლის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი დახვდა.
– მე ლევან გეგეჭკორი ვარ. „კაგებეს“ კაპიტანი. მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს და პირდაპირ საქმეზე გადავალ, – უთხრა ნატოს მამაკაცმა და გოგონას გაუღიმა, – მე თქვენი გადმობირება მაქვს დავალებული და თუკი თანახმა იქნებით ჩვენს წინადადებაზე, ხვალ უკვე გახვალთ აქედან.
კაპიტანმა გეგეჭკორმა ნატოს უთხრა, რომ გოგონათი „კაგებე“ დაინტერესდა და თუკი ნატოც გამოიჩენდა ინტერესს, მაშინ სპეცსკოლაში გაამწესებდნენ. სპეციალურ ცოდნას მისცემდნენ და საბჭოთა უშიშროების ოპერატიული თანამშრომელი გახდებოდა.
– აქ ჯდომას ყველაფერი მირჩევნია, – მიუგო ნატომ „კაგებეშნიკ“ თანამემამულეს და მის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა.
6 მარტს ნატო ციხიდან გამოიყვანეს და „კაგებეს“ კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს, სადაც მან ერთი კვირა დაჰყო. შემდეგ კი, ზუსტად ორი წლის განმავლობაში „კაგებეს“ სპეცსკოლაში სპეციფიკური მომზადება გაიარა და 1963 წლის მაისში, წარჩინებითაც დაამთავრა. გოგონა „ლუბიანკაზე“ დაიბარეს და მას კვლავ ლევან გეგეჭკორი შეხვდა, რომელიც უკვე მაიორის ჩინს ატარებდა.
– გილოცავთ სკოლის დამთავრებას. დღეიდან მე თქვენი კურატორი ვიქნები, – აუწყა ლევან გეგეჭკორმა 23 წლის უმცროს ლეიტენანტს, ნატო ელიავას, რომელსაც „კაგებეს“ ნომენკლატურაში ¹903701 მიანიჭეს, მეტსახელად კი, „ურჩი“ შეარქვეს.

ოპერაცია „მარყუჟი“
ნატო ელიავას  „გაკაბეშნიკება“ „კაგებეს“ პროგრამა „თაობის“ შედეგად განხორციელდა, რომელიც ლევან გეგეჭკორმა შეიმუშავა და პატიმრების ქვეყნის სამსახურში ჩაყენებას ისახავდა მიზნად. ნატომ წარმატებით გაართვა თავი ყველა სირთულეს და მისთვის მინდობილ საქმეს უმაღლეს დონეზე, დიდი პროფესიონალიზმით ასრულებდა. ლევან გეგეჭკორს ნატო შეუყვარდა და ქართველ კაპიტანს „კაგებეს“ თავმჯდომარის, სემიჩასტნის ნებართვა დასჭირდა, რომ გოგონა ცოლად მოეყვანა. გულგრილი არც ნატო იყო ლევანის მიმართ და წყვილმა 1965 წელს იქორწინა. 1966 წელს კი მათ პირველი ვაჟი შეეძინათ. ყველაფრის მიუხედავად, ნატო ელიავა კვლავ ძველ ამპლუაში აგრძელებდა მუშაობას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველაზე ურთულეს სპეცოპერაციაში და კოლეგებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა. მას მამაკაცი სპეცებიც კი ვერ უწევდნენ კონკურენციას და ნატოს დიდად აფასებდა „კაგებეს“ ხელმძღვანელობა. 1963-1993 წლებში ნატო ელიავამ პოლკოვნიკობა მიიღო. მას ამ დროის განმავლობაში ხუთი ორდენი გადასცეს და მრავალ საიდუმლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული სპეცოპერაცია იყო „მარყუჟი“, რომელიც 1975 წელს განხორციელდა და „კაგებემ“ ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩაატარა. „კაგებეს“ სპეცჯგუფმა, რომელშიც მთავარ როლს კაპიტანი ნატო ელიავა ასრულებდა, ქალაქ იოჰანესბურგიდან ერთი ადგილობრივი მეცნიერ-ბიოლოგი გაიტაცა და მოსკოვში ჩამოიყვანა. საბჭოთა დაზვერვამ ეს ოპერაცია იმიტომ ჩაატარა, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, რომ გატაცებული პროფესორი სპეციფიკურ ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამუშავებდა, რომელიც საბჭოეთში უნდა გამოეყენებინათ. საბჭოთა კავშირის მტრებს ეს გეგმა ჩაეშალათ და გატაცებულმა პროფესორმა ამხილა თავისი დასავლეთელი პატრონები, თან განაცხადა, რომ ის საკუთარი ნებით გაიქცა საბჭოეთში. სინამდვილეში, ყველაფერი ოპერაცია „მარყუჟისა“ და ნატო ელიავას დამსახურება იყო, რისთვისაც მას წითელი ვარსკვლავის ორდენი უბოძეს.
P.S. სინამდვილეში ნატო ელიავა და ლევან გეგეჭკორი სხვა ქართულ გვარებს ატარებდნენ და ჩვენ შეგნებულად შევცვალეთ მათი ვინაობა. სპეცაგენტი „ურჩი“ დღსაც ცოცხალია, ის 77 წლისაა და მოსკოვში ცხოვრობს თავის მრავალსულიან ოჯახთან ერთად.

скачать dle 11.3