კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევიხორცოთ ჭრილობა სწრაფად #6


სახლის პირობებში ჭრილობის სწრაფად შეხორცების რამდენიმე საშუალება არსებობს. ალბათ, ბევრისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ალოე.
გაჭერით ალოე შუაზე და დაიდეთ ერთი ნახევარი ჭრილობაზე. დაინახავთ, რომ ხუთ-ექვს საათში ჭრილობა შეხორცებას დაიწყებს.
ასევე, ორი სადილის კოვზ დაქუცმაცებულ შავბალახას ფესვს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ოდნავ წამოადუღეთ. მაგრამ, როგორც კი დუღილს დაიწყებს, მაშინვე დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ტემპერატურაზე ადუღეთ, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ, გადმოდგით და გადაწურეთ. მოამზადეთ ბამბის კომპრესები და ისე დაიტანეთ ნაყენი ჭრილობაზე.
ჭრილობის ადვილად და სწრაფად შესახორცებლად კარგია სპირტისა და ჭინჭრის ნაყენის  კომპრესები, რომელიც შემდეგნაირად მზადდება. გაავსეთ ჭინჭრით ლიტრიანი ქილა. ზემოდან დაასხით სპირტი, შემდეგ კი მჭიდროდ დაახურეთ თავსაუხრი და დადგით მზეზე ორი კვირის განმავლობაში. მზის სხივების მოქმედებით ნაყენი იძენს სასურველ თვისებებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ნაყენი წინასწარ უნდა მოამზადოთ და შესანახად გრილი და ბნელი ადგილი  შეარჩიოთ.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდიანი წყალიც.  1 ჩაის კოვზი სოდა, 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) წყალში გახსენით. ეს ხსნარი ეფექტურად აქრობს  ანთებით პროცესს. სულ რამდენიმე დღეში ჭრილობა შეხორცებას დაიწყებს. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ დროს ქაცვის ზეთსაც გამოიყენებთ. ის დააჩქარებს პროცესს და უკვალოდ გააქრობს ნაჭრილობევ ადგილას წარმოქმნილ ნაწიბურს.
გარდა ამისა, შეგიძლიათ,  მიმართოთ შემდეგ მეთოდსაც: სამ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფურცლებს დაასხით 250 მილილიტრი რძე, დაახურეთ თავი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, დააყოვნეთ ათი წუთით და გადაწურეთ.

