კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იჭერს ქალი კაცს „ყურებით” და არის თუ არა ეს ღალატის პრევენცია #6

კაცის მართვა შესაძლებელია, თუკი მას გასაღებს უპოვი და მოახერხებ, მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი გახდე. მაგრამ, ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. კარგად უნდა იცნობდე მამაკაცის ფსიქოლოგიას და შეგეძლოს იმ ნიუანსების დაჭერა, ერთმნიშვნელოვნად რომ ზემოქმედებს კაცზე. ამ ტიპის ქალები, ანუ ისინი, ვისაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს, ცოტანი არიან. თუმცა, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველა ქალს შეუძლია მამაკაცით მანიპულირება და თუ ვინმე ამას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ, არ იცის, როგორ გააკეთოს ეს.

 დიანა (35 წლის): თავი კოშმარულ სიზმარში მეგონა. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ცხოვრებამ მაიძულა, სწორედ ასე მოვქცეულიყავი. რეალობა იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდი. სიყვარული არ გეყოფა, რომ კაცთან ბედნიერი იყო. უნდა იბრძოლო კიდეც მისთვის. საშინლად დამღლელია. ხშირად საკუთარ თავთანაც მიწევს დაპირისპირება, მაგრამ ეს მსხვერპლი უნდა გაიღო. ჩემს მომავალ ქმართან ჯერ მეგობრობა მაკავშირებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთის ყველაფერი გვესმოდა; შევძლებდი, მასთან ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც რეალურად ვარ და თამაში არ დამჭირდებოდა. სწორედ ასეც ვხედავდი ორი შეყვარებული ადამიანის თანაცხოვრებას.
– ასეც უნდა იყოს, რომ ურთიერთობაში თავი კომფორტულად იგრძნო.
– სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სურვილია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ ახდება. რომელ კომფორტზეა ლაპარაკი – თუ ქმარს თვითონ არ ჩაავლებ კლანჭებს, სხვა ქალი ჩაბღუჯავს და წაიყვანს. აი, რა არის რეალობა. ორი წელი დამჭირდა ამის მისახვედრად, როცა, კინაღამ ქმარი დავკარგე.
– თუ მამაკაცს შენთან ყოფნა არ უნდა, რატომ უნდა დააკავო? წამსვლელი უნდა გაუშვა.
– არც ასეა საქმე. რას ჰქვია, გაუშვა. სად უნდა გაუშვა, ვისთან? თქვენ ფიქრობთ, როცა კაცი ცოლს ღალატობს, დამნაშავე მისი იმ ქალის მიმართ სიყვარულია? ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო.
– ანუ, როცა კაცი სხვა ქალთან მიდის, სიყვარული არაფერ შუაშია?
– რა თქმა უნდა. უბრალოდ, გამოჩნდა ქალი, რომელმაც მიზანში ამოიღო, მოინდომა და „ყურებით დაიჭირა“.
– კაცის „ყურებით დაჭერა“ რას ნიშნავს – ან როგორ უნდა დაიჭირო ყურებით?
– „ყურებით დაჭერა“ ნიშნავს, გახდე მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი და კაცმა ეს უნდა გააცნობიეროს.
– მეუღლეები ხომ ერთმნიშვნელოვნად ასეც უნდა იყვნენ განწყობილნი ერთმანეთის მიმართ.
