კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცურა სტალინმა დასავლეთი #6

სტალინური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში განხორციელდა და ქვეყანა ფეხზე დააყენა, საბჭოთა ბელადის მასშტაბური პროექტი იყო. ის უზარმაზარ თანხებს ითხოვდა და სტალინი გულმოდგინედ ცდილობდა თითოეული კაპიკის მოძიებასა და ქვეყნის მომავალ სიძლიერეში ჩადებას. პროფესორი ვალენტინ პოკროვსკი წერს: „სტალინმა აბსოლუტურად ზუსტად გათვალა, როდესაც სწრაფი ინდუსტრიალიზაციის კურსი აიღო, რადგან იცოდა, რომ ისეთ უზარმაზარ ქვეყანას, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, დიდი სიმძლავრეები სჭირდებოდა. ასეთი რამ კი ინდუსტრიალიზაციის გარეშე, შეუძლებელი გახლდათ. მაგრამ, ინდუსტრიალიზაციაცაა და ინდუსტრიალიზაციაც... საბჭოთა ბელადს სწრაფი ინდუსტრიალიზაცია სჭირდებოდა, რადგან სანამ კაპიტალისტური ქვეყნები გონს მოეგებოდნენ და მიხვდებოდნენ, რომ მსოფლიოში ახალი, უმძლავრესი ეკონომიკა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ყალიბდებოდა, ისეთი ფუნდამენტი ჩაეყარა, რომელსაც ვერ დაანგრევდნენ. სტალინმა ეს ფრიადზე შეასრულა და როდესაც მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო ვეშაპი (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) გამოერკვნენ, უკვე გვიან იყო. სტალინმა სწორედ მათი მეშვეობითა და დახმარებით შეძლო საბჭოთა კავშირის მოდერნიზაცია, რასაც საბჭოთა ხალხის გმირული შრომა ერთვოდა თან. საქმე კი ის იყო, რომ ყველა მოწინავე ტექნოლოგია, ფაბრიკა-ქარხანა თავიანთი დანადგარებიანად და კვალიფიციური კადრებით, სტალინმა უცხოეთიდან მოიზიდა და მათ ამაში ვალუტას უხდიდა. ვალუტას კი საბჭოთა ბელადი ნაწილობრივ – ოქროს მარაგიდან იღებდა, ნაწილობრივ  ოქროს ციმბირული მოპოვების შედეგად, ნაწილობრივ კი – ხელოვნების უნიკალური ნიმუშების გაყიდვით, რაც რუსეთში უხვად იყო. 1927 წლის დეკემბერში, ბოლშევიკთა მეთხუთმეტე ყრილობაზე სტალინმა თქვა: „მოწინავე ქვეყნებს ასი წლით ჩამოვრჩებით. ჩვენ ეს მანძილი ათ წელიწადში უნდა გავირბინოთ და ამას ან შევძლებთ, ან – გაგვსრესენ...“
სერგო ორჯონიკიძე ყვებოდა: „ყრილობაზე ეს სიტყვა სტალინის მინიშნება იყო მოქმედებისკენ და ისეთი ოვაციები გამოიწვია დამსწრეებში, რომ დარბაზი, ნახევარი საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, ქუხდა. ემოციები რომ დაცხრა, ყრილობა დაიხურა და დელეგატები დაიშალნენ. სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:
– რას იტყვი, ეთანხმები ჩემს მოსაზრებას ფორსირებულ ინდუსტრიალიზაციაზე?
– შენვე გაეცი კითხვას პასუხი, როცა თქვი, – თუ ვერ შევძლებთ, გაგვსრესენო, – ჩამეცინა მე. სტალინმა კი გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა და მითხრა:
– დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენს ფორსირებულ ინდუსტრიალიზაციაზე ოპონენტები გულიანად იხარხარებენ და ჩვენი ამოცანაა, ეს ხარხარი რაც შეიძლება, დიდი ხანი გაგრძელდეს. ჩვენ კი ამასობაში ქვეყანა უნდა გავმართოთ და მერე ჩვენ ვიხარხარებთ მათზე.
