კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სადაც ადამიანის გონება უძლურია #6



უცნაური რამაა ეს „ქალური ლოგიკა“! თითქოს არსებობს, მაგრამ იქ, სადაც ადამიანის გონება უძლურია, სწორედ ქალური ლოგიკა იმარჯვებს.
ბევრი მამაკაცი ვერც აცნობიერებს ბოლომდე, თუ რა საოცარი, ზოგჯერ პარადოქსული არსებაა ქალი. ყველა ქალი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულია და ყოველმა მათგანმა შესანიშნავად იცის, რომ ის „ყველა“ არ არის.
ქალები კიდევ იმიტომ არიან მაგრები, რომ შეუძლიათ, ყველაფერს პოზიტიურად შეხედონ. მაგალითად, რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო მეტად „თავხედდება” სარკე; არ არსებობს მსუქანი ქალი, არსებობს, უბრალოდ, ვიწრო ტანსაცმელი.
ქალის გონებას შეუძლია, განასხვავოს ისეთი ცნებები, როგორებიცაა: „ბილეთები არ არის“ და „ბილეთები საერთოდ არ არის”: კაცი ამას ვერც კი მიხვდება.
ყველა ქალს ჰყავს ერთი ისეთი დაქალი, რომელსაც რჩევას ჰკითხავს. მაგალითად:
– ჯანდაბა,  ახლა  რა უნდა ვუთხრა?
– სიმართლე!
– რომელი?
– რა ვიცი… მოიფიქრე რამე!
საერთოდ, ტერმინი „ქალური ლოგიკა“ მამაკაცებმა მოიგონეს და შემდეგნაირად ხსნიან მას:
ქალური ლოგიკა – უმეტეს შემთხვევაში, ხასიათდება განხილვის საგნის არსის მოულოდნელი ცვლილებით, ან ემატება არარსებული ვერსია.
მას ახლავს ემოციური კომპონენტი, რომელიც მკვეთრად ცვლის საკითხს.  ამიტომ, მამაკაცის ლოგიკიდან გამომდინარე, ქალის ლოგიკის გაგება საკმაოდ ძნელი ან თითქმის შეუძლებელია.
„კაცის ლოგიკის“ ფორმირება ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა მოახდინეს. მისი თავდაპირველი მიზანი მშვიდობის დამყარება და სიმართლის დადგენა იყო. მამაკაცის ლოგიკა სისტემატურია. ფიქრის პერიოდში მამაკაცი აზროვნებს, აყალიბებს თეორიებს, გამოაქვს დასკვნები არსებული ფაქტებიდან.
ქალურ ლოგიკაში საქმე სხვაგვარადაა. ქალმა მიახლოებით იცის, როგორ უნდა მიიღოს მოცემული პრობლემის პასუხი და ამიტომ საზოგადოებაში მიღებული განხილვისა და ლოგიკის კორექტული გზების იგნორირებას ცდილობს.
არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია!  ისე, ქალებს ტყუილებიც უყვართ.