იმკურნალეთ ლობიოს პარკებით
ლობიო შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს და სხვა ნახშირწყლებს, ასევე, ცილებს. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინებით მდიდარი კომპლექტი და თითქმის ყველა მინერალი და ნივთიერება ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით მაღალია მასში გოგირდის შემცველობა, რომელიც აუცილებელია ნაწლავური ინფექციების, რევმატიზმის, კანის დაავადებების, ბრონქიტის დროს. მდიდარია რკინით, რაც ორგანიზმს ეხმარება ინფექციების წინააღმდეგობის უნარის გამომუშავებაში. ის ასუფთავებს თირკმელებს, აქვს შარდმდენი მოქმედება, დადებითად აისახება სარძევე ჯირკვლებისა და ფილტვების ფუნქციონირებაზე. მას აქვს დიეტური თვისებები. მისი დიეტა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, გულის უკმარისობის დროს. ლობიოს დადებითი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, იწვევს სიმშვიდეს და გაწონასწორებულობას. სასარგებლოა სტომატოლოგიური პრობლემების დროს და ძალიან დიდი ეფექტი აქვს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აქედან გამომდინარე, ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ლობიოს ბულიონი, თესლი, ლობიოს ყვავილი, ლობიოს პარკი გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ.
ლობიოს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, ასევე სასარგებლოა ჰიპერტენზიის, ქრონიკული რევმატიზმის,  თირკმლის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს. გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების, გასტრიტის შემთხვევაში. აქვს შესანიშნავი კოსმეტიკური თვისებები. მოხარშულ ლობიოს შეურიეთ მცენარეული ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ ყველაფერი და შეიზილეთ კანზე. ეს კომბინაცია შეანელებს კანის დაბერების პროცესს.
უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ლობიოს ხმელი პარკები, რომელიც ერთი შეხედვით არანაირი სარგებლის მომტანი არაა. და ალბათ, მას ყველა, უბრალოდ, თავიდან იშორებს. მაშინ, როცა ძალიან სასარგებლოდ შეგიძლიათ მისი გამოყენება თქვენი ჯანმრთელობისთვის. ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: პანკრეასის ფუნქციის დარღვევები,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რევმატიზმები, შაქრიანი დიაბეტი, პანკრეატიტი და სხვა.
პანკრეატიტის შემთხვევაში, გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: ერთი სადილის კოვზ გახეხილ ლობიოს პარკებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თხუთმეტი წუთიდან ნახევარ საათამდე და შემდეგ მიიღეთ ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, კვებამდე ნახევარი საათით ადრე.
სისხლძარღვთა დაავადებების დროს, გულის რიტმის დარღვევის, ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის შემთხვევაში: ერთ კოვზ დაფქულ ლობიოს პარკებს დაასხით ათი კოვზი მდუღარე წყალი, ისე, რომ საბოლოოდ, ჭიქა-ნახევარი სითხე მიიღოთ. გააჩერეთ ერთი საათი  თბილად შეფუთული და შემდეგ მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შაქრიანი დიაბეტის დროს: მოამზადეთ ლობიოს პარკების ბულიონი. ის ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. 15 გრამ დაჭრილ ლობიოს პარკებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთი და გაგრილების შემდეგ, მიიღეთ ორი სადილის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამის წინ. ან ორი სადილის კოვზ დაჭრილ ლობიოს პარკებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ოთხი საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. უფრო ძლიერი ბულიონის მოსამზადებლად, აიღეთ ორი-სამი ჭიქა დაჭრილი ლობიოს პარკები, დაასხით სამი-ოთხი ჭიქა წყალი და 10-15 წუთით გააჩერეთ დაბალ ტემპერატურაზე. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ოთხჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
 გასტრიტის, ქრონიკული პანკრეატიტის, ცისტიტის დროს, ერთი სადილის კოვზ შაქრის ფხვნილს დაასხით ერთი ლიტრი  მდუღარე წყალი, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი დაფქული ლობიოს პარკები და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ ოთხი საათი. დალიეთ დღის განმავლობაში ნახევარი ლიტრი. მკურნალობის კურსი უნდა გრძელდებოდეს ერთი თვე.
პარკების ფხვნილი გამოიყენეთ, ასევე, ჭრილობის, ეგზემის, დამწვრობის დროს: მოხარშეთ ლობიოს პარკები, შეურიეთ მას თაფლი და მიღებული ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე.
20 გრამ დაფქულ პარკებს დაასხით 200 მილილიტრი 70-პროცენტიანი სპირტი. დააყოვნეთ შვიდი დღე. ამ დროის გასვლის შემდეგ, მიიღეთ დღეში შვიდი-ათი წვეთის ოდენობით. ეს კარგი საშუალებაა სისხლძარღვთა ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტისთვის უნდა შეაგროვოთ მწვანილი და ხილი. კამა, არყის ფოთლები, მოცვი, სამარხვო დღეებში – გოგრა, ყაბაყი, ჟოლო, მოცხარი, რასაკვირველია, ლობიოს პარკებთან ერთად 1:1-ზე თანაფარდობით. ანუ ერთი ჩაის კოვზ დაფქულ ლობიოს პარკებს, დაუმატეთ ამავე რაოდენობით კამა, არყის ფოთლები და ასე შემდეგ, რაც ძალიან სასარგებლოა თქვენი გულისთვის.