სტალინმა ეს შეძლო. სანამ ჩვენი ოპონენტები „მამასისხლად“ გვეხმარებოდნენ, თან, ხარხარებდნენ და ეგონათ, ჩვენზე ფულს აკეთებდნენ, საბჭოეთი ფეხზე დადგა და 1932 წელს მათ ხარხარიც შეწყვიტეს...“
 საქმე ის იყო, რომ ეშმაკმა სტალინმა ამერიკა-ბრიტანეთთან (ძირითადად) და საფრანგეთ-გერმანიასთან ექსკლუზიური ხელშეკრულებები დადო და მათთვის საკმაოდ სარფიანად ააშენებინა საბჭოთა კავშირში უმძლავრესი საწარმოები, ჰიდროელექტროსადგურები. საბჭოთა ბელადი საფასურს ოქროთი იხდიდა და თან, ვიწრო წრეში ამბობდა: ეს ოქრო და ვალუტა ასმაგად დაგვიბრუნდება, როდესაც ფეხზე დავდგებითო. სულ რაღაც 3 წელიწადში, ანუ 1931 წელს შესრულდა პირველი ხუთწლიანი გეგმა და სწორედ მაშინ შეშინდნენ პირველად ანგლო-საქსები და გადაწყვიტეს, სტალინს აღარ დახმარებოდნენ. უფრო სწორად კი, მისთვის ტექნოლოგიები და ფაბრიკა-ქარხნები არ მიეყიდათ, ხოლო, თუ მიჰყიდდნენ, სამმაგ ფასში. სწორედ ამ წლებზე მოდის ხელოვნების ნიმუშების გაყიდვის ეტაპი, რადგან ოქროს მარაგი ილეოდა. ციმბირული ოქროს წარმოება კი ვერ იყო იმდენად მაღალი, რომ სავალუტო ხარჯები დაეფარა და სტალინმა ხელოვნების ნიმუშების გაყიდვის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ანასტას მიქოიანის ვაჟი, სერგო მიქოიანი იხსენებდა: „1930 წელს მამაჩემი საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარი იყო და მთელი არსებით იყო ჩართული ინდუსტრიალიზაციის პროცესში. 1977 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მან ასეთი ამბავი მიამბო: „1930 წლის ივნისში, ინდუსტრიალიზაცია ისეთი ფორსირებული ტემპით მიმდინარეობდა და სტალინმა საბჭოთა კავშირის უპირველეს მტრებს ამერიკასა და ბრიტანეთის იმდენი ტექნოლოგია გამოსტყუა და ისეთი მძლავრი ეკონომიკური სისტემა შეაქმნევინა საბჭოეთში ოქროს ფასად, რომ ანგლოსაქსები დაფიქრდნენ და უარი განაცხადეს საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობაზე ორმაგ ფასადაც კი. სტალინმა წინასწარ გამზადებული სვლა გააკეთა და თავისი აგენტების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, ისეთი ხმაურიანი კამპანია ატეხა, რომ მსხვილი სამრეწველო მაგნატები თავიანთ მთავრობებთან დააპირისპირა. მსხვილ კერძო მეწარმეებს ჩვენ ოქროს ვუხდიდით ტექნოლოგიებში. მათმა ხელისუფლებამ კი პოლიტიკური მოსაზრებებით, საბჭოეთთან სავაჭრო გარიგებების დადება აუკრძალეს, რითაც  ერთი მხრივ, მათი ინტერესები ზარალდებოდა, მეორე მხრივ კი, ფორსირებული საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია ფერხდებოდა. სტალინის სვლამ გაამართლა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მთავრობები დათმობაზე წავიდნენ – მსხვილ მეწარმეებს ნება დართეს საბჭოეთთან ეთანამშრომლათ, მაგრამ საბჭოეთს სამმაგი თანხა უნდა გადაეხადა, ადრინდელთან შედარებით. ამით ჩვენი ოპონენტები საბჭოთა კავშირის ფინანსურ განადგურებას გეგმავდნენ და სწორედ ამ დროს მიიღო სტალინმა სავალუტო რეზერვების შევსების გადაწყვეტილება, ხელოვნების ნიმუშების გაყიდვის გზით. ერთ საღამოს სტალინმა კრემლში დამიბარა და მითხრა:
– ანასტას, გალუსტ გულბეკიანს ხომ იცნობ?
– ვიცნობ. ის ჩვენთან ნავთობით ვაჭრობს და საკმაოდ კარგი კაციცაა, – მივუგე სტალინს. მას კი გაეცინა და მითხრა:
– კარგი რატომ, სომეხი რომაა თუ ჩვენთან რომ ვაჭრობს?
– ორივეს გამო, – ღიმილით მივუგე სტალინს.
მან კი სერიოზული სახით მითხრა:
– მოკლედ, ასე უნდა ვქნათ. შენ თუ გახსოვს, რომ გულბეკიანი „ერმიტაჟის“ კოლექციით იყო დაინტერესებული ორი წლის წინ და ჩვენ მას უარი ვუთხარით მიყიდვაზე?
– მახსოვს. მის მიერ გამოგზავნილი სია დღემდე კაბინეტში მაქვს. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ისეთი მხატვრები, როგორებიცაა: ჯორჯონე, რემბრანტი და რუბენსი.
– მოკლედ, ვალუტა გვჭირდება. შენ ლონდონში გაემგზავრები. გულბეკიანს შეხვდები და როგორც სომეხი სომეხთან, მასთან საერთო ენას გამონახავ. შენი თანამემამულე უნდა მოვწველოთ და მას ვალუტა დავაყრევინოთ. ხელოვნების შედევრები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ახლა ჩვენ უახლესი ტექნოლოგიები, ფაბრიკა-ქარხნები და ენერგეტიკა უფრო გვჭირდება. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო სტალინ! – მივუგე სტალინს. ორი დღის მერე კი უკვე გალუსტ გულბეკიანს შევხვდი მის ვილაში ლონდონში, ჩელსის ფეშენებელურ უბანში და მას ჩვენ 13 ერმიტაჟული შედევრი მივყიდეთ. სამაგიეროდ, 36 მილიონი გირვანქა სტერლინგი მივიღეთ, რაც საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციას მოვახმარეთ...“
2010 წლის სტატისტიკით, სტალინმა გასული საუკუნის 30-იან წლებში 2 ათასამდე ხელოვნების ნიმუში გაყიდა და 3 მილიარდი გირვანქა შემოუვიდა, რაც საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციაში ჩადო და ქვეყანა ფეხზე დააყენა.“

скачать dle 11.3