– იდეაში უნდა იყვნენ, მაგრამ მიიხედ-მოიხედეთ, არიან? ძირითადად, კაცია ცოლების ცხოვრებაში მთავარი ადამიანი და ისიც ბოროტად სარგებლობს ამით. წარმოიდგენს, რომ ყველაფრის უფლება აქვს და ცოლს არაფრად აგდებს. „ის მაინც მაპატიებს“, „ის მაინც დამაბრუნებს“... არ უნდა ჰქონდეს კაცს ამისი განცდა. მერე დაუსჯელობის სინდრომიც იქვეა „ჩასაფრებული“ და მამაკაცის ეგოიზმს ხომ საზღვარი არა აქვს. ყველაფერი უნდა გააკეთო და ქმრის მთავარი ადამიანი გახდე – ეს არის იმის გარანტი, რომ არ გიღალატებს.
– ასეთი გარანტია არსებობს?
– გარანტია არ არსებობს, მაგრამ მეტი შანსი გაქვს, რომ ღალატს გადაურჩე. თუ შენ ხარ მისი მთავარი ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ კაცს სხვა ქალზე ფიქრისთვის დრო აღარ რჩება. მამაკაცს ერთდროულად რამდენიმე რამეზე ფიქრი არ შეუძლია. მით უმეტეს, რამდენიმე ქალზე, ოღონდ, თუ სერიოზულად ფიქრობს.
– და, როგორ უნდა გახდე ქმრისთვის ცხოვრების მთავარი ადამიანი?
– ჰო, ადვილი არ არის. სპეციალური ტექნიკაა შესამუშავებელი. მე მასწავლებელი არ მყოლია. ჩემი ინტუიცია მკარნახობდა რაღაც-რაღაცეებს და ცხოვრების მწარე რეალობა. შეიძლება, ახლა ჩემს ქმარზე ამბობენ, რომ ყურებით მყავს დაჭერილი, მაგრამ ნაკლებად მადარდებს ეს ამბავი. მთავარია, ახლა მშვიდად ვარ. მე მოვახერხე, რომ ნელ-ნელა, ქმარი ჩემზე დამოკიდებული გამეხადა. ახლა ყველაფერი ვარ მისთვის.
– ანუ, მისი ეს მდგომარეობა სიყვარულისგან განსხვავდება?
– დიახ. სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, რომლითაც მამაკაცი პირველ ეტაპზე ბრუვდება. თუ მერე სხვა „გამბრუებელი“ გამოუჩნდა, იმას მიეკედლება. ჩემი ქმარი დარწმუნებულია, რამე რომ მომივიდეს, ქვეყანა დაიქცევა – „ჩამოკიდებულია“ ჩემზე. როგორ მივაღწიე ამას? მის ხელებად, ფეხებად, ტვინად, აზრად და ფიქრად ვიქეცი. არსად დავდივარ მარტო, მის გარეშე – აბსოლუტურად არსად. მის მეგობრებთან, ჩემს მეგობრებთან, ყველგან ერთად ვართ – საყიდლებზე, გასართობად, სასეირნოდ. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მგვრის, მაგრამ არჩევანი არ მაქვს. ასე უნდა მოვიქცე, ან მოვემზადო ღალატისთვის, რაც უფრო დიდი კოშმარი იქნება.
– ფაქტობრივად, ქმრის ცხოვრებით ცხოვრობთ.
– ასე გამოდის. სასიამოვნო არ არის-მეთქი, გითხარით და ასეცაა, მაგრამ მიღირს. ზოგჯერ, ვაკეთებ იმას, რაც მართალია, მახარებს, მაგრამ ეს ფუფუნებაა. რა ვქნა, მირჩევნია, მყავდეს ერთგული ქმარი და დიდი დოზით ისე გავაბრუო,  სხვა ვეღარაფერზე იფიქროს. დიდი დოზით ვარ მის ცხოვრებაში. ბოლომდე ამოვავსე.
– ანუ, „ყურებით დაიჭირეთ“.
– არ არის ეს ცუდი და სახუმარო. თუ „ყურებით დაჭერა“ ჰქვია იმას, რომ გადაყოლილი ვარ მასზე, ყველაფერს ვუგებ, ყველა პრობლემას ვუგვარებ და მასთან ერთად ვხარობ, იყოს ასე, პრობლემა არ არის. „ვაკავებ“ სიყვარულით, ყურადღებით და მისი ცხოვრების გაზიარებით.

скачать dle 11.3