მამაკაცების
 აღიარება

ქალმა დიდი ხანია, საქორწინო ბეჭდები შეარჩია, მამაკაცი კი დროს აჭიანურებს. შემდეგ მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს შორდება. ძალიან მალე მამაკაცი სხვას ირთავს ცოლად. მიტოვებულს კითხვები სტანჯავს: „რა შემეშალა, რა მაკლია? ან რით მჯობია ის?“ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ კაცები საცოლის შერჩევისას.  მამაკაცებს საცოლეების აღწერა რომ  სთხოვოთ, მათგან მხოლოდ 20 პროცენტი გამოიყენებს სიტყვებს: სექსუალური, მიმზიდველი, ვნებიანი. მომავალ ცოლზე საუბრისას მამაკაცი მხოლოდ მის ხასიათზე ამახვილებს ყურადღებას. ანუ, „ის უნდა იყოს ქალი, რომლის გამოჩენა არცერთ სიტუაციაში არ შეგრცხვება“.
„მამაკაცს არ სურს, ცოლი ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებოდეს, რადგან უნდა, დარწმუნებული იყოს, რომ ნამდვილად თავის შვილებს ზრდის, – განმარტავს ფსიქოლოგიც, – ძლიერ სქესს იზიდავს ლოიალობა, კეთილგონიერება და გულკეთილობა, როცა საქმე ცხოვრების თანამგზავრს ეხება. სექსუალურობასა და მგზნებარე ტემპერამენტს ისინი მხოლოდ მეგობარი ქალბატონების შემთხვევაში მიესალმებიან“. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვნებიანი ქალბატონები საქორწინო ბეჭდის გარეშე რჩებიან, ის გახლავთ, რომ ისინი მაინცდამაინც არ ცდილობენ მამაკაცების „დაჭერას“. გათხოვილი ქალების 73 პროცენტმა აღიარა, რომ საყვარელი ადამიანებისგან დაჟინებით მოითხოვდნენ დაქორწინებას და გულხელდაკრეფილნი არ ელოდებოდნენ რომანტიკულ წინადადებას. მამაკაცთა უმრავლესობა ქალს ცოლობას პირველი 22 თვის შემდეგ სთხოვს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქორწინების შანსი სულ უფრო ნაკლებია, შვიდი წლის შემდეგ კი, თითქმის ნულის ტოლია. იმ ქალბატონებს, რომლებიც თანხმდებიან მამაკაცის წინადადებას – „მოდი, ერთად ცხოვრება ვცადოთ“, გათხოვების შანსი შეიძლება, მხოლოდ ერთხელ მიეცეთ. თუ თქვენ ისეთ მამაკაცს ხვდებით, რომელიც უკვე იყო დაქორწინებული, უმჯობესია, ურთიერთობების დასაწყისშივე გაუმხილოთ, რომ მასზე გათხოვების იმედი გაქვთ. ჯობია, მან თავიდანვე იცოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის ის, რასაც თავად ფარატინა ფურცელს უწოდებს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ქალებს, რომლებიც საოჯახო საქმეებს უპირველეს ვალდებულებად აღიქვამენ. თუმცა, არავის ხიბლავს მხოლოდ შინამოსამსახურეზე დაქორწინება. მამაკაცებს მოსწონთ თვითშეფასების უნარის მქონე ქალები. მამაკაცთან ქორწინების გარეშე ცხოვრების დაწყება ქალებს ოფიციალური ქორწინებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი ჰგონიათ და ხშირად საკუთარი ილუზიების მსხვერპლნი ხდებიან.

ქალური ხრიკები

ყველა ქალს შეუძლია მამაკაცის შებმა. საკმარისია, მოინდომოს და გაითვალისწინოს მთავარი ნიუანსები.
რით დავიწყოთ? – ეს პირველი ნაბიჯები მოუხდება დაწყებით ორ-სამ პაემანს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, გამოიწვიოთ მამაკაცის დაინტერესება.
მაგალითად, შეხება შეიძლება, თამამი იყოს, მაგრამ „უმანკო“ უნდა დარჩეს. ამისთვის შეიძლება, უკან დაიხიოთ, თუ თაყვანისმცემელი ძალიან მონდომებულია.
შემდეგ ეტაპზე შეიძლება, ნება დართოთ მამაკაცს „ცოტათი შეტოპოს“, მაგრამ კვლავ დისტანციაზე უნდა გყავდეთ. ანუ, ითამაშეთ უკარებას როლი, ეს მომგებიანია.
პირველი კოცნა
მეოთხე-მეხუთე პაემანი შეიძლება, შეიცავდეს სხვადასხვა ხარისხის კოცნას. სწორი იქნება, თუ ამ დრომდე ერთად გაატარებთ დროს იქ, სადაც პუბლიკას შეუძლია, შეგიშალოთ ხელი ზედმეტად გამომწვევ მოქმედებაში. ეს მამაკაცს ჩარჩოში მოაქცევს, მაგრამ ამავე დროს, ვნების ცეცხლს გაუღვივებს.
დანარჩენს უკვე თქვენი, ქალური ინტუიცია გიკარნახებთ.

скачать dle 11.3