კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #6

კითხვა: მაქვს ძალიან ცხიმიანი კანი. სახეზე დამატენიანებელ ან რაიმე სხვა კრემს არ ვხმარობ. პირიქით, დღეში ორჯერ ვიბან სპეციალური საპნით, რადგან კანი ძალიან მიცხიმიანდება. და ამის გამო, ტონალური კრემის ნაცვლად, მთელ სახეზე პუდრს ვისვამ. არის თუ არა მიზანშეწონილი ყოველდღიურად პუდრის გამოყენება და ხომ არ გამიმრავლებს სახეზე ის თმებს?
პასუხი:  პუდრი სახეზე თმებს არ გაგიმრავლებთ. აქვე გეტყვით, რომ ბევრი ქალი ცდილობს, კანი ცხიმისგან გაითავისუფლოს ძალიან ძლიერი საშუალებით, მაგრამ უკუშედეგს იღებს. ასეთ შემთხვევაში, კანი ცდილობს ცხიმის დეფიციტის შევსებას, გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ცხიმს და კანი სწრაფადვე იფარება ცხიმის სქელი ფენით. გამოიყენეთ მსუბუქი გამწმენდი საშუალება. თუ დრო გაქვთ, დღეში სამჯერ გაიწმინდეთ კანი. ნებისმიერ შემთხვევაში, კანის დილა-საღამოს გაწმენდა აუცილებელია. ამისთვის აიღეთ ლოსიონი ან ბიოგელი, რომელიც სპეციალურად, ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი. ის შეიცავს ანტიბაქტერიულ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ფორების დაცობისა და ანთებითი პროცესის შეფერხებას იწვევს. არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, მაგრამ ეს დერმატოლოგმა უნდა შეარჩიოს. ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს. გარდა ადგილობრივი მკურნალობისა, უნდა მიხედოთ კუჭ-ნაწლავის სისტემას, თუ ამ მხრივ პრობლემები გაქვთ. ასევე, კარგია, თუ ცხიმიან სახის კანს, დღეში რამდენჯერმე ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმენდთ.
კითხვა: სანამ სახლიდან გავალ, მანამდე ვისვამ ტუჩსაცხს. თუმცა, დიდხანს არ მიჩერდება – სანამ დანიშნულ ადგილამდე მივალ, მიწევს, მისი თავიდან წასმა. როგორ წავისვა ტუჩსაცხი ისე, რომ დიდხანს გამყვეს?
პასუხი: ტუჩსაცხის წასმის შემდეგ, მოიშორეთ ხელსახოცით ზედმეტი პროდუქტი, მერე ისევ წაისვით ტუჩსაცხი, და ბოლოს, ზემოდან, ფუნჯით პუდრის თხელი ფენა გადაისვით.
კითხვა: მითხრეს, რომ სახე უნდა დავიბანი მყარი საპნით, თუ მინდა, ნაადრევ ნაოჭებს თავი ავარიდო და მოვიშორო ის ზედმეტი ცხიმი, რაც პრიალებს და ცუდი შესახედია. ხომ არ დამიზიანებს სახის კანს მყარი საპნის დიდხანს გამოყენება?
პასუხი: მყარი საპონი ტანის მოვლისთვისაა შექმნილი და არა სახის კანისთვის. მისი ინგრედიენტები ბევრად უფრო ძლიერია და  თითქმის მთლიანად აშორებს ბუნებრივ ცხიმს, რის გამოც კანი უკიდურესად შრება. მყარი საპნის ნაცვლად, უნდა გამოიყენოთ სახის დასაბანი გელი და ქაფი, ისეთი ნივთიერებების შემცველობით, კანს რომ კვებავს და ამშვიდებს.

скачать dle 11.3