სამკურნალო ვარდის ფურცლები
ვარდის ფურცლები აუმჯობესებს საკვერცხეების მდგომარეობას. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში შეურიეთ ერთი კოვზი გამხმარი ან ახალი, ნედლი ვარდის ფურცლები. წამოადუღეთ და საღამოს, ძილის წინ მიირთვით ერთი დესერტის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსი – ერთი კვირაა. ვარდის ფურცლების აბაზანა სასიამოვნოსთან ერთად, ამ თვალსაზრისითაც სასარგებლოცაა.
შეგიძლიათ ასევე, ჭამოთ ძილის წინ ვარდის ფურცლების ჯემი ან მიიღოთ სიროფი. სიროფი  შეიძინეთ აფთიაქებში ან თავადვე დაამზადეთ სახლში. ნახევარ კილოგრამ სუფთა და ახალ ფურცლებს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი. მოხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე და დაამატეთ 700 გრამი შაქარი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაამატოთ ერთი ლიმონის წვენი.
ჰორმონული დისბალანსისა და საკვერცხეებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ერთ კოვზ დაფქულ, გატარებულ ვარდის ფურცლებს დაასხით სამასი მილილიტრი მდუღარე წყალი. ხარშეთ ზომიერ ტემპერატურაზე, არა უმეტეს ხუთი წუთისა. ერთი საათი აუცილებლად დააყოვნეთ სითბოში. სასურველია, თუ თბილ ნაჭერს დააფარებთ ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მიიღეთ ასი მილილიტრი კვებამდე 25 წუთით ადრე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, მინიმუმ ხუთი კვირა და შემდეგ ორი თვის განმავლობაში შეისვენეთ.

კედრის სასარგებლო თვისებები და სამკურნალო რეცეპტები
კედარს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი, კიბოს საწინააღმდეგო, სისხლის წმენდის, მატონიზირებელი, იმუნომასტიმულირებელი თვისებები და ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. ის წმენდს და ზრდის სისხლძარღვების ელასტიკურობას; აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აწესრიგებს მეტაბოლურ პრობლემებს, წარმოადგენს პრევენციის საშუალებას სიმსივნის განვითარების წინააღმდეგ, აქვეითებს არტერიულ წნევას, დადებითად აისახება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, აძლიერებს ძვლოვან სისტემას, ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. გამოიყენება კანის პათოლოგიების, დამწვრობების, ათეროსკლეროზის, ანემიის, გულის იშემიური დაავადებების, სტენოკარდიის, ჰეპატიტის, ბოყინის, გულძმარვის, ღვიძლის ციროზის, იმპოტენციის დროს.
არსებობს მისი უამრავი რეცეპტი, თუმცა კარგი იქნება, თუ აქამდე არასდროს გამოგიყენებიათ ან ალერგიული ხართ, ანდა რაიმე სხვა სახის ეჭვის დროს, მიმართოთ ექიმს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზასა და პროპორციებს.
დაგჭირდებათ რძე და კედრის კაკალი. კაკალს დაასხით ერთი ჭიქა რძე. შემდეგ გაფილტრეთ და დაბალ ტემპერატურაზე შეინახეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ დილა-საღამოს. ეს დაგეხმარებათ ხველის მოშორებაში.
კანის პათოლოგიების სამკურნალოდ, რამდენიმე კაკალი დაჭერით წვრილად, დაასხით ორასი მილილიტრი წყალი და შეინახეთ კონტეინერით თბილ ადგილას ერთი საათით. წაისვით დაზიანებულ კანზე დამწვრობის, ჰერპესისა და ეგზემის არსებობის შემთხვევაში.
ღვიძლის პათოლოგიების დროს, კედრის კაკალს დაამატეთ ასი გრამი არაყი და ნახევარი ლიტრი წყალი. შეინახეთ კონტეინერით, რომელსაც თავი მჭიდროდ ექნება დახურული, ბნელ, გრილ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. მიიღეთ ოცი წვეთი დღის განმავლობაში. გაყავით ორ-სამ ნაწილად და ისე.
ბუასილის დროს აიღეთ 15 გრამი დაფქული კედრის კაკალი, დაასხით ორასი მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ ერთი საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ, მიიღეთ დღეში სამჯერ.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, არ მიიღოთ პრეპატატი, თუ მის მიმართ ინდივიდუალური შეუთავსებლობა გაქვთ. ასევე, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

скачать dle 11.3